К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2013

ჯადოსნური ღამე

   ახლა ვფიქრობ, რა იყო ეს?       და პასუხიც მაქვს- რა იყო და, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის მოსვლას სიახლეს ვუკავშირებდი, ჯერ კიდე, ცოტათი მჯეროდა კიდეც ჯადოსნური ღამის არსებობის, მერე იყო პერიოდები, როცა ჩემი გოგობი გადმოცქრიალდებოდნენ და მერე მათთან გადავდიოდით, ერთად ვმხიარულებდით.      წლები გავიდა, მათი ცხოვრება გაივსო, გაიზარდა, ყველა წავიდა თავ- თავიანთი გზით, მე კი, ეს ბოლო პერიოდია უცნაური შეგრძნება დამსდევს, სადღაც რომ ჩარჩები, წლები რომ არ გასულა, დრო რომ გაიყინა ერთ ადგილზე, მაგრამ ძველს, რომ ვერ აბრუნებ მაინც- აი ასეთი.    თითქოს არ მინდოდა ძველი წლის წასვლისა და ახალი წლის მოსვლის მომენტი დამეკარგა, ამიტომ თორმეტს  20 , 15 წუთი , რომ დააკლდებოდა სასწრაფოდ დღიურს გამოვიტანდი და წერას ვიწყებდი, ძველისა და ახალის გასაყარზე წარსულს ვაფასებდი და ახლის იმედებს და სურვილებს ვინიშნავდი, ერთმანეთის გვერდით იყო 2006,2007,2008,2009, 2010 წლები, მერე ერთხელაც გადავაგვდე ის დღიური, დღეს აღარ არსებობს, ის ჩანაწერები , ვერც გავიხსენებ, ალბათ ტყუპი დებივით გვანდნენ ერთმ

წლის ბოლო ამბები

     აზრებს რომ ვერ უყრი თავს, ისეთი რამე მჭირს ახლა, არა და სათქმელი ყელში  მებჯინება, მახრჩობს და ახლა რომ  არ ვთქვა, მერე უთქმელობა შემაწუხებს.     ბევრი რამე დაგროვდა: უარყოფითი, დადებითი ემოციები აირია ერთმანეთში.   დღის ბოლო ცუდად დამთავრდა.    გასამხნევებელი სიტყვები არ არსებობდა,  დედამთილი ახლდა ჩვენთან რომ მოვიდა-ოფისში, შვილი და კიდე ვიღაც ქალი მოყვა,  კარგი საჩუქარი გაუკეთე შვილსო- ესაყვედურებოდა .     აუქციონის გზით მათი ქონება სხვამ იყიდა. ეს, მისი ვალისთვის მეორე ქონება იყო, რაც აუქციონზე გავიდა.  ჩვენგან ინფორმაცია უნდოდათ მყიდველზე, რომელთანაც  შეთანხმებას გეგმავდა, რაზე ან როგორი სახით ჯერ არც იცოდა.      მე მათ წერილობით პასუხს ვამზადებდი და თან ვფიქრობდი- რა რთულ სიტუაცაში შეიძლება აღმოჩნდე ადამიანი, თუმცა დრო გავა, ეს ამბავი ცუდ მოგონებად დარჩება, მაგრამ მის რეაბილიტირებას მაინც შეძლებ, ან უნდა შეძლო!  გევალება, გაძლიერდე ფსიქიკურად ისე, რომ  ის, რაც მატერიალური ზარალია  მაინც აღადგინო და არ გადააყოლო შენი მთელი ცხოვრება. ერთხელაც დაივიწყო, ისწავლო შეცდომ

სუსხიანი დეკემბერი

   12.12.2013     წელს უფრო მკაცრი ზამთარი დადგა, ვიდრე წინა ორ წელს იყო, ამიტომ და კიდევ, უფრო, ქართული ხასიათის გამო მოუმზადებლები დავხვდით ხალხიც და ქალაქიც, რადგან ისე ძალიან გაუჭირდათ ამ პატარა თოვლთან გამკლავება, ფეხით მოსიარულეთა ბილიკებს არ წმენდენ მაინც არასოდეს, არც ტექნიკა ეყოთ, არც მარილი, მოყინულ გზაზე მოსაყრელად, მხოლოდ ჟურნალისტებთან  კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და ყველაფერი კარგად იყო და როცა მთელი ქვეყანა (ქალაქი) ამ სიტყვებს ისმენდა უკან ჩაბნელებული ქალაქი ჩანდა.     დღეს დილით 0 გრადუსი, შემდეგ ალბათ +1 თუ იქნებოდა, ციოდა , ყინავდა.      ახლაც ყინავს ...      მე კი ინტერნეტში თოვლიანი ბათუმის სურათებს ვნახულობ, სადაც უფრო დიდი მოთოვა ვიდრე ჩვენთან და ძალიან მინდება იქ ყოფნა,  მის პატარა ქუჩებში სეირნობა, მერე მიტოვებული სანაპიროს ნახვა და პორტი,  ულამაზესი იქნება ფანტელების ფონზე, და თან, ალბათ, ასეთი ფიქრები მექნებოდა:      არც ღირდა მეფიქრა მასზე და მაინც მეფიქრებოდა.    არც სხვისი აზრი იყო მნიშვნელოვანი. გგონია, რომ ასეთ დროს, სიმა

