К основному контенту

უმთვარეო

 
    დღეს, ჩინეთიდან გამოწერილი,  ხელთათმანები მომიტანა ფოსტის თანამშრომელმა,  უთითოებია, თხელი ნაქსოვი, ვერცხლისფერი, მომეწონა.   დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც გამოვიწერე და აღარც ველოდი.



     ჩემი ,, კარე" ოდნავ ჩამოგრძელდა და ახლა უფრო მომწონს.
 წონაშიც ცოტა მოვიმატე, ვცდილობ ფორმაში ვიყო და პურს აღარ ვჭამ.
ეს მომატება კი სოფლის ბრალია.
  ისე, ახლა ამაზე არ ვწერ.
  ისეთ ხასიათზე ვარ,  მე თვითონ, რომ  ვეღარ ვუძლებ, მეზარება ასე ყოფნა. არა და მინდა რაღაც დავწერო, ჯერ არ ნაფიქრზე, თითქოს, ჯერ არ მომხდარ ამბავზე, რომელიც მიქადის მოსვლას და თავს დატეხვას .
  შემოდგომის ბრალია. ყოველი სექტემბერი  იწყება ასე, სიახლის მოლოდინში.

   სიახლის მოლოდინში მომიძველდა ამბები ჩემი ბლოგისთვის, თითქოს აღარაფერი ხდება.
 
    სოფელში გატარებული ყოველი ღამე იყო უმთვარეო და გული დამწყდა, რადგან გაგიჟებით მიყვარს გაღებული კარიდან, რომ ჩანს ხეებში გაჩხერილი მთვარე და პირდაპირ, რომ ადგას ჩემს საწოლს, სასიამოვნო სიგრილე გელამუნება და საბანში უფრო ეხვევი, თან ჰაერის სიმსუბუქეს გრძნობ. ასე ტკბილი ჩაძინება წელს არ მქონია, ზოგჯერ ის გველი მელანდებოდა უკანა ეზოში მეზობლის ქალს, რომ მოვაკვლევინეთ, ზოგმა თქვა  უნდა გაგეშვათო, ჯერ  ჩვენი გველები შხამიანები არ არან, თან არ ვარგა გველის მოკვლა ეზოშიო. მეხსიერებაში ჩამრჩა თუ როგორ იკლაკნებოდა თავის გადასარჩენად რომ ბრძოლობდა, ბოლოს თავი გაუჭეჭყეს.  მერე ყველა ამბობდა, რომ კი არ ეშინიათ უბრალოდ ეზიზღებათ. ის მთვარე მთელ ბავშვობას, მთელ გავლილ წლებს გამახსენებდა...  კიდე მიყვარს ხის და აივანზე  გასაშრობად შემოდგმული ქლიავის ჩირში არეული სუნი, ყოველთვის რომ დგას იმ სახლში, ხანაც წვიმის ხმა სახურავზე, იქაურ გარემოს უფრო მყუდროს, რომ ქმნის და სუულ არ მაინტერესებს ამ მთების იქით, დაახლოებით 90 თუ 100 კილომეტრის დაშორებით, რა ხდება.  როგორ უფეთქავს, ზაფხულის სიცხის გამო, გახიზნულ ქალაქს გული.
         
    ახლა ვხდები რომ სულ უნდა წერო არ უნდა გაჩერდე თორე გაზარმაცებულ გონებას უკვე აზრის ჩამოყალიბებაც უჭირს. ზოგჯერ ჯობია სიტყვების მაგივრად,  ფოტოებით თქვა სათქმელი.

   ყველა სეზონს თავისი სილამაზე აქვს, შემოდგომა არის გამორჩეული ბუნების ფერებით და მე მიყვარს შემოდგომა და მთვარიანი ღამეები.

Комментарии

  1. გაზარმაცებული გონების არაფერი ეტყობოდა ამ პოსტს, პირიქით! რომ იცოდე, რა სიამოვნებით წავიკითხე! ძალიან კარგი იყო! კიდევ ველით.

    გილოცავ ახალ ხელთათმანებს ! ძალიან სტილნია.

    ОтветитьУдалить
  2. ირიი შენ ხომ შემოდგომის გოგოხარ? :* და სიზარმაცეს კიდე ნუ ახსენებ, შენ ნამდვლი მუშა ფუტკარიხარ :* ისე სექტემბერი მეც მიყვარს, სულ მგონია, რომ სექტემბერი სიახლეების მომტანია, ალბათ სწავლა რომ გვეწყებოდა სექტემბერში ამან განაპირობა ჩემი დამოკიდებულება შემოდგომის მიმართ, რომ ის არის სიახლეების მომტანი :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...