К основному контенту

Сообщения

Сообщения за ноябрь, 2012

განწყობების ფეიერვერკი

საახალწლო განწყობას  ვგრძნობ,  ნელ - ნელა  როგორ მიახლოვდება.  მე კი მეშინია შარშანდელივით არ დამემართოს, ადრე გაღვივებულმა ემოციებმა მალე რომ გამიარა, თუმცა იქ ,,სხვა" მომენტების ბრალიც იყო რაღაცეები, მაგრამ ისე კი მოხდა, რომ ნოემბერის თვეში შექმნილი საახალწლო სურვილები  დეკემბერში ისე მძაფრად აღარ შემრჩა.   შარშან ნოემბერი  წვიმიანი და ცივი იყო. თოვლიც მოვიდა და ზამთარიც ადრე დადგა, ამიტომ ამან ძალიან იმოქმედა ჩემს სახალწლო განწყობაზე, მგონი მეჩქარებოდა კიდეც ახალი წლის მოსვლა და ამიტომაც მალევე დამეკარგა მერე ის განწყობა.   წელს ასეთი გასართობები ვიპოვე. აუცილებლად ვაპირებ გავაკეთო სურათზე მოთავსებული ნაძვის ხე,  ფერად ღილებით მორთული. მანდარინის ვარდებიც არ არის ცუდი იდეა, თუ გამომივიდა.   ასე რომ, განწყობების გასაღვივებლად, უფრო მომზადებული ვარ და საკუთარი ხელით ნამზადს, იმედი მაქვს, უფრო დამიფასებს  2013.          ადრე ბავშვობაში დეიდაჩემი, დეიდაშვილები, რომელთან ერთადაც ვატარებდი ახალი წლის დღეებს, ღია ბარათებით გვილოცავდნენ მის დადგომას. წელს ვა

ლირიული გადახვევა

    მას სევდის ფერი ჰქონდა თვალები. დღე იყო მშვიდი.  მქონდა სურვილი, ჩემი ოცნებების მისთვის გამხელის და იქვე მივხდი, რომ შეიძლებოდა დამეკარგა ისინი, მათი დაკარგვა კი არ მინდოდა.  ახლა ვზივარ და ველი ახალ დროებას, რომელიც ალბათ ოცნებების დროს მიისაკუთრებს და  რეალობისკენ გადამიყვანს. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე     ლირიული გადახვევა იყო ეს. ბავშვობიდან მიყვარს ლექსების კითხვა და ლირიული გადახვევები. კლასელმა ამაზე დამცინა და მე ვერ მივხდი რას ხედავდა მასში დასაცინს, პოეზიის ხუთი წუთი შევარქვათო სხვებს უთხრა. თავად არ უყვარდა ლექსები, მაგარამ ალბათ ვერც იმას ხვდებოდა, რომ სხვის, ამ შემთხვევაში  კლასელის აზრისთვის, რომელსაც მეგობრად თვლიდა,  პატივი  ეცა. სამაგიეროდ უაზროდ, სიცილით კვდებოდა და მოყვანილ აზრებს საერთოდ არ უკვირდებოდა.      ეს ახლა ნაკლებად მაღელვებს, თუმცა დღემდე მახსოვს, ჯერაც  არ დამვიწყებია.   ნიკო ლორთქიფანიძის ეს სიტყვები მახსენდება: ,,რანაირია ადამიანი, ფიქრობდა ალკიბეადესი, ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი ხსოვნით კი ცუდი უფრო ახს

გიორგობის თვეში

   ისევ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ოჯახში, სტუმრებთან ერთად, სამსახურში თანამშრომელბი. ისევ ,,გადამრჩენის თვალით" შევყურებთ ამ ვაი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს და გავიძახით:  - გვეშველება რამე?!   მე, უკვე კარგა ხანია, მაღიზიანებს საუბრები პოლიტიკაზე, ჩვენი ეს, უსასოო მდგომარეობა. ამის წინაც დავწერე აქ, რომ ყოველნაირად ვარიდებ თავს პოლიტიკას. როცა მასზე იწყება საუბარი ვდგები და გავდივარ, სხვა რამის კითხვას ვიწყებ, მოკლედ, როგორც შემიძლია ისე გავრბივარ შექმნილი რეალობიდან. ჯერ ახალი დანიშნულია ხელისუფლება და წინასწარი კომენტარებისაგან თავს ვიკავებ. მინდა ძლიერი, ჭკვიანი პოლიტიკოსებით გამოირჩეოდეს ჩემი ქვეყანა, ასევე ძალიან მინდა განვითარდეს კერძო ბიზნესი და შეიქმნას ბაზარზე დიდი მოთხოვნილება მაღალანაზღაურებად სამსახურებზე, პროფესიონალების და ზოგადად შრომის მოყვარე ადამიანების დასაქმებისა. ვისაც უყვარს მუშაობა, არ წუწუნებს ბევრი საქმის გამო. მონდომებული ადამიანი ყოველთვის შეძლებს გახდეს პროფესიონალი. დღეს თანამშრომელმა მომიყვა მისი მამიდაშვილის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო კომ