დეკემბერი

       წელიწადის ყველა დროს თავისი, გასაოცარი სილამაზე გააჩნია, თუმცა მე ზამთარი უფრო მიყვარს ვიდრე ზაფხული, სიცივე ძალიანაც არ მაშინებს, ცხელი ყავა და ბევრი ღიმილი უდრის ბედნიერებას. მგონი არც ღირს იფიქრო, რომ ამაზე მეტია ბედნიერება, ახლა შორსაა და ერთ დღეს მოგაკითხავს, ასეთ ლოდინში წლები ისე გავიდა ბოლო-ბოლო მივხვდი, რომ ასე არა ყოფილა.    ახალი წლის განწყობა ნოემბერში ნელა -ნელა და   დეკემბერში სრულიად მიპყრობს,   ყველაფერს რომ მხიარული იერი ეძლევა, ეს მიყვარს და დიდი და სერიოზული ადამიანები, დიდი და სერიოზული მონდომებით, რომ არჩევენ პატარა სათამაშოებს,  საყვარელ თოვლის ბაბუებს, დაფიფქულ ნაძვის ხეებს, საახალწლო სუფრის მოსართავებს ეს მაღიმებს.      მე კი ვცხოვრობ ქალაქში, სადაც არ არის დიდი არჩევანი, სადაც ყოველ წელს ერთსა და იმავე ნათურებით რთავენს ქუჩებს, უკვე მერამდენე წელია ძველ  ნაძვის ხეს დგამენ, რომელიც მე საოცრად არ მომწონს არც საახალწლო ფილმის ნახვა შეგიძლია კინოში, დიდი ეკრანზე , კინოდარბაზის არ არსებობის გამო, არც ქალაქის კულტურული ცხოვრება გამოირჩევა  საახალ

უნდა გაუძლო

ზოგჯერ ძალიან საჭიროა გაუძლო .  გაუძლო რაღაცას...  მაგალითად:  დროის გასვლას, მოწყენას,  შეცდომის გადატანას, ცუდ ხასიათზე ყოფნას- უჟმურობას, მარტოობას, შენთვის არასასურველ გარემოში ყოფნას, რიგში დგომას, მონატრებას, ტკივილს,  უკეთესის მოლოდინს, ( საერთოდ რაიმეს მოლოდინს) ,სიკვდილს... საჭიროა, ასეთ დროს, საკუთარ თავში მოძებნო ძალა , რომ გაუძლო.  ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება, შენ კი გრჩება განცდები, ცუდი ემოციების.   მიყვარს პერიოდი, ამ ნარჩენებს, ბოლოს რომ ახვეტ, ვარდისფერი აქანდაზით და ჭრელ  ურნაში გადაუძახებ, სადაც ზუსტად იცი ხელს არასოდეს ამოურევ, რომ ამოძებნო.

მკერავის ოთახი

     დაახლოებით ერთი სათია ვზივარ მკერავის ოთახში, რომელიც ჩემს კაბას ჯერ თავიდა არღვევს და მერე ისევ კერავს. სათავეს ამაგრებს, შლის, ბოლოს ისევ მაგრატლით აჭრის ზედმეტ ძაფებს. მაწოდებს, ცდილობს ტანზე მომარგოს, მგონი უფრო მოკლე გამოდის, ვიდრე ველოდი, ვიწროც, თუმცა დიეტა კვლავ აქტუალურია ჩემთვის, ამიტომ მაგას არაუშავს. სათავე აშკარად შეცდომითაა, ერთმანეთს არ ემთხვევა, ჭრა -კერვის პროცესი ისევ თავიდან იწყება. მოთმინებაა საჭირო.     მდუმარებაში ჩაძირული ვეღარ ვსაუბრობ, მეც ძაფებით ვარ სავსე, ეს თეთრი ბიჭია , შავიც , მწვანე აღარ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, დღეს ისეთ ხასიათზე ვარ ყველას ერთად ვიშორებ, ვრჩები მარტო მკერავის ოთახში, სადაც არ ჩერდება საკერავი მაქანის ზუზუნი. ,,ძველი ზინგერი უკეთ მუშაობს, ახალი გაფუჭდაო" წუწუნებს. მეც ვეთანხმები, ჩანთაში ვიქექები, რომელშიც ძლივს ეტევა საფულე, ხელსახოცი, სავარცხელი,  ,,ბლოკნოტი", რომელშიც უამრავი ჩანაწერი მქონია, ზოგი ისეთი ძველია ვეღარ ვიხსენებ,  უამრავი ფურცლები დამგროვებია, აქვეა დიეტები, კექსის რეცეპტი, ზოგი უკვე უსარგებლო ინფორმა

