К основному контенту

Сообщения

Сообщения за март, 2011

ცა და ფიქრები

გული უნდა გქონდეს ცასავით კრიალა ,სული სულ მთოლვარე... ცას გავს ადამიანი, ფიქრი ღრუბელივით მოდის და მიდის... უცებ, რომ მკითხავენ, ვინ ხარო ? ვიბნევი. და პირველი რაც მოდის პასუხად ეს არის –ადამიანი, თუმცა ეს პასუხი, სულაც არ აკმაყოფილებთ. ადამიანობა კი, ცოტა არაა, ბევრს ითხოვს , რთულია ადამიანობა ...ცხოველს არ უნდა დაემგვანო , მასთან ისეც ახლოს ხარ ,აზროვნება უნდ შეძლო ... არა და მარადისობის კანონი ხომ, უკვე გამოიგონა ნოდარ დუმბაძემ. მისი ფორმულა კი ასეთია :"ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული ,იმდენად მძიმე რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია ,ამიტომერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ ,სანამ ცოხცხლები ვართ,რომ იმ ერთის გარდაცვალების მერე მარტონი არ დავრჩეთ!'" ნოდარ დუმბაძის მზემ კი თქვა:"გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით. "და უცებ ამოვიდა მზე-ლამაზი ,მაღალი, თბილი, ოქროსფერი, ცოცხალი, და მაცოცხლებელი. თქვა თავმდაბალი სალამი, მერე გაიღიმა , გაიცინა , გადაიხარხარა , და აშრიალდა ტყე, აყივლდა მამ

სევდა მაქვს

ბავშვობის ფერი თმებივით, დამცვივდა წლები... ადრე მოყოლილი ზღაპრებივით, გაქრა იმედები ... მოწმენდილ ცაზე გაჩნდა ქუფრი. ღრუბლები შეეჯახა ერთმანეთს და წვიმად გადაიქცა. მოკლედ, ზღვამ და ცამ გამინაწილა... და მარტო მიმაგდეს, მაგიდის კუთხესთან, სადაც საფერფლე ნესტოებს წვავს... ყველას საქმე გაუჩნდა და საქმიანი გახდა გარემო. ყველას, ჩემს გარდა... უზომოდ მოსაწყენია, პატარა ქალაქში ცხოვრება, სადაც ყველა - ყველას იცნობს და სადაც, მხოლოდ ნაცნობი გარემოა, ნაცნობი სახეებით და ნაცნობი ჟესტებით. სიამოვნებით გადავსახლდებოდი , რომელიმე დიდი ქვეყნის, დიდი ქალაქში. წასაღებად გადავარჩევდი, ნივთებსა და მოგონებებს. მეყოლებოდა სამი ან ორი , ახლად შეძენილი მეგობარი, გაბნეული, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში. თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და ახალ ფეხადგმული ბავშვივით, ვისწავლიდი ურთიერთობებს , რომ აღარავინ მომატყუოს. მაგრამ... მოსაწყენია პატარა ქალაქში ცხოვრება... და თუმცა , ვინ იცის? იქნებ ასეც მოხდეს!

ძველი გემო

ულამაზეს ბარათაბს ვკითხულობ, ძველებს, უკვე გახუმებულებს . თუმცა, ჩვენს ძველ ალბომში, საპატიო ადგილს იკავებს, მაინც. ბავშვობიდან მიყვარდა მათი, ლამაზი, ნახატების თვალიერება , ახლა კი სიტყვები გახდა უფრო საინტერესო, ემოციებით დატვირთული. აქ ხომ ემოცია "სმაილით" არ არის გამოხატული, არამედ კალიგრაფიით, აღელვებისას ოდნავ აჩქარება ეტყობა ნაწერს ,სუნთქვაცაა თითქოს ჩაყოლილი. მიყვარს ძველი ალბომები, ძველი ბარათები... ამ ბოლოს, დამჩემდა, სტუმრად რომ მივდივარ , უკვე უნებლიეთ ვითხოვ, ძველ ალბომს და ფოტოებთან ერთად გახუმებულ წერილებსაც ვეძებ , თან ვიცი, რომ აუცილებლად შემხვდება აჭრელებული მარკებითაც კი: "გილოცავ ახალ წელს დაესწარი მრავალს ,ეს წელი ყოფილიყოს შენთვის სიახლის მომტანი..." ან კიდე :'გილოცავ გაბედნიერებას...' გილოცავ დაბადების დღეს გისურვებ უღრუბლო ზეცას , მშვიდობას კეთილ მომავალს , ჯამთელობას და ა.შ. და იცით ისინი შეიძლება 30 ან 40 თუ 50 წელსაც კი მოიცავდეს .ეს ნაცნობობის, ახლობლობის,სიყვარულის 30,40,50 წლებია... ნოსტალგია შემომაწვა, ძველი დროის

