К основному контенту

ყვავილოვანი კომბოსტო

  ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების ეს წესი, საკმაოდ მარტივია.  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინგრედიენტებს და მთავარი მწვანილების სიმრავლეა, რომელთაც უნდა შეძლონ თავიანთ გემოზე გადაყვანა. 

   მასალად საჭიროა : 
 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო,
 1 -2 თავი ხახვი, 
 2 - 3 კბილი ნიორი, 
 ოხრახუში ,
 ცერეცო, 
ქინძი , 
მარილი და წიწაკა გემოვნებით.


მომზადების წესი 

   ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და 10 წუთით გავაჩეროთ, დარჩეული, ყვავილოვანი კომბოსტო. ( სასურველია კომბოსტო დაჭრილი იყოს, პატარა ნაჭრებად) 
 შემდეგ შევწვათ  ზეთში, ასევე ზეთში მოვშუშოთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთმანეთში კარგად ავურიოთ და საკმაზად გავამზადოთ ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად ჩანაყილი, რომელსაც ასევე ავურევთ ხახვთან და კომბოსტოსთან ერთად, ბოლოს გადავაჭრათ მწვანილები. დავუმატოთ მარილი გემოვნებით.  (ვისაც არ უნდა ცხიმიანი გამოვიდეს კერძი, შეუძლია ხახვი, მოწვის გარეშე დაუმატოს) 
















რჩევისთვის :
,,  ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ ჩ ვიტამინის სადღეღამისო დოზით. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა." (ინფორმაცია აღებულია საიტიდან  http://www.mkurnali.ge/)
 Bon Appetit    

Комментарии

  1. რა გემრიელად გამოიყურება შენი კომბოსტო, ირი. არ მიყვარს, მაგრამ იმდენი სასიკეთო თვისება ჰქონია, უნდა დავაძალო თავს.

    ОтветитьУдалить
  2. კაპუსტოს თქმა იცის ბებიამ :)))))
    რომ იცოდე როგორ მიყვარს.
    მართალი ხარ, ხახვი უმად მირჩევნია გემოთი.
    და მეც ზუსტად ასე მიყვარს, წვრილად დაჭრილი და მობრაწული და ასე მწვანილებთან ერთად.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...