იყო და არა იყო რა - იტყოდნენ და ზღაპარიც იწყებოდა.
როგორ მიყვარდა ამ სიტყვების მოსმენა და შემდეგ, მათ, მოყვებოდა ათასნაირი, ლამაზი ისტორიები.
ახლა?
ახლაც მიყვარს ზრაპრები, მაგრამ ცხოვრებაში მათი მოსმენა უკვე ისე ბანალურია, გულს მირევს. როცა ხვდები, რომ აკლიათ გულწრფელობა, ვერ ვიჯერებ და ძალიან მინდება დაბრუნება იმ დროში, როცა ჩემთვის მოყოლილი ამბები ასე იწყებოდა: იყო , არა იყო რა...
იყო და არა იყო რას ისე ემგვანება ყველაფერი, იმსხვრევა მითი, რომ ვიღაც, მხოლოდ შენ გელოდება, მხოლოდ შენ.
ფართოთ გახელილი თვალებით გეძებს, გეძახის, გიხმობს...
ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე |
ღმერთო, რა უაზრო სიტყვების თამაშია. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მარტოობაში მოვიწყინე და აღარც ვეძებ, უფრო სწორად, თითქოს ერთხელ დავკარგე და ახლა კი ვეღარ ვპოულობ.
ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე |
რა კარგი ფოტოებია, თან ლამაზი და თან სევდიანი რაღაცნაირად. ბავშვებზე საყვარელი არავინ არსებობს ამქვეყნად, როგორი ჭკვიანი თვალები აქვთ ორივეს.
ОтветитьУдалитьმადლობა სოფი, ეს ჩემი მეგობრის, ნათია აფხაიძის ფოტოებია, რომელიც ბევრ ასეთ საინტერესო სახეს და კადრს პოულობს.
ОтветитьУдалить