ლეკსიკო-გრაფია

სიტყვასთან ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს. (ნაწილობრივ პროფესიის ბრალია) ბოლო დროს,  დავაკვირდი,  რომ მათი ამოჩემება დამჩემდა. მაგალითად სიტყვას- გასაგებია ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით, როცა ვამესიჯებ, მოკლეა და ლაკონურად ვაგებინებ ვისაც ვწერ, რომ ყველაფერი გასაგებია. უსუსური- როდის შემიყვარდა სიტყვა უსუსური? როცა მოვისმინე ფილმში "შერეკილები": "ოხ,რა უსუსური შეცდომაა" რა კარგად არის ნათქვამი , არა? შეცდომაც შეიძლბა თურმე, იყოს უ ს უ ს უ რ ი. რას გამოხატავს სიტყვა- მაშასადამე .ნეტა ვინ არის მაშა? მაგრამ , რომ არა გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები"კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა "და იქ მოყვანილი ეს უფუნქციოდ დარჩენილი სიტყვა: "და დავრჩი, როგორც სიტყვა მაშასადამე" ალბათ, მეხსიერებაში არც ჩამჩებოდა, ასე ხშირად რომ მახსენდება და გულში ვიმეორევ და დავრჩი ,როგორც მაშასადამე. ახალი ქართული კი თავისას გვთავაზობს :"ვახ, რა მაგარია" და იქნებ რბილია ... მოკლედ უმაგრესია რა... ან კიდევ სიტყვა- უ ძ ა ლ ი ა ნ ე ს ა დ , ისე მომენატრე უძ
"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო" დაჭკნა ვარდი,მისი სხეული,მისი სახე აღარ იყო ფითქინა, თითქოს აღარც ისეთი თეთრი, როგორიც ახალგაზრდობისას. სახეს ნაოჭები შეეპარა. თვალის უპეებს ბევრი ფიქრის კვალი დაეტყო. ფიქრებში უყვარდა, ეტრფოდა... ფიქრებში დედაც იყო, ძალინ კარგი დედა. გამგები მოსიყვარულე... თვალებში ეწერა ეს ყველაფერი.თვალები ამ ტკივილს ვეღარ მალავდა. ბავშვობაში, უფრო, დედა-შვილობანას თამაში უყვარდა თურმე.თვითონ იყო დედა, შვილები კი მისი ლამაზი თოჯინები. ცხოვრებაში კი დრო, როცა დედა უნდა გამხდარიყო, გაეპარა... ქალში ხომ, ყველაზე მეტი, დედა ჭარბობს!

დღეები უშენობის

მგონი, ვეღარ შევძლებ, ვეღარც ერთი, სიტყვის დაწერას ... მგონი, გამექცევა ფიქრები და კალამი გამშრალი იქნება ამ დროს! სხეულში კი სისხლი დაშრება უსიტყვობით. სულ არ იდარდებს, რომ მერე, მევე არ დავაბრალო: ეს ასე მოხდა, არა და ამაზე წინასწარ დამიწერია კიდეც -თქო. ისე გაიყინა ყველაფერი, ემოციები დაიცალა და გული თითქოს აღარ ძგერს, ისე გაუჭირდა ატანა ამის! სამაგიეროდ, დრო ფეთქავს , მიჰქრის ... ვინ შეაჩერებს დროს... ვინ ბრიყვი... დროს კი ვერ მიაქვს ვერაფერი, ვერ ასწრებს, არ ვატნევ , მხოლოდ დღეები უშენობის... მერე მოხვალ და გვიან იქნება ... არ დაიჯერებ. იტყვი რატომო? პასუხები, ჭრელი ქსოვილივით, მძიმე იქნება მოსასმენათ. მაინც ვერ გაიგებ და წახვალ გულმოსული.