К основному контенту

Сообщения

Сообщения за март, 2015

ყვავილოვანი კომბოსტო

  ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების ეს წესი, საკმაოდ მარტივია.  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინგრედიენტებს და მთავარი მწვანილების სიმრავლეა, რომელთაც უნდა შეძლონ თავიანთ გემოზე გადაყვანა.       მასალად საჭიროა :   საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო,  1 -2 თავი ხახვი,   2 - 3 კბილი ნიორი,   ოხრახუში ,  ცერეცო,  ქინძი ,  მარილი და წიწაკა გემოვნებით. მომზადების წესი     ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და 10 წუთით გავაჩეროთ, დარჩეული, ყვავილოვანი კომბოსტო. ( სასურველია კომბოსტო დაჭრილი იყოს, პატარა ნაჭრებად)   შემდეგ შევწვათ  ზეთში, ასევე ზეთში მოვშუშოთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთმანეთში კარგად ავურიოთ და საკმაზად გავამზადოთ ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად ჩანაყილი, რომელსაც ასევე ავურევთ ხახვთან და კომბოსტოსთან ერთად, ბოლოს გადავაჭრათ მწვანილები. დავუმატოთ მარილი გემოვნებით.  (ვისაც არ უნდა ცხიმიანი გამოვიდეს კერძი, შეუძლია ხახვი, მოწვის გარეშე დაუმატოს)  რჩევისთვის : ,,   ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, ს

მაკარონის სამარხო სალათი

       მაკარონი,  აქ მთავარი ინგრედიენტია, ამიტომ ეს კერძი მათვისაა ვისაც ის უყვარს, მე სწორედ მაკარონის მოყვარულთა რიცხვს ვეკუთვნი.  მასალად საჭიროა : 100 - 150 გრამი მაკარონი, 2 -3 თავი, საშუალო ზომის, კარტოფილი, 200 გრამი სამარხო მაიონეზო , ერთი კონა ცერეცო , ერთი კონა მწვანე ხახვი, გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა მომზადების წესი    ღუმელზე დავადგათ წყალი მცირე ზომის ქვაბით, როცა ადუღდება ჩავყაროთ ცოტა მარილი და მაკარონი, ასევე ცალკე მოვხარშოთ გაფრცქვნილი და მცირე ზომებად დაჭრილი კარტოფილი.  მოხარშვის შემდეგ,  დავჭრათ მცირე ზომებად კარტოფილი და მოვათავსოთ თეფშზე, დავუმატოთ მაკარონი და წვრილად დაჭრილი მწვანილი, გემოვნებით შევკმაზოთ მარილით და შავი წიწაკით,  ბოლოს მოვასხათ მაიონეზი, თან კარგად მოვურიოთ.  რჩევისთვის: კერძის მირთმევა შეიძლება პურის გარეშე, არის საკმაოდ ნოყიერი. მას, ძირითად გემოს მატებს  მწვანი ხახვი და ცერეცო. Bon Appetit  

არაფრის მთქმელი, ყავიანი პოსტი

შაბათი დილის პოსტი , ყავასთან დამეგობრების.  მისი არომატით გაჟღენთილია ეს დილა.  ფოტოები , მხოლოდ ყავის.  ყავის დილიან და ყავის საღამოიან დღეებს შორის, ყავის შუადღეები და ყავიანი შეხვედრებია.  ყველაფერი მაინც მისით  იწყება , დილაც, ურთიერთობაც , მერე გეკითხებიან : - უკვე ყავაზეც დაგპატიჟა?     ელოდები და როცა მოიტანენ გრძნობ, რომ თითქოს უხერხულობა გაქრა, რაღაც შეივსო ან უბრალოდ დაგეხმარა, რადგან ზოგჯერ მას თვალს არიდებ და მისკენ აპარებ , ფინჯანის კედლებს ეთამაშები, მერე ტუჩთან მიგაქვს და სადღაც, დროის ამ მონაკვეთში, ატყუებ და ნამდვილ განცდებს იპარავ , რომ დამალო, ყავის ფინჯანში ჩამალო, ღრმად, ფსკერზე ჩაუშვა.  იქნებ მერე ამოქექო კიდეც , ახლა კი ...  ზოგჯერ კი, ყავის ფინჯანით ხელში, ოთახებში დადიხარ, ფიქრებით :  დღეები მენანება , რადგან ცარიელია.  რაა ეს,   უხილავი ძაფები, რომ ვერ მოვიშორე ,იხლართები.  საათის წიკწიკიც არ წყდება , მიყვარდეს მაინც, მისი  მოსმენა.