К основному контенту

Сообщения

Сообщения за август, 2013

ფოთი

     მახსოვს ჩემს ბავშვობაში,  ბიცოლა მუშაობდა  საფიჩხიის  ბიბლიოთეკაში, რომელიც ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული, ხანდახან ვსტუმრობდით ხოლმე და განსაკუთრებით დამამახსოვრდა გუმბათის ნაწილი, რომელიც სულ რკინის თაროებით იყო სავსე, ზედ კი წიგნები ელაგა. მაშინ, კომუნისტურ საქართველოში ჩვენი ეკლესიების ბედი იყო ასეთი. დარბეულ ტაძრებში სხვადასხვა დაწესებულებებს ათავსებდნენ. ახლა იქ ამაღლების სახელობის ტაძარია.     ფოთის ტაძარში კი თეატრი ყოფილა განთავსებული. მერე ბევრს დაობდნენ თეატრის მესვეურნი და ეკლესიის წარმომადგენლები,  რომ დაებრუნებიათ ეკლესია, რომლის აგება  ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მერობის დროს დაწყებულა და 2000 მრევლი უნდა დაეტია, თუმცა  მის შემდეგ ბევრჯერ გადაუკეთებიათ. დღეს ძალიან დიდებულია ეს ტაძარი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ის მაშინდელ კონსტანტინეპოლში მდებარე  აია სოფიას ტაძრის მსგავსია, რომელიც ჯერ არ მინინახავს, თუმცა ვგეგმავ ახლო მომავალში ვესტუმრო მეზობელ თურქეთს.   ის ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ულამაზესია , დიდიებულია , მომნუსხველია - ასეთი ეპითეტებ

აგვისტოს მიწურულს

               ზაფხული თითქმის გავიდა.    ,,ნამდვილი"  ზაფხულის თვეა აგვისტო, ჩვენს  ქალაქს ეტყობა ეს თვე, ყველაზე მეტად დაცლილია ამ დროს. მე კი ის პერიოდი მიყვარს, როცა შევსებას და გამოცოცხლებას იწყებს. არა და აგვისტო არის ბევრი ბოდიალის დრო, არც მთა, არც ზღვა რომ არ უნდა დატოვო ისე, რომ არ მოიარო.  მეც მიყვარს აგვისტოში ქალაქიდან გასვლა.  წელს ასე არ გამოვიდა. სექტემბერში გადავდე.  მანამდე კი ...     დილით, სამსახურში რომ  მივედით თანამშრომელები, წერილი დაგვხვდა მაგიდაზე:  ,,ცოლი გარდამეცვალა და ჟალუზებს მიხედეთ თქვენ თვითონ ცოტა ხნითო" - დარაჯი გვწერდა. შემეცოდა,  მოხუცია და მთელი იმედი იყო  ალბათ მისთვის მისი ცოლი. მერე  ის ფურცელი მთელი დღე ფრიალებდა ჩემი მაგიდის კუთხეში, რატომღაც გადაგდება ვერავინ შეძლო.        კარგად ყოფნისთვის ადამინს რა ცოტა ჭირდება. დილით ნინომ ყავა ამიქაფქა და მომართვა, თავი ბედნიერად ვიგრძენი, მისი ზრუნვა მესიამოვნა. ბედნიერება ყველაფერშია- თქო მაშინ ვიფიქრე, უნდა დაინახო უბრალოდ ის და დააფასო, თან შეირგო. ამ ბოლოს დავაფიქსირე, რომ

რაჭული ამბები

    მომენატრა მთები და მთებიდან ამდგარი ნისლები .      რაჭა მომენატრა.      შარშან სოფლიდან, რომ ჩამოვედი თამარმა მომწერა: ,,ბლოგზე რაჭის ამბებს ველოდიო". ალბათ, მაშინ არ მსურდა რამე დამეწერა რაჭაზე, თუმცა ახლაც, ახალი რა უნდა ვთქვა მასზე, ყველამ იცის მისი საოცარი ჰაერი, წყალი და ბუნება (როცა ახალი დაბრუნებული ვარ რაჭიდან, განსაკუთრებული ჟანგის გემო აქვს აქაურ წყალს და კარგა ხანს მიყვება ეს გემო, სანამ არ შევეჩვევი.) თამარის ნათქვამი მის მერე ჩამრჩა და აი, დღემდე მომყვება.     სოფლის მოგონება უფრო ბავშვობას უკავშირდება, ახლაც ჩამესმის გზაზე მიმავალი ურმის ხმა, მალე, დაცლილ სოფლებში, ეს ხმა სანატრელი იქნება ალბათ. მახსოვს ბაბუაჩემს ცალუღელა ურემი და ერთი ხარი ყავდა, რომელსაც კვირია ერქვა, სახელი მის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, კვირას დაბადებულა. ხბოს ბუცუცქელა ერქვა, ეს სახელი კი რით დაიმსახურა იმ ხბომ, ნამდვილად არ ვიცი. ის კი ზუსტად ვიცი, სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახში მეურნეობა აღარ გაგრძელდება, თან ისე, რომ ხარს კვირის დღეები, ხბოებს ასეთი უცნაური სახელები დაარქვან,