К основному контенту

Сообщения

მაკულატურისთვის განკუთვნილი ფურცლებიდან

     ფურცლები ... მაგიდა სავსეა ,  ერთი ,  ორი , სამი ... ვითვლი კიდეც , ვალაგებ,  ვინახავ .   ეს ბოლო დროა , ბევრი დოკუმენტია ჩემს ხელში, ზოგს ვხევ და ცალკე ვაწყობ, ზოგს მაწვდიან - მაკულატურაა , მეუბნებიან,  საჭიროს  ვინახავ.     ვაგრობევთ უვარგისებსაც, მერე ნერგებში გადავცვლით და ჩვენი ძველი ფურცლებით  რამდენიმე ხის გადარჩენასაც შევძლებთ , მათ მაგივრად კი  ახალ წიგნებსაც მოგვცემენ.    ოღონდ დაუთვალიერებლად არაფერს ვაგდებ, ვნახულობ რა წერია, რამე საჭირო საბუთი რომ არ გადავაგდო , ამის წინ პატარა დიალოგი ჩამივარდა ხელში , თავზე ინტერვიუ ეწერა.  ისიც მაკულატურას მივაკუთვნე , თუმცა მანამდე აქ გადმოვწერე. - გეწყინა ? - მეწყინა, კი. -არ ელოდი ? -თითქოს,  ამ პასუხს არ ველოდი , რაღაც განსხვავებულს ველოდი- თქო, მაგასაც ვერ ვიტყვი , მაგრამ ასეთს არ ველოდი.  - იქნებ უფრო ხურმობით იყო ნათქვამი ?  -შეიძლება, თუმცა , მგონი, ხურმობაშია ყველაზე მეტი სიმართლე.  -რაო , როგორ გითხრა?  -მე ვუთხრი,  როცა შეგხვდი და დაგინახე, ვერ გიცანი და ამიტომ არ ვიყავი დარწმუნებლი შენ თუ იყავი  -მეთქი,
Недавние сообщения

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ

აზროვენ ყოველთვის, როცა ფულს ხარჯავ ?

   ,,აზროვნებ ფულს ყოველთვის როცა ხარჯავ" აი, ამ წინადადებას ვკითხულობ ერთ- ერთ ბანკში , გამოკრულ სარეკლამო პლაკატზე.    გონებაში ვაწყობ, ვმართავ ლიტერატურულად, სტილისტურად ამ წინადადებას და ვხვდები, რომ მთლად სწორად ვერ წავიკითხე ან აზრი არ არის კარგად გამოთქმული, თუმცა, ამავე დროს,  მიკვირს, რომ ბანკი წერს ასეთ რამეს.    ყველაფერი კი სხვანაირად ყოფილა.      დღის მანძილზე უამრავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ, ყველა, მთელი საქართველო, ბანკებისაგან თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან, მობილურ ტელეფონებზე,  რომლებიც ფულს გვთავაზობენ სესხის სახით, მაგალითად ერთი 1200 ლარს, მეორე ბანკი 4200 ლარს მიმტკიცებს, მიუხედავად ჩემი სურვილისა, მოგვიანებით მირეკავს და მეუბნება რომ დღეს თანხის მიღების ბოლო ვადაა.  გარდა ამისა, წუთში 600 ლარამდე სესხი შემძლებია ავიღო ან ონლაინ, ადგილიდან  გასვლის გარეშე 240 ლარიდან 500 ლარამდე ფულს მთავაზობენ. აქვე, არავინ გიხსნის, რომ მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა  გაეცნო ხელშკერულებას, გაიგო რა პირობებით გაძლევს  ვალს, სესხს, კრედიტს, რ

მარტივი რეცეპტი

    გვიან შემოდგომას თბილი კერძები უხდება . ამიტომ სწორედ მადამ ბოვარის დროა ახლა . ეს, ჩემი,   მარტივი რეცეპტია, თუმცა საკმაოდ გემრიელი გამოდის. მასალად საჭიროა: კარტოფილი -2  თავი, ხახვი 1 თავი,  ბულგარული წიწაკა 2 თავი,  კვეერცხი 4 ცალი , ქათმის ფილე 500 გრამი, მაიონეზი 200 გრამი,  ყველი 200-300 გრამი, ( თავზე მოსაყრელად ) მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, 50 გრამი კარაქი ან ზეთი,  ცერეცო 1 კონა.  მომზადების წესი : მოვხარშოთ ფილე, კარტოფილი და კვერცხი.  ყველა საჭირო ინგრედიენტი დავჭრათ. საცხობ ფორმას მოვასხათ ზეთი ან მოვალაგოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, პირველად მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ხორცი, ხახვი, კვერცხი, ბულგარული, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწვანილი, მოვასხათ მაიონეზი, ფენა -ფენა შეგვიძლია ასე ავაწყოთ, ყველა ჩამოთვლილი მასალის გამოყენებით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, თავი რომ გადაიბრაწება, უკვე მზადაა.  Bon Appetit,

