პოეტირად
იუმორით
(ვითომ ლექსი ,ვითომ პოეტისაგან)
რაღაცნაირად,
,,პოეტურად “ გათენდა დილა,
(რაღაცნაირი,
პოეტური იდგა ამინდიც)
მივდივარ,
ქუჩას მოუყვება ვიღაც ,,პოეტი “
და უფრო,
მსგავსად „პოეტების“ ადგამდა ნაბიჯს.
კიბის კუთხეში,
(როგორც სჩვევიათ)
ჩამოჯდა კრძალვით
და ისევ ისე ამაყად ეჭირა თავი.
გააბოლა და წამს შევატყვე, იყო „პოეტი“ სულით
და უფრო იმიჯით მოჰგავდა მაინც.
მეცნო და თითქოს ვერ ვიხსენებ ?
არის პოეტი?!
მაშ ქუდი ასე რად ახურავს, გვერდზე მოქცევით?
ცხოვრება უფრო იმიჯებით გახდა საზომი.
მეც მიკვირს, ისე დავაბიჯებ საზომ– საზომით
და პოეტებსაც კი ვცნობ ასე, აწონ– დაწონით,
რაღაცნაირად, პოეტურად იმიჯ – გაზომვით.
Комментарии
Отправить комментарий