К основному контенту

Сообщения

Сообщения за апрель, 2014

ნოსტალგიური

    დღეს ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ. ისე, ვფიქრობ,  ბევრი მხიარულების მერე, ზოგჯერ, ეს კარგიცაა.  ცოტას დაფიქრდები, შიგნიდან გათბები,  მოკლედ მინდა ნოსტალგიის ლამაზი მხარეებიც დავინახო.      ხვალ მეგობარს ვაცილებ, რვა წლის შემდეგ ერთი თვით ჩამოსულს, ევროპის ერთ კარგ ქვეყანაში, სადაც ქმარი და ერთი შვილი ელოდება. ვაცილებ  გაურკევევლი ვადით და წლების შემდეგ, მაინც შეხვედრის იმედით.  მეორე შვილი თან ახლავს, რომელსაც ვიცნობდით, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით. საოცარი ადამიანია, ერთდროულად აქაურიცაა და იქაურიც. თბილი, მომღიმარი, როგორც ევროპელი, პრაქტიკული და სეირნობის მოყვარული, ხუთი წლის ქალბატონი ბრძანდება, ძალიან ლამაზი, ინგლისური სახელით - ემილი, რომელსაც დედის დაწყებული საუბრის გაგრძელება უყვარს, გატეხილი ქართულით. კიდე ჩახუტება და ვერ ეგუბეა ,,ჯორჯიას" ყველს. ჩემი მეგობარი კი სულ არ შეცვლილა, რაც იყო ისევ ისაა და ეს მახარებს ძალიან. ახლა, როგორც თვითონ ამბობს, გამთბარი მიდის. მიიღო რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა, აქაური სითბო, ყურადღება, მონატრებული გარემო დახვდა და წასვლის დროც უ

მოკლე წერილები

   ახლა რომ შემეძლოს შენზე ფიქრი,  ბევრს ვიფიქრებდი, მაგრამ სხვა ამბავია,  ახალი წლის მეოთხე თვე დაიწყო, არა ეს შენ არ გეხება, რადგან შენ, მხოლოდ ერთი თვეა რაც გაგიცანი, მგონი ჯობია სიტყვა  გაგიცანი ვთქვა  ბრჭყალებში. არა თვეც არ არის, ხუთი რიცხვი იყო, ასეთ სიტუაციებში ციფრების დამახსოვრება მახასიათებს, ჯერ წესიერად სად გიცნობ.     გაცნობა  - შვიდი ასო -ბგერისაგან შემდგარი, სამ მარცვლიანი სიტყვა, ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგან არა ერთხელ მითხრეს უკვე:   - ნუთუ ვერავინ გაიცანი?! თავისებური ინტონაციით. რაზეც თავიდან მეღიმებოდა, მერე მეცინებოდა, ახლა აღარ ვიცი.     ***     სამშაბათი-  არაფრით გამორჩეული დღე. შენ ესეც არ გეხება, მაგრამ მაინც. რამდენიმე ზედა მოვიზომე,  მაღაზიაში ზრდილობიანმა გამყიდველებმა გამაოცა, ჩვენთან ხომ მომსახურების კულტურა ძალიან დაბალია, ვერცერთი ვერ შევარჩიე, ,,არ წავიდა" ზომა და სტილი.    ჩემში არსებული, ,,მშვენიერება სულისა" მინდა ვინმემ დაინახოს, ისე, რომ მეც აღმომაჩენინოს.    ღმერთო, ნუთუ ვერ შეძლებს?!  ჩემთვის ვფიქრობდი