К основному контенту

აგვისტოს მიწურულს

       

       ზაფხული თითქმის გავიდა.
   ,,ნამდვილი"  ზაფხულის თვეა აგვისტო, ჩვენს  ქალაქს ეტყობა ეს თვე, ყველაზე მეტად დაცლილია ამ დროს. მე კი ის პერიოდი მიყვარს, როცა შევსებას და გამოცოცხლებას იწყებს. არა და აგვისტო არის ბევრი ბოდიალის დრო, არც მთა, არც ზღვა რომ არ უნდა დატოვო ისე, რომ არ მოიარო.  მეც მიყვარს აგვისტოში ქალაქიდან გასვლა.  წელს ასე არ გამოვიდა. სექტემბერში გადავდე.  მანამდე კი ...

    დილით, სამსახურში რომ  მივედით თანამშრომელები, წერილი დაგვხვდა მაგიდაზე:  ,,ცოლი გარდამეცვალა და ჟალუზებს მიხედეთ თქვენ თვითონ ცოტა ხნითო" - დარაჯი გვწერდა. შემეცოდა,  მოხუცია და მთელი იმედი იყო  ალბათ მისთვის მისი ცოლი. მერე  ის ფურცელი მთელი დღე ფრიალებდა ჩემი მაგიდის კუთხეში, რატომღაც გადაგდება ვერავინ შეძლო. 
 
    კარგად ყოფნისთვის ადამინს რა ცოტა ჭირდება. დილით ნინომ ყავა ამიქაფქა და მომართვა, თავი ბედნიერად ვიგრძენი, მისი ზრუნვა მესიამოვნა. ბედნიერება ყველაფერშია- თქო მაშინ ვიფიქრე, უნდა დაინახო უბრალოდ ის და დააფასო, თან შეირგო. ამ ბოლოს დავაფიქსირე, რომ ხშირად ლაპარაკობს დედამისზე, მის თვისებებზე, ჩემთვის ვფიქრობდი, ალბათ ენატრება,  საზღვარგარეთაა და კარგა ხანია არ უნახავს.
    ის პატარა ასაკში არ დაუტოვებია დედამისს, თუმცა, მე ოტია იოსელიანის ნათქვამი მახსენდება ყოველთვის ,,10 წლის მერე ვიგრძნობთ უდედოდ გაზრდილ თაობასო." ჩვენს ქვეყანაში, ხომ ბევრია ისეთი ვინც სწორედ მაშინ  დატოვეს და წავიდნენ საზღვარგარეთ, ყველაზე მეტად, რომ ჭირდებოდა მშობლის ყურადღება და დააკლდა ის მთავარი, რასაც ვეღარ აუნაზღაურებს ვეღარაფერი.

   საღამოს უფრო აგრილდა, დღეს არ უწვიმია, თუმცა ამ ზაფხულს უფრო მეტად წვიმდა. აღარ მინდოდა გასეირნება და ბოდიალობები და პირდაპირ სახლში წამოვედი. თან მშვიდი საღამოც გამომივიდა, ზედმეტი ფიქრების გარეშე. საკუთარ თავთან ,,რაღაცეებს" რომ გაარკვევ ისეთი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...