მოგონებები

   დაღლილ სახეზე ხელებს იფარებ და მალავ თვალებს, პირს, გამომეტყველებას, ხასიათს. ჰაერს ემალები, რომელიც გეხება.       მოგონებებს არა აქვთ გზა, გარდა წარსულისა, მომავალი მათ არ უწერიათ.  მიიკუჭებიან სადღაც გადაკარგულ სამყაროში და როცა გგონია თავისთვის არიან,  აღარავის ახსოვს მათი არსებობა, მაშინ ამოტივტივდებიან ისევ ზედაპირზე, იწყებენ თავიდან ,, ბორიალს", აგიღერღავენ მოსაყოლს, სათქმელს ისე, რომ ვერ გებულობენ სად თავია და სად ბოლო.    არ არის კარგი, რომ მათი მოკვლა არ შეგიძლია და გგონია მკვლელი ვერ გახდები. ფიქრის სამყაროდან ვერ დევნი , მდევარი ვერ ხდები, ცხოვრობ მათთან ერთად ამიტომ. ზოგჯერ ფიქრობ, ზედმეტ ხიზნებთან ერთად, ზოგჯერაც კი, ისე შეხმატკბილებული ხარ, სხვანაირად ვერც აეწყობოდი.      და მაინც გჯერა მათი არსებობის საჭიროების, რომ შემთხვევით არ იყვნენ ისინიც, თუმცა რა დაგიტოვეს ამას ჯერ ვერ ხვდები ან ხვდები და არ უმხელ თავს, თუ ვერ...      იქნებ არ ღირდა გახსენება, ახლა და ამის. ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი ფერკმთალდება მოგონებების ,,ბურუსში". შემთხვევით არა

,,ცხოვრება მშვენიერია" ღია წერილი მარისგან

Mari Pkhakadze La vita è bella вы можете себе представить как я живу? можете себе представить когда всё и все вокруг чужое? вы можете смеяться каждый день, когда хочется рыдать? вы можете смешить людей, чтобы им было хорошо, даже если после этого они назовут вас сумасшедшей? вы можете терпеть ревность, который лишен смысла? вы можете дышать вонючим воздухом? вы можете работать почти без выходных за смехотворную зарплату? вы можете быть рядом с чужой Матерью, когда ваша собственная давно без вас? вы можете слышать тиканье часиков в места сердцебиения? вы можете терпеть, когда ваше сердце больше не стучит и вы слышите толка тикание часиков? вы можете спать в постоянном шуме холодильника и наполовину открытом диване? вы можете дарит любовь и теплоту людям, которые считают это вашим долгом, потому что они вам платят зарплату? вы можете быть в дерьме и в прямом и в переносном смысле и говорит что всю хорошо? вы можете праздновать чужие праздники, поздравлять всех и всё в

გულის ხმა

   ჩემი ნოემბერი როგორია იცით? ძალიან თბილი, ცხელი ქაფქა ყავით და  ლიმონიანი ჩაით გაჯერებული,  შებინდებისას ბევრი სეირნობებით სავსე, ფეხებში გამხმარი, ფერადი  ფოთლების ხრაშუნით.    აღარ ვაგრძელებ კამათს, აღარ მაინტერესებს რას ამბობენ ან რას იტყვიან, ვდგები და მივდივარ.     მიყვარს ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებები და არავინ თქვას რომ ნაუცბათევია, მე ვფირობ, რომ პირიქით, ბევრი ფიქრის შედეგია, როცა ფიქრობ ეს გზა აირჩიო თუ ის გზა. მერე ფიქრი გბეზრდება, თუ თავი გტკივდება ან ხვდები, რომ მაინც ვერ გადაწყვეტ რომელი? დგები და მიდიხარ იქ, საითკენაც გული უფრო გექაჩება. გულის ხმა ყველაზე კარგი ხმაა ალბათ, საკუთარ თავთანაც გამართლებული, გავყევი გულის ხმას? ყოველთვის არა და  დავრჩი გულდაწყვეტილი.       იცით რაზე ვფიქრობდი დღეს? რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამქვეყნად უსიყვარულოდ , ნეტა ბევრი თუ ცოტა ? თუ არავინ ?  მგონი არავინ. თუმცა, ვიღაც ხომ მაინც უყვართ, ადამიანი ან თავის კატა ან ძაღლი , რა ვიცი ვიღაც ხომ უყვართ!    რა მნიშვნელობა აქვს სხვას ვინ უყვარს, თუმცა დღეს ვფიქრობდი ერთ  ქალზე,

