К основному контенту

Сообщения

Сообщения за август, 2011

იმიჯომანია

    პოეტირად                       იუმორით (ვითომ ლექსი ,ვითომ პოეტისაგან) რაღაცნაირად, ,,პოეტურად “ გათენდა დილა, ( რაღაცნაირი,   პოეტური იდგა ამინდიც ) მივდივარ,   ქუჩას მოუყვება ვიღაც ,,პოეტი “ და უფრო, მსგავსად „პოეტების“ ადგამდა ნაბიჯს. კიბის კუთხეში, (როგორც   სჩვევია თ ) ჩამოჯდა   კრძალვით და ისევ ისე ამაყად   ეჭირა თავი. გააბოლა და წამს შევატყვე, იყო „პოეტი“ სულით   და უფრო იმიჯით მოჰგავდა მაინც. მეცნო   და თითქოს  ვერ ვიხსენებ ? არის პოეტი?! მაშ ქუდი ასე რად ახურავს, გვერდზე მოქცევით? ცხოვრება უფრო იმიჯებით გახდა საზომი. მეც მიკვირს, ისე დავაბიჯებ საზომ– საზომით და პოეტებსაც კი   ვცნობ ასე, აწონ– დაწონით, რაღაცნაირად, პოეტურად იმიჯ – გაზომვით.

,, ლივლივა"

   ძველ დღიურს გადავავლე თვალი საიდანაც, ასე, ალეგორიულად რომ ვთქვა, ზღვის სუნრელი ამოვარდა.  მეამა...     გამახსენდა შარშანდელი ციხისძირი , მაგდანა და მერი, ზღვასავით ბობოქარი ქალები მე და ნათი ვიყავით მარტო და ბევრი საინტერესო ისტორია... თვალუწვდენელი ლურჯი  ,, ლივლივა",  პლაჟი სადაც თითო ოროლა დამსვენებელი თუ გამოჩნდებოდა, იქვე შემწვარი ხამანწკები ,რომელთაც ჩვენი საყვარელი ,, სკალებიდან"  იღებდნენ იქაურები, ცეცხლს დაანთებდნენ შეწვავდნენ და ჩვენც მიგვიწვევდნენ, მერე ისევ ზღვაში ამოზრდილ ამ დიდ ქვებს უბრუნდებოდნენ და გაუთავებლად ხტებოდნენ და ხტებოდნენ იქიდან...  ნათიც იღებდა და იღებდა თავისი საყვარელი MEN - cenon-ით.   შემიყვარდა იქაობა, ეზო, სადაც მეზობლები მუდამ ფუსფუსებდნენ, ასეირნებდნენ შვილიშვილებს ერთმანეთს ებაასებოდნენ თავიანთი საყვარელი კილოთი ,,რაფერ  ხარ ცა?"  ევკალიპტების ჩრდილით და სურნელით სავსე გარემო ... ყვითელი ავტობუსი და გზა ბათუმამდე  თავისი სასაცილო ისტორიებით და საინტერესო ტიპაჟებით-ადამიანებით, რომლებიც იმ კუთხის წეს ჩვეულებებს , ცხოვრების რიტმს