К основному контенту

Сообщения

Сообщения за ноябрь, 2015

როცა ასეთი ნოემბერია

     ჩუმად ვარ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდეს, მაგრამ მსმენელის გარეშე დავრჩი . ზუსტად ასე გამოვიდა რა,  ამის წინ რაღაცაზე უცებ აყაყანდნენ და მე, სწორედ ამ დროს, ჩავილაპარაკე , ძალიან მიჭირს ასე რომ გრძელდება ჩემი ცხოვრება, ერთი ხაზივით. მინდა შეიცვალოს რამე და ვერაფერს ვცლი, ძალიან მწყდება გული -თქო, არავის გაუგონია, იმ ხმაურში დაიკარგა ჩემი სიტყვები. მერე ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა . ვერავინ რომ ვერ გაიგო რა ვთქვი .     წვიმა წამოვიდა  და სიცივეც მოიტანა დადგა ქოლგების დრო, ფერადი ქოლგების, ახლა ჩემს  ჭაობის ფერ ქოლგაში, ბოლოებზე თეთრი ხაზები რომ დაყვება,  შებუზული მივიჩქარი სახლისკენ, გზაში არავინ მხვდება , არავინ მაჩერებს  და არც მეკითხება:-  სად მიგეჩქარებაო?  საღამოს ყველა ერთ ოთახში ბუხართან იყრის  თავს და მაინც ყველა თავის სტიქიაშია , თითქოს ერთმანეთისთვის არ ცალიათ.   წვიმს ისევ და შემოდგომის თქეში ჩემს ბეჭებზე ისე გადადის , როგორც მძიმე ჯაჭვი, წვიმის ცრემლების, შეგრძნება მაქვს, წვრილი ძაფების თრთოლვის. გულში,  დღეს წაკითხულ ლექსს  ვიმეორებ, ავტორი სალომე ბენიძეა.