მაშინ, როცა მსოფლიოს შეცვლაზე ოცნებობენ

    როგორ ფილმებს  იღებენ ახლა?  მსოფლიოს შეცვლას ცდილობენ მთავარი გმირები და ასეთი ადამინები არიან დღეს ალბათ ,,გმირებიც", მე კი მსოფლიოს შეცვლაზე არასოდეს მიოცნებია, მასე შორსაც არ წავსულვარ, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების შეცვლა, რომ მომინდომებია, ისიც კი, გამჭირებია, უფრო სწორი იქნება ვთქვა,  არ გამომსვლია, თუმცა იყო მომენტები როცა  რაღაც შევცვალე ჩემში, ეს ხასიათს შეეხებოდა და  შევძელი გადაბიჯება, რაც ცუდი აღმოვაჩინე საკუთარ ხასიათში დავამარცხე, ოღონდ ზოგიერთი, ზოგს ახლაც ვებრძვი. რაც შეეხება ფილმებს, დღეს მოვკარი ყური ტელევიზორში, ამ  კინოს არც სათაური ვიცი, არც რეჟისორი უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, მხოლოდ ეს გავიგონე, ერთ-ერთ გმირს, რომ ეუბნებოდნენ: შენ  მსოფლიოს შეცვლა გევალებაო და მერე ვფიქრობდი მაგაზე.       არა და იღებდნენ  ფილმებს, სადაც ადამინის ხასიათი იყო  ნაჩვენები, მისი მანკიერი მხარეები და ადამიანში თავმოყრილ სიკეთეს და ბოროტებას წარმოაჩენდა რეჟისორი, ახლა კი, ორი მხარე ცალ-ცალკეა  წარმოდგენილი კეთილი და ბოროტი. კეთილი მსოფლიოს ცვლის და ბოროტისაგან, რომელიც ხელს უ

Heloo October და ახალი იდეებს

    ოქტომბერი რა სხვა თვეა და კიდე უფრო განსხვავებულია ნოემბერი, რომელიც ძალიან მიყვარს, რითიც მგონი ყველას ვაოცებ, რადგან მას, მხოლოდ ცივ და მოსაწყენ თვედ აღიქვამენ. მე კი მიყვარს მისი მოკლე დღეები, ადრიანად შეღამებულზე სეირნობა და ნაადრევი საახალწლო სამზადისი.   სახლშიც ადრე შებუზვა , თბილის ძებნა დასალევად მოსახვევად, საყურებლადაც.   ჩემი საძინებლის ფანჯრიდან დიდი ნაძვის ხე ჩანს.  იქ კი ყვავები ბუდობენ, დილით მათით ვერთობი,  ვუყურებ, როგორ ფრთხიალებენ მის ტოტებზე, მსუბუქ ტოტებზე ქანაობა რომ მოწყინდებათ მეორე ნაძვს მიაშურებენ.       მიყვარს, როცა  ქალაქებში ბევრი სიმწვანეა, დიდი ხეები, გამწვანებული გაზონები, ბევრი სკვერები, ოღონდ მოვლილი, ადამიანის ხელი რომ ეტყობა ყველაფერს, და არა, ასე, ველური სახით, უმრავლეს შემთხვევაში, რომ არის ჩვენთან. ასეთ დაბინძურებულ გარემოს ხელი ცოტათი მაინც, რომ შევუწყოთ.   პირველად მომინდა პარტიაში გაწევრიანება, სიამოვნებით შევუერთდი მწვანეთა პარტიას და  ვაპირებ მივიღო აქტიური მონაწილეობა მათ საქმიანობაში. მოვიძიე ინტერნეტში და აღმოვაჩინე, რომ

19 სექტემბერი

     სხვისი ბლოგების კითხვა მიყვარს, ყოველთვის რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულს ვკითხულობ, სულ ახლახანს ,,გამომცხვარს ვეახლები", დღეს კი, რატომღაც, ორი წლის, ექვსი თვის და ასე, დიდი ხნის წინ ,,დადებული" პოსტები ვეძებე, ვიკითხე, ვიქექე, რომ ჩემი გამხსენებოდა, რაღაც გარდასული, დამთავრებული ისევ დამწყებოდა, ისევ გამხსნოდა.          რატომ?  არ ვიცი.     მანჩო გავაცილეთ თურქეთში, მაგისტრი გახდა, გამიჭირდა განშორება, მივეჩვიეთ ერთმანეთს და მერე დაშორება რთული იყო. ვიხსენებდი დროს, პირველად რომ მოვიდა ჩვენთან, არ ვიცნობდი და დიდად არ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა, მერე პირიქით, მივეჩვიე და შემიყვარდა, წითელი თმებიანი, მხიარულ თვალებიანი.  მხოლოდ მას, რომ  ახასიათებს, ძალიან სასაცილომდე მისული-გულმავიწყობა. დამენანა ეს დაშორება. თვითონ კი, ეჭვებში იყო, ,,წავედი და დამივიწყეთ უკვეო", არადა,  ასე ადვილად ადამიანებს ვერ ვივიწყებ. ახლა მენატრება ძალიან პრანჭია და საყვარელი.   რაც არ უნდა დაღლილი და ცუდ ხასიათზე ვიყო, სახლში რომ შემოვდივარ, თითქოს ყველაფერს ვტოვებ ზღ

