К основному контенту

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.
     12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...

   სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.
  ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.

   ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობასთან ერთად გამივლის, თუმცა ზოგჯერ, მომენტალურად, მეცემა მძაფრი სუნი. ქუჩაში თუ შენობაში უეცრად  და მერე ვეძებ გონებაში, საიდან მეცნობა ან რატომ მახსოვს, ბოლოს ვხვდები, რომ ეს მახსენებს ადრინდელ საერთო აბანოებს, თავისი სპეციფიკური, ალბათ ქლორის სუნით. ჩვენს ქალაქში რამდენიმე იყო,  მე, ბავშვი, არ ვიცი რატომ წამიყვანეს საერთო აბანოში, მახსოვს როგორ ვაკვირდებოდი, თეთრი კაფელით მოპირკეთებულ, ერთმანეთისაგან ტიხრებით გამოყოფილ საშხაპეებში შიშველ ქალებს, რომლებიც წყლის ჭავლით ცდილობდნენ სხეულის გასუფთავებას. ჩემთვის, ყველაზე მეტად, ეს ასახიერებს კომუნიზმს. საერთო აბანო თავისი ათასგვარი გადამდები დაავადებებით, ბანაობა ყველაზე ინტიმური მომენტია, მაშინ კი ესეც საჯარო იყო.



    სუჩუმე ვარდება, მხოლოდ ბავშვების წამოძახილები, პერიოდულად, მობილურ ტელეფონს ვერ იყოფენ. უცებ ვხვდები, რომ ძალიან კარგია, როცა შეგიძლია ადგე და წახვიდე, უცხო მხარეში,  უცხოდ! 

Комментарии

  1. რა კარგი იყო <3

    ამ სეზონზე მეც ძველ დროზე და ადამიანებზე ვფიქრობ სულ. რა უსაშველო სევდას ტოვებს ის, რაც მატერიალურად აღარ არის და მარტო გონებას ახსოვს.

    დრო რომ სწრაფად გარბის, ესეც ძალიან მანაღვლიანებს.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დროის დინება ... თინი, ჩემთვის ასე დაიწყო , რომ წარსულს ახლას ეს სევდა ... ზოგჯერ გამოუთქმლი , თუმცა შეიძლება ძალიან ცხადი , სიტყვებსაც რომ არ საჭიროებდეს .

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

პარალელები

    ზოგჯერ რთულდება ყველაფერი, ზოგჯერ არც ისე,  ხან კი, სრულიად უმიზეზოდ, მგონია,  რომ ყველაფერი გადასარევადაა.    დიდ ხანს ვიკავებდი თავს, თითქოს არ მინდოდა მეთქვა, რომ ზაფხული არ მიყვარს, ყველაზე ,,მშრალი" პერიოდია ჩემთვის. როცა, გამოწურული ლიმონივით ვგრძნობ თავს.  ვერც ვერაფერზე ვფიქრობ. გამომშრალი ვარ. თითქოს მზემ ამოაშრო ცხოვრების ენერგიაც, რიტმიც, ხალისიც, ვიწყენ.   დღეს შემთხვევით წავაწყდი  2007 წლის ჩანაწერს, სადაც ზუსტად  იგივე ემოცია მაქვს, რაც ახლა ,  ასე იწყება:     2007 წლის 9 ივლისია, ხუთის ოცი წუთია, ზაფხულის ცხელი დღეებთან შედარებით დაბალი ტემპერატურაა, ამიტომ ძალიან არ ცხელა. ამინდზე არ ვწუწუნებ.    ღია ფანჯრიდან ქალაქის გუგუნი ისმის, ფარდის ჩრდილი მთელ საწოლს ეცემა. დასასვენებლად წასვლას არ ვგეგმავ, კვლავ მარტოობა მაწუხებს და იმედებს სადღაც ,  ქარში ვერეკები.   დღები ძალიან გვანან ერთმანეთს, დრო მენანება, სიახლეს ველი, თითქოს ყოველ წუთს და ყოველ წამს შეიძლებ...