სალათი, წითელი ბულგარულით

      ქათმის ფილეთი მომზადებული ეს სალათი, ბულგარული წიწაკის მოტკბო გემოს იკრავს, აღსანიშნავია, რომ ტკბილი წიწაკა აქ  არც მომწვარი და არც მოთუშულია, ამიტომ  უფრო ინახავს იმ  სასარგებლო თვისებებს , რაც მას, ასე ბლომად, გააჩნია  აი რას წერენ  ,,ოჯახის მკურნალის" ვებ გვერდზე მასზე: ბულგარული წიწაკის მარგებლობა თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელი ბოსტნეულია. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ვიტამინების მრავალფეროვნება კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება-განმტკიცებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას. ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ბულგარული წიწაკის კიდევ ერ

მარჯვენა და მარცხენა

    2007 წელს, ქუთაისში, მწერალ გიზო თავაძის რედაქტორობით,  კატალოგი გამოიცა, სადაც  მხატვარ ეთერ ჩხიკვაძის ნამუშევრები შევიდა. ,, 2000 წლამდე მარჯვენა ხელით ვხატავდი, დამემართა ინსულტი, რადგან პარალიზებული გამიხდა მარჯვენა მხარე, ვხატავ მარცხენა ხელით." ამიტომ ალბომს  ,,მარჯვენა და მარცხენა" ეწოდა.  ავტოპორტრეტი    თავისი ნახატებიდან, ყველაზე მეტად, ავტოპორტრეტი მოწონს, ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო, ლექსების წერა ცხრა წლიდან: ,, ჩემი პირველი ნახატი, აღარ არსებობს, ეს იყო კედელზე შესრულებული, ღუმელთან განლაგებული, რამდენიმე ადამიანის სასაცილო ფიგურა. ბავშვობაში ვხატავდი ფანქრით, მერე ზეთის საღებავებით. ვაკვირდებოდი ყველაფერს, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მთვარეს, ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი შემგრძნებია საზოგადოების სულიერი მდგომარეობის. ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება იძლევა სხვადასხვა სურათს, საერთო ხედი, მაინც, ერთადერთია, დაკარგული ხალხი, მათხოვრები, განადგურებული, მიტოვებული უბნები, როდის იქნება მხოლოდ ღიმილი? არადა განცდა ღრმავდება, ზოგჯერ გაზვიადებულად იჟ

მოკლე და გრძელი დღეები

      შემოდგომას თავისი ხასიათი აქვს, გაზაფხულს თავისი.  ვის რა მოწონს, ეს  სხვა თემაა, თუმცა, არ ვიცი, რატომ მინდება წელიწადის დროებზე ვწერო. ზამთრის თეთრი საბურველიდან, რომ გამოვძვრებით, მერე მაშინებს ეს პერიოდი. ბუნება მიყვარს, ხეები, ყვავილები, მინდორი. მენატრება ზღვა, წარმოვიდგენ ახლა როგორ შრიალებს და რა ლამაზი ფერი აქვს, მისი დაცლილი სანაპირო კი მშვიდი და სანატრელია.   ახლა,  ისე ვარ, ყველაფერი მაშინებს, როგორ მინდა, ამ ჩემს შიშებს, მოვერიო.   ვეღარ ვკიდებ ხელს წიგნს, რომლის კითხვა წინა თვეში დავიწყე, აღარც ახალის საძებნელად შემივლია მაღაზიებში.  რაღაცნაირად მოკლე კვირის დღეები და გრძელი შაბათ- კვირები დამიდგა, გაივლის ეს დღეებიც, ეს პერიოდიც...     მაგრამ ვიცი, რომ სულში ვერ შევცვლი ვეღარაფეს.   ისევ გავუზიარებ მეგობრებს ყვავილების სურათებს.  ისევ ამეტირება გრძნობით ამოთქმულ ლექსებზე, ძებნას დავუწყებ სტროფებს, სადაც საკუთარ თავს ამოვიკითხავ და მეგონება, რომ ჩემზე  დაწერეს. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე  ისევ ისე ძალიან მეტკინება, როცა ზურს შემაქცევენ,