შემოდგომისფერ საღამოს

   მწარე გამოდგა ჩემი ჩაი და ვეღარ დავლიე.     შემოდგომისფერ საღამოს და მას ერთი გემო აქვთ, თითქმის.    სიყვითლე კი ჯერ არ მოდებია სამყაროს.  შემოდგომა,  ხომ ახლა იღებს გეზს.      კურსელთან საუბარში გავატარე მთელი საღამო. მეგობრები არ ვყოფილვართ. არც ახლა ვართ, მაგრამ სოციალური ქსელები ვის არ შეგახვედრებს და ვისთან არ გასაუბრებს,  ისე კარგად არ ვიცნობ მას, რომ აქ მასზე დავწერო და სიმართლე იყოს, არ შევცდე. თან კიდევ, მგონია, რომ არ მახსოვს ეს ადამიანი. ვერ ვიხსენებ მის თვისებებს. ხომ არსებობობენ შეუმჩნეველი ადამიანები, ალბათ ერიდებოდა მისი აზრის გამოთქმას, ლექციებზე არ აქტიურობდა და შესაბამისად არ დამამახსოვრდა. რომ ვაკვირდები ადამიანი მუდამ ლაპარაკობს თავის ტკივილზე. სულ ადვილი გამოსაცნობია მისი საწუხარი, თუ დაუკვირდები მოკითხვის შემდეგ პირველი კითხვაც ისაა, რაც მას აწუხებს. ამიტომ, მე ვიცი მისი ნომერ პირველი პრობლემა ახლა.  სიტყვას კი, უდიდესი ძალა რომ  აქვს, ამაზე მამაოსთანაც ვისაუბრე, ამიტომ მინდოდა ჩემს სიტყვებს სიმშვიდე მოეტანა მისთვის.       მეგობრებთან სოციალური ქსე

ფოთი

     მახსოვს ჩემს ბავშვობაში,  ბიცოლა მუშაობდა  საფიჩხიის  ბიბლიოთეკაში, რომელიც ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული, ხანდახან ვსტუმრობდით ხოლმე და განსაკუთრებით დამამახსოვრდა გუმბათის ნაწილი, რომელიც სულ რკინის თაროებით იყო სავსე, ზედ კი წიგნები ელაგა. მაშინ, კომუნისტურ საქართველოში ჩვენი ეკლესიების ბედი იყო ასეთი. დარბეულ ტაძრებში სხვადასხვა დაწესებულებებს ათავსებდნენ. ახლა იქ ამაღლების სახელობის ტაძარია.     ფოთის ტაძარში კი თეატრი ყოფილა განთავსებული. მერე ბევრს დაობდნენ თეატრის მესვეურნი და ეკლესიის წარმომადგენლები,  რომ დაებრუნებიათ ეკლესია, რომლის აგება  ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მერობის დროს დაწყებულა და 2000 მრევლი უნდა დაეტია, თუმცა  მის შემდეგ ბევრჯერ გადაუკეთებიათ. დღეს ძალიან დიდებულია ეს ტაძარი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ის მაშინდელ კონსტანტინეპოლში მდებარე  აია სოფიას ტაძრის მსგავსია, რომელიც ჯერ არ მინინახავს, თუმცა ვგეგმავ ახლო მომავალში ვესტუმრო მეზობელ თურქეთს.   ის ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ულამაზესია , დიდიებულია , მომნუსხველია - ასეთი ეპითეტებ

აგვისტოს მიწურულს

               ზაფხული თითქმის გავიდა.    ,,ნამდვილი"  ზაფხულის თვეა აგვისტო, ჩვენს  ქალაქს ეტყობა ეს თვე, ყველაზე მეტად დაცლილია ამ დროს. მე კი ის პერიოდი მიყვარს, როცა შევსებას და გამოცოცხლებას იწყებს. არა და აგვისტო არის ბევრი ბოდიალის დრო, არც მთა, არც ზღვა რომ არ უნდა დატოვო ისე, რომ არ მოიარო.  მეც მიყვარს აგვისტოში ქალაქიდან გასვლა.  წელს ასე არ გამოვიდა. სექტემბერში გადავდე.  მანამდე კი ...     დილით, სამსახურში რომ  მივედით თანამშრომელები, წერილი დაგვხვდა მაგიდაზე:  ,,ცოლი გარდამეცვალა და ჟალუზებს მიხედეთ თქვენ თვითონ ცოტა ხნითო" - დარაჯი გვწერდა. შემეცოდა,  მოხუცია და მთელი იმედი იყო  ალბათ მისთვის მისი ცოლი. მერე  ის ფურცელი მთელი დღე ფრიალებდა ჩემი მაგიდის კუთხეში, რატომღაც გადაგდება ვერავინ შეძლო.        კარგად ყოფნისთვის ადამინს რა ცოტა ჭირდება. დილით ნინომ ყავა ამიქაფქა და მომართვა, თავი ბედნიერად ვიგრძენი, მისი ზრუნვა მესიამოვნა. ბედნიერება ყველაფერშია- თქო მაშინ ვიფიქრე, უნდა დაინახო უბრალოდ ის და დააფასო, თან შეირგო. ამ ბოლოს დავაფიქსირე, რომ

