К основному контенту

Сообщения

Сообщения за февраль, 2013

ცხოვრების ლამაზი დრო

22 თებერვალი, პარასკევი     რასაც  ამიდის პროგნოზში აცხადებდნენ, მისგან განსხვავებით, დილა წვიმიანი არ ყოფილა, არც მერე უწვიმია, მთელი დღე ღრუბელი იყო და ცოტათი ციოდა. თეთრი ხიდის  გადავლის წინ,  განსაკუთრებით მოვემზადე, ქურთუკის ელვა ბოლომდე ავიწიე და თავი თბილ ბეწვში ჩავრგე, ჩემს წინ ჩახუტებული გოგო და ბიჭი მიდიოდა. ჩემდა უნებურად გავიგონე, გოგო ეკითხებოდა ბიჭს: ,,გეხვეწები მითხარი, ამ ადგილას, ასეთი სითბო რატომ არისო?" ხიდის შუა ნაწილში ვიყავით უკვე, რიონს გადავყურებდი ხიდზე,  რომ გადავდიოდი. რაღაცნაირად მღვრიე და მოუსვენარი იყო. ქვები აქა იქ ჩანდა, მხოლოდ.    მის ორივე მხარეს კაფეა.  რამდენჯერ მომდომებია ჩამოჯდომა ამ კაფეებში, არაფერზე ფიქრი, უბრალოდ მდინარისა და თეთრი ქვების ცქერა. თუმცა, ერთი ის, რომ დრო არ მაქვს. ამ დროს სამსახურიდან ვარ გამოსული სხვადასხვა საქმეზე და სწაფი დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიფიქრია იმაზეც, რომ მარტო  კი არ მინდა აქ ჩამოჯდომა, მეგობართან, საყვარელ ადამინთან ერთად-თქო.    მოკლედ, რაღაც არ ეწყობა, რაღაც არ გამოდის, არა და მიფიქრია

იყო და არა იყო რა

  იყო და არა იყო რა -  იტყოდნენ და ზღაპარიც იწყებოდა.  როგორ მიყვარდა ამ სიტყვების მოსმენა და შემდეგ,  მათ, მოყვებოდა ათასნაირი, ლამაზი ისტორიები.    ახლა?  ახლაც მიყვარს ზრაპრები, მაგრამ ცხოვრებაში  მათი მოსმენა უკვე ისე ბანალურია, გულს მირევს. როცა ხვდები, რომ აკლიათ გულწრფელობა, ვერ ვიჯერებ და ძალიან მინდება დაბრუნება იმ დროში, როცა ჩემთვის მოყოლილი ამბები ასე იწყებოდა: იყო  , არა იყო რა... იყო და არა იყო რას ისე ემგვანება ყველაფერი, იმსხვრევა მითი, რომ ვიღაც, მხოლოდ შენ გელოდება, მხოლოდ შენ.  ფართოთ გახელილი თვალებით გეძებს, გეძახის, გიხმობს... ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე   ღმერთო, რა უაზრო სიტყვების თამაშია. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მარტოობაში მოვიწყინე და აღარც ვეძებ, უფრო სწორად, თითქოს ერთხელ დავკარგე და ახლა კი ვეღარ ვპოულობ. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე

მოპარული დრო

    დავამთავრე თუ არა ერთი წიგნის კითხვა, იქვე  მეორე დავიწყე, რომელიც კარგა ხანია რიგში დგას, საახალწლოდ ვიყიდე და მის მერე ვერ წავიკითხე,  რადგან არ მიყვარს ერთი წიგნიდან მეორეზე გადახტომა, ამიტომ მერჩივნა დაწყებული დამემთავრებინა, სხვა კი მერე დამეწყო.    მერე ვფიქრობდი ქმარი და შვილი, რომ მყავდეს ასე ინტენსიურად ხომ ვერ შევძლებდი ჩემი სურვილების ასრულებას - თქო. თუმცა კითხვას მაინც არ მოვწყდებოდი. მაშინაც მექნებოდა წიგნი წამოწყებული და აუცილებლად მოვიპარავდი დროს მისი წაკითხვისათვის.      რამადენიმე წლის წინ ყველა წუწუნებდა, რომ კითხვის მოყვარულთა რიცხვმა იკლო (რომელიც ბევრი  მანამდეც არ იქნებოდა ) და რომ წიგნი არ იყიდებოდა,  მიზეზი ისიც იყო ალბათ, რომ მისი მაღაზიაც არ იყო ჩვენს ქალაქში, სადაც ახალი გამოცემები იქნებოდა. ახლა კი ,,ბიბლუსი"  არა მგონია კლიენტთა სიმცირეს უჩიოდეს.    მანამდე ბუკინისტებთან დაეხეტებოდნენ კითხვის მოყვარულნი და მერე 1 ლარად შეძენილ ბალზაკს ან 2 ლარად ნაყიდ მერიმეს უსწორებდნენ ყდას ან პირველ  გვერდს აწეპებდნენ, ახალ თეთრ ფურცელს აკრავდნ

ყოჩივარდები

ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე   გაზაფხული მოდის. ყოჩივარდების  კონებით, უკვე გამოჩნდნენ ქუჩებში მისი გამყიდველები.   ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე   ეს დრო, ყოველთვის, სიყვარულს მახსენებს.    ვიღაც,    საწყალთვალებიანი გოგო ყიდდა დღეს ყოჩივარდების კონებს ქუჩის კუთხეში, მყიდველი კი არ ჩანდა, ისიც ელოდა.   თუმცა იები და სიყვარული მგონი აღარავის უნდა დღეს, არ ჭირდებათ , მაგის დრო აღარ არის.