К основному контенту

Сообщения

Сообщения за октябрь, 2014

წვიმს

   თითქოს აქ არც ვარ,  გარეთ კი ისე წვიიმს, გაურკვევლად  მესმის სიმღერიდან სიტყვები, ,, ჩემს გულში ... , გეტყვი როგორ მიყვარხარ ... ,   შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ ..." მგონი ნიაზ დიასამიძეა, ალბათ რადიოშია,  მე კი უფრო მაფიქრებს და სადღაც სხვაგან მიმაქროლებს. ვეყრდნობი მანქანის საზურგეს კმაყოფილი სახით და მიხარია, კიდე რომ ვგრძნობ მას,  ჩემთან ახლოს. მარის მოტკბო სურნელი ადის, მისი სუნამო უფრო მაფხიზლებს, ესენი არჩევენ ღვინოს, ვიწრო გზას,  თითქმის საათ ნახევარია მოვდივართ, არც ერთი სოფლის დასაწყისში ტრაფარეტი არ არის მოთავსებული. ვერ გაიგებ რომელი დამთავრდა, რომელი დაიწყო.    კოკისპირული წვიმაა, საქარე მინაზე გამწმენდი ხან აჩქარდება, ხანაც უფრო ნელდება. მთიდან დავეშვით, საკმაოდ მაღალზე ვიყავით, სულ მთები იყო ირგვლივ და კარგი იმერული მასპინძლობა, სოფელი თავისი სოფლის სუნით, სუფრა მეორე სართულზე, ,,ზალაში" იყო გაშლილი და მარჯვენა კუთხეს მსუქანი ,,დამკვრელი" იკავებდა, რომელიც ჭამას რომ მორჩებოდა, თითს დააჭერდა თავის სინთეზატორს და ფეხზე ადგომის გარეშე მღეროდა, რ

ჩქარი დრო

       მივეჩვიე ჩქარ სიარულს.  ვერც ვხვდები ისე ,,დავრბივარ", თუმცა დღეს ახალმა ფეხსაცმელმა მაიძულა უფრო ნელა მევლო და საღამოს, როცა გზას სახლისკენ გამოვუყევი, მარტო და ფიქრებში ჩაფლულმა ასე ,, იძულებით" ვისეირნე .   ვისიამოვნე, შემოდგომის ძალიან მშვიდი და თბილი  საღამო იყო.      დრო ისეა აჩქარებული,  ამის გამო, თითქოს გულიანად ვერაფერს ვაკეთებ არა და არ მჯერა, ნაჩქარევად რაიმე ხარისხიანი გამოვიდეს. თან კიდე, სულ რომ სადღაც ჩქარობს ყველა, ვეღარ ვიცლით ერთმანეთისთვის და მეშინია ერთ დღეს, სანანებლად არ გვექცეს ერთმანეთის გაუცხოვება, მხოლოდ ინტერნეტის იმედად დარჩენა და ამით საკუთარი თავის მოტყუება. ყველაზე მეტი ხომ ადამიანური ურთიერთობებია, რომელიც გვაბედნიერებს, გვახალისებს თუ გვასევდიანებს, ყველაზე საჭირო, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. ამ ურთიერთბებს რაც  აცოცხლებს არის საუბარი და ერთმანეთის მოსმენა, ამისთვის კი დრო ყოველთვის უნდა იპოვო ადამიანმა.    თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე სევდიან მუსიკას ვუსმენ ამ ცხოვრებიდან და მამძიმებს. ხან ვფიქრობ, დადგა დრო, მო

ბლინები

   ბლინები, ეს ის საყვარელი სასუსნავია, რომელსაც ჯერ კიდევ, ღრმა ბავშვობიდან ვაკეთებ, თუმცა კარგი  იშვიათად გამომდიოდა. ახლა უკვე გამომდის.    მათი მომზადებისას  გასათვალისწინებელია დრო. არ ღირს მაშინ დაიწყო ,,ბლინობის მოწყობა" როცა მცირე დრო გაქვს,  მასალად საჭიროა : კვერცხი 2 ცალი , ცოტა მარილი და შაქარი, ზეთი ნახევარი ჭიქა, ვანილის ერთი შეკვრა რძე (წყალი) დაახლოებით ერთ ლიტრი, სოდა ნახევარი ჩაის კოვზი, ფქვილი დაახლოებით 500 გრამი მომზადების წესი     ავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ მარილი და შაქარი, ჩავასხათ რძე, თუ კი რძე არ  აღმოგვაჩნდება შეიძლება მისი წყლით ჩანაცვლება,  დავუმატოთ სოდა,  ნელ- ნელა დავუმატოთ ფქვილი და თან ვთქვიფოთ, რომ მოასწროს გახსნა, უნდა იყოს საშუალო ზომის მასა არც თხელი, თორე დაიკრავს და სქელიც სასურველი არ არის,  დავუმატოთ ვანილი და ნაწილი ზეთი, ხოლო ჭიქაში ჩავტოვოთ მეორე ნაწილი, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ ტაფაზე მოსასხმელად.    გავაცხელოთ ტაფა, მოვასხათ ზეთი, ტაფა კარგად რომ მოიწვება, ზეთი შეგვიძლია გადავასხათ, ავიღოთ ღრმა კოვზი და და