რაჭული ამბები

    მომენატრა მთები და მთებიდან ამდგარი ნისლები .      რაჭა მომენატრა.      შარშან სოფლიდან, რომ ჩამოვედი თამარმა მომწერა: ,,ბლოგზე რაჭის ამბებს ველოდიო". ალბათ, მაშინ არ მსურდა რამე დამეწერა რაჭაზე, თუმცა ახლაც, ახალი რა უნდა ვთქვა მასზე, ყველამ იცის მისი საოცარი ჰაერი, წყალი და ბუნება (როცა ახალი დაბრუნებული ვარ რაჭიდან, განსაკუთრებული ჟანგის გემო აქვს აქაურ წყალს და კარგა ხანს მიყვება ეს გემო, სანამ არ შევეჩვევი.) თამარის ნათქვამი მის მერე ჩამრჩა და აი, დღემდე მომყვება.     სოფლის მოგონება უფრო ბავშვობას უკავშირდება, ახლაც ჩამესმის გზაზე მიმავალი ურმის ხმა, მალე, დაცლილ სოფლებში, ეს ხმა სანატრელი იქნება ალბათ. მახსოვს ბაბუაჩემს ცალუღელა ურემი და ერთი ხარი ყავდა, რომელსაც კვირია ერქვა, სახელი მის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, კვირას დაბადებულა. ხბოს ბუცუცქელა ერქვა, ეს სახელი კი რით დაიმსახურა იმ ხბომ, ნამდვილად არ ვიცი. ის კი ზუსტად ვიცი, სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახში მეურნეობა აღარ გაგრძელდება, თან ისე, რომ ხარს კვირის დღეები, ხბოებს ასეთი უცნაური სახელები დაარქვან,

კვირა საღამო

  ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე   მოწყენილია საღამოა,  სიმარტოვეს  განვიცდი, გუშინ მთელი დღე გვყავდა სტუმრები თითქოს დავიღალე და მინდოდა კიდეც, მარტო დარჩენა და დასვენება, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ვერ ვიტან მარტოობას , მოწყენას.      ასეთ დროს წიგნი მშველის ძალიან. ამის წინ, მე და ჩემი თანამშრომელი ქეთი ერთად ვიყავით წიგნების მაღაზიაში, ჟურნალ ,,და ქალთან" ერთად იყიდებოდა ამელი ნოტომის წიგნი ,,ლურჯწვერა" დავინტერესდი ამ ავტორით, თუმცა მაშინ ბაინდერები უნდა მეყიდა  და წიგნის შესაძენად მოგვიანებით გასვლა გადავწყვიტე, როცა მე ამ ფიქრებში ვიყავი გართული ქეთის,  მხოლოდ ჟურნალი უყიდია, ვკითხე წიგნიც რატომ არ წამოიღე -მეთქი. გამყოდველისთვის უკითხავს აზრი, რომელსაც უპასუხია : ,- ახლა წავიკითხე, არაფერი წიგნია, უბრალოდ ახალი ავტორიაო."      მე იმ დღეს არა, მოგვიანებით ვიყიდე ,, ლურჯწვერა" დავიწყე კითხვა და ნახევარზეც მივედი, მაგრამ ახლა ის მჭირს, რომ ვერ ვაგრძელებ. თავი სხვა ფიქრებით მაქვს გამოტენილი ხელში ავიღებ თუ არა ვხდები, რომ მის მაგივრად სხვაზე ვფიქრობ და სხ

არაფერი

   ამ ბოლოს სულ მივატოვე წერა - თქო, ასე მგონია. მერე აქაც ვწერე რაღაც ზოგად საკითხებზე და არაფერი პირადული, არაფერი საკუთარი . ახლა კი ძალიან მომინდა დამეწერა რამე პირადი, ძალიან ჩემი და ეს გამეზიარებია ყველასთვის ვინც კი შემთხვევით ან საკუთარი ნებით აღმოჩნდებოდა ჩემს  ბლოგზე.   ამ ფიქრებში საღამო მიილია.    მერე ის იყო, ჩემი გადაღებული ახალი ფოტოები ვეძებე, იმით მაინც, რომ გამელამაზებინა ბლოგი და ვერ ვიპოვე. და არაფერი ახალი და არაფერი პირადული - აი ასეთი დაცლილი ვარ ახლა.

