К основному контенту

Сообщения

Сообщения за июль, 2015

გასული შაბათ -კვირა

       ვეღარაფერს ვწერ, სულ ვჩქარობ, რავიცი სად,  და მიტო.  არავინ არაფერს მეკითხება და მაინც მგონია, რომ პასუხები მზად უნდა მქონდეს , სახლი უფრო ფერადია, ჩემში ვერ შემოაღწია ამ ფერებმა, უფრო დავშორდი დღეებს , დილებს , საღამოებს და მგონია, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაბრუნდება,  დაიწყება ისევ თავიდან , ისევ ჩაირთება ის მუსიკა მე რომ შემიყვარდა  და უაზრო მოგონებების ზღვა უკან დაიხევს.  მანამდე კი  ...    დღეს გზაში მამაო შემხვდა, რამდენიმეჯერ დავესწარი მის აღვლენილ ლოცვას, არ ვიცი, როგორ მიცნო, ალბათ სახის გამომეტყველაბაზე მიხვდა, რომ ვაკვირდებოდი და მომესალმა, თავისებურად, ღმერთმა დაგლოცოსო, მეც მივესალმე, მერე ვფიქრობდი, მისი თავმდაბლობა იყო ეს, გაღიმებულმა  გავიარე ის გზა.    შაბათ -კვირა სოფელში გავატარე, ახლო სოფლები რომ აქვთ და ხშირად, რომ დადიან, ჩემს შემთხვევაში ასე არაა, როცა იქ მივდივართ, ყველაფერი მიგვაქვს და დიდი გეგმის ნაწილი ხდება ეს წასვლა. მერე, ორ სათ ნახევარი გზას ეთმობა,  შაორის ულამაზესი ხედების გავლის შემდეგ ვუხვევთ, ასფალტიანი გზა მთავრდება, მანქანის შე

ერთი ლექსის ორი თარგმანი

   ,, საუნჯელებმა" არ მომწერეს პასუხი, როცა  ფეისბუქის მათ გვერდზე შემთხვევით  წავიკითხე ალექსანდრე ბლოკის ეს ლექსი და   ვკითხე , თუ ვინ არის ამ თარგმანის ავტორი. ,, ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა , უშენობა კი უფრო მაშინებს, სუყველაფერი, რასაც შევხედავ, იდუმალდება ჩემთვის მაშინვე.     გზად აჩრდილები დიან ზმორებით   და მათ თვალებში თვლემის ნისლია,  მე ტაძრის კიბეს მივეკონები,  უკან მოხედვა არ შემიძლია. მეხება ვიღაც, მერე მშორდება, ვერ იხსომებენ ლანდებს თვალები.  ხმა შემომესმა მოულოდნელად  უკანასკნელი დასაფლავების. ღრუბლიანი ცა ეხება მაღლობს,  ქრება ტაძარი , არ მოჩანს დიდხანს. მე ვიცი , აქ ხარ, ძალიან ახლოს, მაგრამ აქ არ ხარ , შენ ისევ იქ ხარ."       მე, უფრო ადრე და ხშირად ვიმეორებდი  ამ სიტყვებს ,, მე მეშინია შენთან შეხვედრის , მაგრამ ვერ გნახო უფრო ძნელია."    ჯერ კიდევ სტუდენტები, რომ ვიყავით მაშინ,  ჩემმა კურსელმა, ნანიკომ გადამაწერია სოსო სიგუას მიერ გადათარგმნილი, რომელიც  მაშინვე მომეწონა და შემიყვარდა.  ,, მე მეშინია შე