К основному контенту

Сообщения

Сообщения за май, 2014

ტყუილი თეორიები

     თავიდან ვიფიქრე კითხვა - პასუხით დავიწყებ და ინტერვიუც გამომივა- თქო. ეს ჟანრი მაინც ყველას უყვარს, არც მისი წაკითხვა ეზარებათ, მგონი ყველაზე მეტიად ინტერვიუ იკითხება ამ ქვეყანაზე. მერე გადავიფიქრე და ჩავთვალე, რომ ყველაფერს აჯობებდა ჩანახატი  ან ინტერვიუ-ჩანახატი, მაგრამ ამას უფრო მოზარდები ეწაფებიან - სიყვარულის ახალ გემო გაგებული გოგონები -თქო გავივიფიქრე  და გამახსენდა, რომ დიდი სიამოვებით მე პირადად რეპორტაჟული სტილით დაწერილი ნაწარმოებებით ,,ვისუსნები", როცა ფაქტები ჩემს თვალ წინ იშლება და მივყვები, მეც ბუნებრივად მონაწილე ვხვდები მოვლენის, თუმცა ეს აზრი იქვე, უკუაგდო იმ ფაქტმა, რომ აქ მოვლენის აღწერას ვერ მოვყვები, რადგან გადმოსაცემი  არაფერი მაქვს.      ფელეტონი?  ეს საოცარი ჟანრია, იუმორით გადმოსცე სიმართლე, არა, ეს გენიოსების საქმეა, ვგიჯდები სატირაზე, იუმორზე, რომელიც ოსტატურადაა გადმოცემული და რეალურ სამყაროს დამცინავად წარმოგიდგენს.    ყველამ იცის  გაცინება რა რთულიცაა და ატირება რა ადვილიც. ეს უნდა აღვნიშნო, ამ ბოლოს ცრემლი ისე ადვილად მომდის,ზოგჯერ ჩემი გ

დღე დღევანდელი

    ,,დღე დღევანდელი ფიქრია მხოლოდ, მომავალზე და წარსეულზე ფიქრი" ახლა არ მახსოვს ვის ეკუთვნის ეს ლექსი, არ მახსოვს სად და როდის წავიკითხე.  დღეს გონებაში ამომიტივტივდა ეს სიტყვები და მთელი დღე ვიმეორებდი.    სამსახურში ფიქრის დრო მქონდა, რადგან ინტერნეტი იყო გათიშული. ინტერნეტის შეფერხება კი მთელი სამუშაო პროცესის შეფერხებას ნიშნავს. ვეღარც ბეჭდავ, ვეღაცრ პროგრამაში შედიხარ, ასე რომ ვთქათ, ხელებ წაჭრილი ხარ (დედაჩემი საყვარელი გამოთქმაა, როცა საქმის გაკეთებისას რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს), როცა საქმეებში ვარ ჩაფლული, ფიქრის დრო აღარ მრჩება, რაღაც რუტუნას მივყვები და  დღეც გადის.    ადრე წამოვედი, ცოტა დრო მქონდა, გზად წიგნების მაღაზიში შევიარე. მიყვარს, რომ ათვალიერებ და ათვალიერე, ეძებ და იქექები, გინდა ახალი აღმოაჩინო და მიყვარს იმ  სიხარულის შეგრძნება ახალი წიგნის წაკითხვით, რომ არის გამოწვეული.  ლიცეუმის და სტუდენტობის პერიოდში შაუმიანზე დავდიოდი ბიბილიოთეკებში, ერთი საბავშვო ბიბლიოთეკა იყო, საიდანაც საბავშვო ენციკლოპედიის მე -12 ტომი გამომქონდა, იქვე ვკითხუ

პატარ პატარა ამბები

    ცუდად ყოფნა   ცრემლი უცბად რომ გადგება თვალზე, მოღუშული ხარ. ცუდად ყოფნა მძულს, მაგრამ ამეკვიატა, არ მინდა შევეჩვიო, ამიტომ ვეომები ჩემს თავს მის გასანადგურებლად და ვიხსენებ, ჩემს ცხოვრებაში მომხდარს, მხოლოდ კარგ მომენტებს, რის გამოც კარგად მიგრძვნია თავი და კიდე ისეთებს მომავალში, რომ უკეთ ვიგრძნობ თავს, აქ ცოტა ,,ვეჭედები", არ ვიცი ხვალ რა იქნება, რა მოხდება, მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკეთესი დღე გამითენდება, ხო, სწორედ ხვალიდან, დაიწყება კარგი ამბები...     ახლა საოცრად მჭირდება დადებითი ემოციები, ამიტომ ერთი წამალი მაქვს, ვეტანები მხოლოდ კარგს, ვიხსენებ მხოლოდ ბედნიერად, რომ ვიგრძენი თავი იმ მომენტებს, თუმცა, მხოლოდ მოგონებები, ვერ აღმოჩნდა ძლიერი წამალი.      შენახული ემოციები     დრო გადის სისწრაფით, ყველა თავისი გზით მიყავს. მე არ დამრია ხელი თავისით, მხოლოდ მივდევ.     ბევრი რამ მაინც იცვლება, რაც დროს მიაქვს, აღარ აბრუნებს. ახლა მინდა ეს ემოციები შევინახო, რომ მერე მაინც მოვიგონო და არ გავაქრო. - რად მინდა ? არ ვიცი რატომ ვინ