ჩემი წესები

       კარგი წესი დავიმკივდრე, რადგან დილით სამსახურში მისვლა პირველს მიწევს,  მუშაობას სასიამოვნო მუსიკის ფონზე ვიწყებ. მერე, კარგად დაწყებული დღე კარგად სრულდება, ნაყოფიერი გამოდის, თუმცა ცოტას ვიღლები. გარდა ამისა  მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით ვეღარაფრით ვეღარ ვინტერესდები. ტელევიზორს ვერ კი არა და უფრო არ ვუყურებ, არ ვკითხულობ პრესას, თითქოს ვცდილობ ინტერნეტით მაინც მივადევნო თვალი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მოვლენებს, მაგრამ აქაც არ გამომდის.  ფაქტია, რომ აშკარად დავშორდი ამ სფეროს  და მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში  განხილვას, ამიტომ მიჭირს ვისაუბრო ახალი მთავრობის მუშაობის ეფექტურობაზე, ხოლო რაც შეეხება უკეთესობიკსენ ცვლილებების დანახვას, ჯერ ალბათ მაინც ადრეა ამაზე საუბარი, მეტი დროა საჭირო, თუმცა მე მაინც ვერაფერს ვამჩნევ ჯერ სასიკეთოს, ხოლო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ამბავი კი ძალიან მომხვდა გულზე და ძალიან შემეცოდნენ. მერე ქალაქში საუბრობდნენ ფულისთვის არიან წასულები და რა პატრიოტიზმი ან გმირობა ეგ არისო. ტელევიზორში კი ასეთ განხცადებებს აკეთებდნენ ხელისუფლე

საქმე N

     ისე ჩანს, თითქოს ბლოგი მივატოვე, ამის გახსენებაზეც  კი გული მწყდება, ახლა კი დროა თავი ვიმართლო,  სხვათაშორის არ მიყვარს თავის მართლება, თუმცა ამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ ზოგ სიტუაციაში  აუცილებელია, თორემ ძალიან დამნაშავესავით გამოსული რჩები.    ახლა რაც შეეხება თავის მართლებას-ერთი ის, რომ დრო აღარ მრჩება, მეორეც  ვიღლები და მერე მეზარება. მოკლედ, რა უფრო სწორია არ ვიცი .ასე კი გამოვიდა. ახლა  ძალიან მინდა ცურვა ამ ბოლოს აკვიატებული მაქვს  ეს სურვილი. ცურვა არ ვიცი და ისე  ძალიან მინდება შემეძლოს და ვცურავდე. განსაკუთრებით როცა საუბარს იწყებენ თემებზე,  რომელიც მე არ მეხება და არ მაინტერესებს ვხვდები, რომ სადღაც მივდივარ, უფრო სწორად  მივცურავ.    სამსახურში ამ ბოლოს დაჩემდათ ჩემთვის უინტერესო თემებზე საუბარი, მე კი ვერ ვისმენ. პატარა ბავშვის კვება და მსგავსი საკითხები, ალბათ ახლა მეც თოთო შვილიანი რომ ვიყო, განუწყვეტლივ ვისაუბრებდი მასზე, მის კვებაზე, მის აღზრდაზე. შეიძლება ზედმეტიც მომსვლოდა. ჩვენს საქმეში ასე ქვია საქმე N ესა და ეს და მეც უინტერესო საუბარს ასე ვეცლები, როცა

კარნეგისეულად

     დაწყება რთულია: საქმის დაწყება, საუბრის დაწყება, ზოგი წინდაწინ ალაგებს აზრებს, საათობით ფიქრობს  იმაზე თუ როგორ დაიწყოს, საუბრით ყველა, რომ დააინტერესოს. სიყვარულის წამოწყებაც რთულია ალბათ, მაგრამ თუ არ დაიწყე ერთხელაც, დარჩები  უ-სიყვარულოდ.     ზოგჯერ რეალობა ისე მტკივნეულია, ხანდახან სიკეთეს სულ არ აქვს ფასი- თქო მგონია.  თუმცა, ალბათ ვცდები როცა ასე ვფიქრობ, იმ მომენტში  ვერ ვხვდები მეტს,  რადგან სიკეთის მადლი გრძელ გზაზე მიგყვება ადამიანს, უფრო მშვიდიც ხდები, მოთმენა ღირს ზოგიერთ მომენტში, ჰოდა ლიბერთი ბანკის ძალიან ცუდ თანამშრომელს, რომელიც  ყველას, ალბათ პენსიისათვის მისულ დაუძლურებულ და გაურკვეველ მოხუცად აღიქვამს და ერთი სული აქვს თავიდან მოიშოროს რაც შეიძლება მალე, ცუდად მომემსახურა, მეც არ დავაკელი  და    წავეწუნკლე.    ( არა და  როგორ არ მიყვარს სიწუნკლე )   იქიდან გამოსულმა  კი მივხვდი, რომ დეილ კარნეგის წიგნი ,, როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე " კარგა ხანია აღარ გადამიკითხავს და სასწრაფოდ მჭირდება.     სისულელეა როცა ბუნებით წუწკ

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

ღია წერილი მარის

ავტორი -მარი ფხაკაძე   იმ დღეებში სულ ვფიქრობდი, რომ სადმე შემხვდებოდი და მე, გიორგის და დათო ექიმის ამბავს მოგიყვებოდი, დედაჩემს ხშირად  ვეკითხებოდი, ექიმის კაბინეტში მარი ხომ არ დაგხვედრიათ - თქო?    თუმცა, ამ დროს, მარის გადაუსერია ქართული ცა და იტალიის ლამაზი ქალაქის სურათებით აჭრელდა მისი facebook -ის კედელი...   ჩემთვის ეს იყო ძალიან  მოულოდნელი, ხოლო გრნობას, რაც მაშინ დამეუფლა  სახელს ვერ ვარქმევ.  გულიც დამწყდა, მომენატრე იმ წუთში ძალიან, გავღიზიანდი კიდეც, იმ მომენტზე, რომ ამ ქალაქიდან კიდევ მიდიან და ამავე დროს მეიმედება ის, რომ შენ ხარ მანდ და ერთ დღეს, როცა შეიძლება მეც მომინდეს წასვლა ამ ქალაქიდან ვიცი, რომ იტალიაში, მარისთან წავალ.     ახლა კი ემიგრანტი ხარ, ნოსტალგიით, როგორც ჭეშმარიტ ემიგრანტს შეეფერება და ცდილობ ააწყო ცხოვრება უცხო ქვეყანაში. ეს ჩვეულებრივი ქართველის ამბავია.     იცი კიდე რაა? ემიგრაცია ყოველთვის გულს მიკლავდა,  წინა კვირაში, ჩემი ბავშვობის მეგობარს ვესაუბრე skype -ით და გული მომიკვდა, როცა მივხვდი, რომ  დაბრუნების სურვილი ნაკლებად შერჩენი

ცხოვრების ლამაზი დრო

22 თებერვალი, პარასკევი     რასაც  ამიდის პროგნოზში აცხადებდნენ, მისგან განსხვავებით, დილა წვიმიანი არ ყოფილა, არც მერე უწვიმია, მთელი დღე ღრუბელი იყო და ცოტათი ციოდა. თეთრი ხიდის  გადავლის წინ,  განსაკუთრებით მოვემზადე, ქურთუკის ელვა ბოლომდე ავიწიე და თავი თბილ ბეწვში ჩავრგე, ჩემს წინ ჩახუტებული გოგო და ბიჭი მიდიოდა. ჩემდა უნებურად გავიგონე, გოგო ეკითხებოდა ბიჭს: ,,გეხვეწები მითხარი, ამ ადგილას, ასეთი სითბო რატომ არისო?" ხიდის შუა ნაწილში ვიყავით უკვე, რიონს გადავყურებდი ხიდზე,  რომ გადავდიოდი. რაღაცნაირად მღვრიე და მოუსვენარი იყო. ქვები აქა იქ ჩანდა, მხოლოდ.    მის ორივე მხარეს კაფეა.  რამდენჯერ მომდომებია ჩამოჯდომა ამ კაფეებში, არაფერზე ფიქრი, უბრალოდ მდინარისა და თეთრი ქვების ცქერა. თუმცა, ერთი ის, რომ დრო არ მაქვს. ამ დროს სამსახურიდან ვარ გამოსული სხვადასხვა საქმეზე და სწაფი დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიფიქრია იმაზეც, რომ მარტო  კი არ მინდა აქ ჩამოჯდომა, მეგობართან, საყვარელ ადამინთან ერთად-თქო.    მოკლედ, რაღაც არ ეწყობა, რაღაც არ გამოდის, არა და მიფიქრია

იყო და არა იყო რა

  იყო და არა იყო რა -  იტყოდნენ და ზღაპარიც იწყებოდა.  როგორ მიყვარდა ამ სიტყვების მოსმენა და შემდეგ,  მათ, მოყვებოდა ათასნაირი, ლამაზი ისტორიები.    ახლა?  ახლაც მიყვარს ზრაპრები, მაგრამ ცხოვრებაში  მათი მოსმენა უკვე ისე ბანალურია, გულს მირევს. როცა ხვდები, რომ აკლიათ გულწრფელობა, ვერ ვიჯერებ და ძალიან მინდება დაბრუნება იმ დროში, როცა ჩემთვის მოყოლილი ამბები ასე იწყებოდა: იყო  , არა იყო რა... იყო და არა იყო რას ისე ემგვანება ყველაფერი, იმსხვრევა მითი, რომ ვიღაც, მხოლოდ შენ გელოდება, მხოლოდ შენ.  ფართოთ გახელილი თვალებით გეძებს, გეძახის, გიხმობს... ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე   ღმერთო, რა უაზრო სიტყვების თამაშია. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მარტოობაში მოვიწყინე და აღარც ვეძებ, უფრო სწორად, თითქოს ერთხელ დავკარგე და ახლა კი ვეღარ ვპოულობ. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე