რა ბანალურია დაწერო სიყვარულზე დღეს! რა სასაცილო გამოჩნდები თუ იტყვი, რომ გიყვარს, იტანჯები... არ შემიძლია, არაფერი გამომდის , ერთი წინადადებაც ვერ გავმართე! ნათია აფხაიძე >>> თბილ ურთიერთობებს უბრალოდ დანატრება ... ურთმანეთობა... უსიყვარულო დღეების დარდი. უმთვარო ღამე გზას ვეღარ აგნებს. მძიმე საფეხურების უზომო ქშინვა და ფაქტი უსულო, უგულო უვარდოდ დარჩენილი ღერო. უთქმელი დარდი ... ემოციებით გატენილი მთელი ორგანიზმი . უგემურობით სავსე დილა, შუადღე, საღამო... უფერულობით გაჟღენთილი გრძნობები. უკიდურესი ზღვარი -უაზრობა. დროში განფენილ მოვლენებს შორის კავშირის ძებნა. შენზე ფიქრი. შენ ალბათ ფიქრობ , რომ დილა ისევ წვიმიანია. ( ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძეა , ჩემი მეგობარი ,რომელიც ყოველ ფოტოს დიდი სიყვარულით იღებს, ამ ფოტოშიც ვიგრძენი ეს !)