К основному контенту

Сообщения

Сообщения за сентябрь, 2012
   რამდენი რამეა,  რომელზეც გინდა ისაუბრო, თქვა, გადმოანთხიო და გადმოყარო შენში ჩაგროვილ - ჩაბუდებული სათქმელი, შენი ცხოვრება რომ ქვია და ბევრი კითხვები რომ დაგიგროვა, მაგარამ არ გყავს მოსაუბრე და ჩუმდები, შენს თავში იკეტები, ფიქრობ გაუთავებლად და ოცნებობ მოვიდოდეს ვინმე და მოგისმენდეს. მოსმენა ხომ ასე რთულია. ფოტოს ავტორი: ნათია აფხაიძე    მერე დგება დრო, რომ მარტო მოსმენა კი არა, ცოტა დახმარებაც გჭირდება. გინდა გიბიძგოს ა ნ კ ითხვას რომ სვამ პასუხი გიპოვოს ვინმემ.     დღეს აღმოვაჩინე რომ, უამრავ ძველ ნივთს ვინახავ, ზოგი მათგანი ისეთი უსარგებლოა არაფერში გმოდგება, მაინც ვერ გადავუძახე ურნაში. ვერ გადავყარე, ვერ შეველიე ძველ განცდებს, იმ წუთებს, რომელშიც ეს ნივთები  მაბრუნებენ. ვხვდები, რომ ამით ჩემს წარსულს ვუფრთხილდები, ვერ ველევი, მოგონებებს არ ვაძლევ საშუალებას (დამივიწყონ) დავივიწყო. ამიტომ არ ვყრი.   ვისაც შეუძლია თავისუფლად გადაყაროს ძველი ნივთები, ძალიან კარგი თვისება აქვს. მას არც სიახლის მიღების შეეშინდება ცოვრებაში, მე კი ამ მხრივ, უფრო რთული ვარ, არ შემიძლია ად
    ფოტოგრაფი ჩემგან ვერ დადგება , ეს ზუსტად ვიცი,  მე მაგის ხედვა არ მაქვს .  ფოტოების გადაღებით მიღებული  სიამოვნება კი რაც არის, ეს ვიგრძენი .   სოფელში, სახლის უკან, დიდ ბაღში გავედი და კადრების გადაღებით ვეღარ ,,გავძეხი", რაღაც მუღამში შევედი ისე, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა. რაც უფრო ბევრ და ლამაზ ფერებს ვუყურებდი ფოტოაპარატის ეკრანზე, მით უფრო მსიამოვნებდა გადაღება, მითრევდა ეს პროცესი.    ამ დროს კი უფრო ღრმავდები შენს თავში, ეს მარტოობაც გსიამოვნებს, არ გჭირდება ვინმე, აი მარტოობის გამართლებაც ვიპოვე. მოკლედ კარგად ყოფნას ნიშნავს, შემიყვარდა ეს საქმე, თუმცა შედეგზე საუბარი ზედმეტია, არაფერი არ  გამოვა აქედან, მაგრამ მართალი რომ ვთქვა სულაც არ მაინტერესებს ეს, აქ მთავარია ფოტოების გადაღებით მიღებული სიამოვნებაა.    მივხდი, რომ ფოტოგრაფებს ეყვარებათ  ფიქრი, საკუთარ თავში  ჩაღრმავება და ძებნაა , გამუდმებული ძებნა- კადრის საინტერესო კუთხით წარმოჩენისა...   მარტოობას ამით ვერ ავსებ, უბრალოდ იმ მომენტში აღარ გახსოვს, რომ მარტო ხარ და მოწყენილი.  მინდა დავარღვიო ჩე
   ამ ბოლო დროს, სულ სხვის ბლოგებს ვკითხულობ , ისე, რომ თავად ერთი სიტყვაც ვერ დავწერე .  მაინც რას ნიშნავს ასეთი ინტერესი სხვისი ცხოვრების მიმართ?  იმას  როცა საკუთარი ბევრი არაფერი გაგაჩნია?  თუ ამოწმებ, შენ რამდენად უკეთ გრძნობ თავს იმ სხვაზე . თუ უბრალოდ გინდა გაიგო, როგორ ცხოვრობენ შენს გვერდით ადამიანები. ისევ ვეღარ ვაგრძლებ და კვლავ სხვების ბლოგებს მივჩერებივარ.  ყველაფერზე წერენ.  ზოგიც უფრო თამამია და მომწონს,  ყველაფერს რომ ამბობს საკუთარი თავის შესახებ , ეს გახსნილობა მსიამოვნებს (ამ დროს მეჩვენება, რომ თითქოს ცხოვრებაშიც ასე გახსნილები ვართ ერთმანეთთან) მეტს ვგებულობ მათზე, ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ, დადიან, მუშაობენ, სწავლობენ და გარეგნულად სულაც არ ეტყობათ უცებ რა ეწყინათ ან რა გაუხარდათ, ყოველშემთხვევაში შენ,  უცნობთან არ მოვლენ და ამას არ მოგიყვებიან .   ზოგი ალბათ უფრო ყალბია, ზოგიც უფრო გულწრფელი, თუმცა ყვებიან ხან სხვისას, ხან საკუთარ ცხოვრებას და  გრძნობ, განიცდი შენს თანამედროვეობას. ეპოქას, რომელშიც  ცხოვრობ, მათი საფიქრალი შენიცაა,