დღეს, ჩინეთიდან გამოწერილი, ხელთათმანები მომიტანა ფოსტის თანამშრომელმა, უთითოებია, თხელი ნაქსოვი, ვერცხლისფერი, მომეწონა. დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც გამოვიწერე და აღარც ველოდი.
ჩემი ,, კარე" ოდნავ ჩამოგრძელდა და ახლა უფრო მომწონს.
წონაშიც ცოტა მოვიმატე, ვცდილობ ფორმაში ვიყო და პურს აღარ ვჭამ.
ეს მომატება კი სოფლის ბრალია.
ისე, ახლა ამაზე არ ვწერ.
ისეთ ხასიათზე ვარ, მე თვითონ, რომ ვეღარ ვუძლებ, მეზარება ასე ყოფნა. არა და მინდა რაღაც დავწერო, ჯერ არ ნაფიქრზე, თითქოს, ჯერ არ მომხდარ ამბავზე, რომელიც მიქადის მოსვლას და თავს დატეხვას .
შემოდგომის ბრალია. ყოველი სექტემბერი იწყება ასე, სიახლის მოლოდინში.
სიახლის მოლოდინში მომიძველდა ამბები ჩემი ბლოგისთვის, თითქოს აღარაფერი ხდება.
სოფელში გატარებული ყოველი ღამე იყო უმთვარეო და გული დამწყდა, რადგან გაგიჟებით მიყვარს გაღებული კარიდან, რომ ჩანს ხეებში გაჩხერილი მთვარე და პირდაპირ, რომ ადგას ჩემს საწოლს, სასიამოვნო სიგრილე გელამუნება და საბანში უფრო ეხვევი, თან ჰაერის სიმსუბუქეს გრძნობ. ასე ტკბილი ჩაძინება წელს არ მქონია, ზოგჯერ ის გველი მელანდებოდა უკანა ეზოში მეზობლის ქალს, რომ მოვაკვლევინეთ, ზოგმა თქვა უნდა გაგეშვათო, ჯერ ჩვენი გველები შხამიანები არ არან, თან არ ვარგა გველის მოკვლა ეზოშიო. მეხსიერებაში ჩამრჩა თუ როგორ იკლაკნებოდა თავის გადასარჩენად რომ ბრძოლობდა, ბოლოს თავი გაუჭეჭყეს. მერე ყველა ამბობდა, რომ კი არ ეშინიათ უბრალოდ ეზიზღებათ. ის მთვარე მთელ ბავშვობას, მთელ გავლილ წლებს გამახსენებდა... კიდე მიყვარს ხის და აივანზე გასაშრობად შემოდგმული ქლიავის ჩირში არეული სუნი, ყოველთვის რომ დგას იმ სახლში, ხანაც წვიმის ხმა სახურავზე, იქაურ გარემოს უფრო მყუდროს, რომ ქმნის და სუულ არ მაინტერესებს ამ მთების იქით, დაახლოებით 90 თუ 100 კილომეტრის დაშორებით, რა ხდება. როგორ უფეთქავს, ზაფხულის სიცხის გამო, გახიზნულ ქალაქს გული.
ახლა ვხდები რომ სულ უნდა წერო არ უნდა გაჩერდე თორე გაზარმაცებულ გონებას უკვე აზრის ჩამოყალიბებაც უჭირს. ზოგჯერ ჯობია სიტყვების მაგივრად, ფოტოებით თქვა სათქმელი.
ყველა სეზონს თავისი სილამაზე აქვს, შემოდგომა არის გამორჩეული ბუნების ფერებით და მე მიყვარს შემოდგომა და მთვარიანი ღამეები.
გაზარმაცებული გონების არაფერი ეტყობოდა ამ პოსტს, პირიქით! რომ იცოდე, რა სიამოვნებით წავიკითხე! ძალიან კარგი იყო! კიდევ ველით.
ОтветитьУдалитьგილოცავ ახალ ხელთათმანებს ! ძალიან სტილნია.
მადლობა თინათინ :*
Удалитьირიი შენ ხომ შემოდგომის გოგოხარ? :* და სიზარმაცეს კიდე ნუ ახსენებ, შენ ნამდვლი მუშა ფუტკარიხარ :* ისე სექტემბერი მეც მიყვარს, სულ მგონია, რომ სექტემბერი სიახლეების მომტანია, ალბათ სწავლა რომ გვეწყებოდა სექტემბერში ამან განაპირობა ჩემი დამოკიდებულება შემოდგომის მიმართ, რომ ის არის სიახლეების მომტანი :)
ОтветитьУдалить