К основному контенту

,, ლივლივა"

   ძველ დღიურს გადავავლე თვალი საიდანაც, ასე, ალეგორიულად რომ ვთქვა, ზღვის სუნრელი ამოვარდა. 
მეამა... 

   გამახსენდა შარშანდელი ციხისძირი , მაგდანა და მერი, ზღვასავით ბობოქარი ქალები
მე და ნათი ვიყავით მარტო და ბევრი საინტერესო ისტორია...
თვალუწვდენელი ლურჯი  ,, ლივლივა",  პლაჟი სადაც თითო ოროლა დამსვენებელი თუ გამოჩნდებოდა, იქვე შემწვარი ხამანწკები ,რომელთაც ჩვენი საყვარელი ,, სკალებიდან"  იღებდნენ იქაურები, ცეცხლს დაანთებდნენ შეწვავდნენ და ჩვენც მიგვიწვევდნენ, მერე ისევ ზღვაში ამოზრდილ ამ დიდ ქვებს უბრუნდებოდნენ და გაუთავებლად ხტებოდნენ და ხტებოდნენ იქიდან...  ნათიც იღებდა და იღებდა თავისი საყვარელი MEN - cenon-ით.

  შემიყვარდა იქაობა, ეზო, სადაც მეზობლები მუდამ ფუსფუსებდნენ, ასეირნებდნენ შვილიშვილებს ერთმანეთს ებაასებოდნენ თავიანთი საყვარელი კილოთი ,,რაფერ  ხარ ცა?"
 ევკალიპტების ჩრდილით და სურნელით სავსე გარემო ...
ყვითელი ავტობუსი და გზა ბათუმამდე  თავისი სასაცილო ისტორიებით და საინტერესო ტიპაჟებით-ადამიანებით, რომლებიც იმ კუთხის წეს ჩვეულებებს , ცხოვრების რიტმს ,თუ სოციალურ მდგომარეობას ყველაზე კარგად ავლენდნენ.

  გზაში დიდი სარეკლამო დაფა 45 ( და არა 405 ან 4005)  ადამიანის დასაქმებით რომ იწონებდა თავს  - ,,დასაქმდა 45 ადამიანი" (რას იზამ ჩვენს ქვეყანში ხომ ისევ რჩება ნომერ პირველ პრობლემად დასაქმება)

 პტარა კაფე, სადაც ყავა მოგვართვეს კეთილმა  ქალებმა რომლებიც ,წარმოშობით ხულოდან იყვნენ და იცოდნენ რომ მათი კაფეს წინ ეკლესია ძმებ ზუბალაშვილებს აუგიათ და ეს ყოფილა პირველი ტაძარი ბათუმში ,ოღონდ არ უნდა გვეკითხა ვისი სახელობისა იყო ეკლესია , რადგან მაინც არ იცოდნენ ,რაკი მუსულმანები იყვნენ.

   არც ტურისტი ვიყავი არც დამსვენებელი ის ათი დღე ვიცხოვრე როგორც იქაურმა და ამიტომ შემიყვარდა არა მხოლოდ ზღვა და სანაპირო არამედ ქუჩები, სადაც დავდიოდი , სახლი სადაც ვცხოვრობდი, ეზო და ეზოს ძაღლებიც კი ,მეზობლები მოკლედ ყველაფერი პეტრას ციხიდან დაწყებული...

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...