დუნე დღე

     ნაშუადღევია უკვე.  16:27 საათია   ძირითად საქმეს,  რომ მოილევ და ჩამოწოლილ მოწყენილობას გრძნობ. ვეღარ ვაგრძელებ საქმეებს, რომლებიც ჩემს მაგიდაზე ფურცლების გროვად  იქცა.  ჩემი რვეულის წინა გვერდი, ბარსელონა  დახეულია, როცა ვშლი მაშინ უფრო არ მომწონს, ისე ფოტოც შენარჩუნებულია, დროშაც და წარწერაც. მას ხშირად ვიყენებ, შედარებით იშვიათად მეორეს, ამიტომ უფრო უკეთ გამოიყურება ლონდონის წითელ სატელეფონო ჯიხური და ომნიბუსი. იქნებ როდესმე წავიდე ან ლონდონში ან ბარსელონაში, როცა ვყიდულობდი ამ რვეულებს, ჯერი მათზე, წინა გვერდების გამო შევაჩერე.  უფრო ლონდონში მინდა.   ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მჭირდება სტიმული,   სტიმული თუ ხალისი? არ ვიცი რომელი სიტყვა უფრო შემეფერება ახლა.  უფრო ენერგია მინდა რაც დამაბრუნებს აქ,  ამ სამყაროში, ამ ოფისში.    ზოგჯერ მომწონს ,,საგანგებო" სიტუაცია რომ იქმნება, ბევრი ქაქანი. ჩნდება პრობლემა, რომლის გამოსავალი შენ იცი, რაღაც გამოცოცხლებას გავს ახლა ეს ყველაფერი.    ჩვენს სივრცეში სიმშვიდეა, ისე არ ვართ განებივრებული ასეთი მშვიდი დღეებით, წინა სივრცე

9 ოქტომბერი

     სამსახური მაქვს ისეთი, სადაც ბევრი სახელის და გვარის დამახსოვრება მიწევს და  მგონია, რომ ამან შეიწირა ჩემი მახსოვრობის უნარი. ზოგიც ისეთი უცნაური სახელი ან გვარია ან კიდე კომბინაციაშია უცნაური, სახალისო, ხანაც გამაოცებელი.        დღეს უაზროდ,  ხმამაღლა ვიმეორებდი სიტყვებს:  ხვალ 9 ოქტომბერია, ხვალ 9 ოქტომბერია -თქო, მერე დავფიქრდი,  ხომ არაფერი ხდება?   არც არაფერი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე, რომ ვთქვი 9 ოქტომბერია- თქო, ყურადღება არავის მოუქცევია და მევე შემრცხვა. ან კი  რა შუაში იყო?! ისე კარგი ციფრია ცხრა. თუ გადმოაბრუნებ 6 გამოვა, ექვსი კი არც ისე  კარგი ციფრია მგონი.  ეს კი  ცხოვრებას გავს, სადაც ყველაფერი კარგადაა და მეორე მხრიდან თუ დააკვირდე არც არაფერი არაა კარგად ანუ ყველაფერი ცუდადაა.  ,,ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. "  გალაკტიონი.           დღეს სამსახურში ფურცლებს ისე ვალაგებდი, როგორც მაღალი მარჩიელი აწყობს კარტებს. მარჩიელი რატომღაც მაღალი წარმომიდგენია, მაღალი და ხმელი, რომელსაც სახე უბრწყინავს ბევრი ტონალური კრემით  და

მეგონა

     მაინც მეგონა, რომ იყო აქ, სადღაც, შენი ადგილი, ჩემს შორი-ახლოს. მართლა მეგონა, მერე კი მივხვდი,  აღარ აღმოჩნდა.  თავიდან უფრო უგუნებობა დამჩედა ამის გამო. თა ვი დან უფრო...    ზოდიაქოს, გადმოქექილი, ფურცლებიდანაც  გამცნობდნენ ხასიათებს, თუმცა რად გინდოდა?!    არ ი ც ი. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე    დავიწყება არც ისე რთულია. დავიწყება არცაა საჭირო, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო, უბრალოდ.  ზოგჯერ ეს არ გინდა, არეულობას შეეჩვიე და გირჩევნია. დამშვიდების კი გეშინია.   ხანაც სასაცილოა, როცა ვიღაცას ამგვანებ და ამ დროს,  არცაა და კიცაა ...

შემოთენება

    ჩემი ცხოვრება, როგორც ქვიშა თითებს შორის, ისე მებნევა, ცარილე ხელებს დავყურებ და ვეღარ ვუძლებ შემოთენებას.   შენზე მინდოდა მომეყოლა, გული მეჯერა,  გადავიფიქრე...   წარმოვიდგინე რა სასაცილო ვიქნებოდი, როცა ვიტყოდი აბსურდულ სიტყვებს შენზე. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე