К основному контенту

Сообщения

Сообщения за сентябрь, 2014

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ ცხიმოსხმულ და ქაღალდ- დაფენილ ჟარონაზე.  შევდგათ 170 გრადუსზე გამთბა

ნუ შეურაცყობ

       ,,რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საშიშროება ქობულეთში."    ორი დღეა, ასე, აცხადებენ ტელევიზიები და გადმოსცემენ, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებულ მუსლიმთა პანსიონის წინ ადგილობრივებმა  ღორი დაკლეს, რომლის  თავი შენობის კარზე დაკიდეს და ამ საქციელით პანსიონში სწავლების დაწყება გააპროტესტეს.       რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით აჭარელი, მუსლიმანი ბიჭი გავიცანი.  ბევრი მეც არ ვიცი მის შესახებ, მხოლოდ ის, რაც შეიძლებოდა ინტერნეტ ნაცნობობას მოყოლოდა, ეკონომიური განათლება თურქეთში ქონდა მიღებული, თურქულად თავისფლად საუბროდა, ასევე იცოდა ცოტა ინგლისური, რადგან სტამბოლის უნივერსიტეტში ლექციები ინგლისურადაც უტარდებოდა, იმ ჟამად ბათუმში  ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობას ხელმძღვანელობდა. რაღაც პერიოდი ხშირად ვსაუბრობდით, მათ შორის, რელიგიურ თემაზეც, იხსენებდა, რომ ერთხელ, როდესაც გასტროლზე მყოფ ფოლკლორულ ანსამბლს ახლდა თურქეთში თარჯიმნად, ერთ-ერთმა გუნდის წევრმა მისი ქართველობა შეარცხვინა და მიყვებოდა, ამის გამო, თუ  როგორი შეურაცყოფილი იგრძნო თავი.     მე ვპასუხობ

ლამაზი ქალი

     მოდა ბრუნავს  თუ მოდა იცვლება?  ეს  არ ვიცი, მაგრამ მიყვარს მოდას აყოლილი ქალი. გემოვნებიანი, დახვეწილი თავისი ჩაცმით, ქცევით, მანერით...      მაინც, ალბათ,  სხვა თემაა ლამაზი ქალი. ზოგი, ერთდროულად,  ლამაზიცაა და ისეთი ჭკვიანიც, რომ თავის ცხოვრებას, სწორედ, თავისი სილამაზით იწყობს.    მოხდენილად ჩაცმა რთული საქმეა, მოდაში რაცაა შეიძლება სულ ვერ მოიხდინო. მაგრამ მოვლილი  ყოფნა შესამჩნევია ყოველთვის.       ყველა ლაპარაკობს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის სადედოფლო კაბაზე, ზოგს მოწონს ზოგს არა. მე არ მომწონს.  .       თუმცა,  რა მნიშვნელობა აქვს კაბას იქ, სადაც დიდი ბედნიერებაა. და ალბთ , სილამაზის მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია, ტუჩებზე ღიმილი და თვალებში პატარა ვარსკვლავები. თუმცა,  ლამაზ ქალსაც აუშნოვებს უგემოვნობა და კიდევ, მხოლოდ მამაკაცების საყვარელი თემა სულაც არ არის ეს. ჩემი ლამაზი ქალები :  ოდრი ტატუ  პენელოპე კრუსი  კირა ნაიტლი  ჟულიეტ ბინოში  მარიონ კატიარი

მკითხველი

       დღეს, სამარშუტო ტაქსიდან დავინახე,  ვიღაც მიდიოდა, ხელში გადაშლილი წიგნით  და კითხულობდა. მე, ჩემდა უნებურად, ნათია გამახსენდა, ვიფიქრე ეს მისი  კადრია- თქო.  კარგა ხანია მსგავს ფოტოებს აგროვებს და სერიას ქმნის,  სადაც  ქუჩაში, გზაში, სკვერში, ბაღში, შეიძლება ითქვას,  ყველგან, ყველა ადგილას წამკითხველი ხალხის  სურათებს იღებს.     ნათია რამდენჯერ ვახსენე და მასზე რამდენი ვწერე  ბლოგზე!  მიზეზი ?   ერთი ის, რომ ჩემი მეგობარია და  ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ხშირად ვიყენებ მის   ფოტოებ ს  http://n-a.artphoto.pro/     ნაწერებში. ჩემი ეს, ბლოგ- ხეტიალიც ,  მისი დამსახურებაა, რომელთა პირველი წამკითხველ- შემფასებელიც ისაა.      მისი ფოტო- საიტები სხვადასხვა სერიებიდან შედგება. ყველა საოცრად საინტერესოა, ბევრის მთქმელია. მოცემულ მომენტს ძალიან ნათლად ხატავს და მისი ფოტოებიც მე ხატვა უფრო მგონია, მისი თვალით აღქმა და ზუსტი გადმოცემა, გარემოსი, სინამდვილის, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, რომელთაც ყოველ დღე ვხედავთ, ვხვდებით თუმცა ასე საინტერესოდ ვერ აღვიქვამთ.     მაგალითად სერია

უმთვარეო

      დღეს, ჩინეთიდან გამოწერილი,  ხელთათმანები მომიტანა ფოსტის თანამშრომელმა,  უთითოებია, თხელი ნაქსოვი, ვერცხლისფერი, მომეწონა.   დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც გამოვიწერე და აღარც ველოდი.      ჩემი ,, კარე" ოდნავ ჩამოგრძელდა და ახლა უფრო მომწონს.  წონაშიც ცოტა მოვიმატე, ვცდილობ ფორმაში ვიყო და პურს აღარ ვჭამ. ეს მომატება კი სოფლის ბრალია.   ისე, ახლა ამაზე არ ვწერ.   ისეთ ხასიათზე ვარ,  მე თვითონ, რომ  ვეღარ ვუძლებ, მეზარება ასე ყოფნა. არა და მინდა რაღაც დავწერო, ჯერ არ ნაფიქრზე, თითქოს, ჯერ არ მომხდარ ამბავზე, რომელიც მიქადის მოსვლას და თავს დატეხვას .   შემოდგომის ბრალია. ყოველი სექტემბერი  იწყება ასე, სიახლის მოლოდინში.    სიახლის მოლოდინში მომიძველდა ამბები ჩემი ბლოგისთვის, თითქოს აღარაფერი ხდება.       სოფელში გატარებული ყოველი ღამე იყო უმთვარეო და გული დამწყდა, რადგან გაგიჟებით მიყვარს გაღებული კარიდან, რომ ჩანს ხეებში გაჩხერილი მთვარე და პირდაპირ, რომ ადგას ჩემს საწოლს, სასიამოვნო სიგრილე გელამუნება და საბანში უფრო ეხვევი, თან ჰაერის სიმს