ფოთოლცვენა

    გარეთ თბილი, თბილი და კარგი ამიდია, სეირნობა რომ მოგინდება, გული სახლში რომ არ გაგიჩერდება, ფანჯრები რომ შემომიმსხვრია  ისეთია, ცივი კედლები გვაშორებს მაინც. ფანჯრიდან ვუჭვრიტინებ თბილ მზეს და ოქროსფერ დღეს და გული მწყდება გასვლის მიზეზი  რომ  არ მაქვს. ხანდახან ხომ არის ისე, შენი თავი რომ გებრალება, იდიოტური შეგრძნებაა , მაგარამ ახლა მჭირს.  შემოდგომა ლამაზი დროა. გაზაფხულივით არ მიყვარს, შემოდგომა ხომ მაინც ფოთოლცვენის დროა, ფოთოლცვენის –– ბუნებაში და ადამიანების ცხოვრებაში, ჩემს ფოთოლცვენამდე კი, ალბათ გაზაფხული უნდა დადგეს... ამიდი განწყობაზე მოქმედებს, თანაც ასეთი, შემოდგომის თბილმზიანი ამინდი, მზე რომ მათბობელაა და აღარ გწვავს, გელამუნება. მაგრამ ამიდის გამო ცუდ ხასიათზე არასოდეს ვყოფილვარ. განწყობას პრობლემები მიფუჭებს, ისე ნებისმიერ ამიდში შემიძლია ჩემი კომფორტი შევიქმნა.     თუმცა, რომ ვნახულობ, შემოდგომაზე მეტი სურათები მაქვს გადაღებული ვიდრე გაზაფხულზე. ეს ფოტოები სამი წლის წინ გადამიღია 11 ნოემბერს . წყალტუბოში დეიდაჩემის ეზოში. აი ასე ვინახავ ყველას სათაურები

იქამდე შორია

       მახსოვს  ვიწრო გასასვლელი ზღვამდე, სილიანი პლაჟი და მერე საოცარი ზღვა, მის მერე რომ ვეძებ იმ ზღვას, იმ განცდებს, რომელიც  ბავშვობაში ჩამრჩა და იმ სოხუმში. თვითონ სოხუმი არ მახსოვს, საერთოდ ვერ ვიღდგენ გონებაში, მხოლოდ ოთახი სადაც ვცხოვრობდით და ზღვისკენ ვიწრო გასასვლელიანი ადგილი.  ადგილს, სადაც ჩვენ ცვხოვრობდით, კელასური ერქვა.                                                                          ბაბუაჩემის ძმა, რომელიც გეოლოგი იყო და იქ მოღვაწეობდა ზაფხულობით გვმასპინძლობდა ხოლმე, თვითონ კი კვირაში ერთხელ თუ ჩამოირბენდა სახლში მანდარინებით და ლიმონებით დახუნძლული.   როდის დავკარგეთ სოხუმი? ამ კითხვის პასუხად სულ მახსენდება დეიდაჩემის მოყოლილი ამბავი, ხშირად იხსენებს ქართულად ვერ დაილაპარაკებდიო, რუსების გარდა იქაურებიც არ საუბრობდნენ მშობლიურ ენაზეო, ქართულად რომ მიუმართავს მაღაზიის ნოქრისათვის თავიდან ყურადღება არც მიუქცევია, შემდეგ უპასუხია, ვის უნდა თქვენი ძაღლების ენაო. აი მაშინ დაგვიკარგავს აფხაზეთი. ძველი ქართული ფილმი  მახსენდება ,,მდგმურები". მას

ერთი საღამოს ფიქრები

     მოწყენილი საღამოა.     რაღაც მჭირს, მაგრამ ვერ ვამბობ.  სათქმელი არ მაქვს, სიტყვები მეცოტავება,  ვერ ვყვები, არ ვამხელ, მსმენელიც არ მყავს და ამ ყველაფრის გამო ვიწყენ. გვერდით ოთახიდან დედაჩემის ლოცვის ბუტბუტი მესმის. სიტყვებიდან ყველაზე მეტად იკვეთება  სიტყვა- ,,წმინდაო" და მეც ძალიან მინდება  ლოცვა.  მინდა მოსაუბრე, თუმცა ზუსტად ვიცი, შენთან არ მოვალ და არ აგიხსნი მიზეზებს, რომლებიც ბევრი მაქვს და ამიტომ სათქმელსაც ვიპოვიდი,  მაგრამ მაინც არ გეტყვი. ამაყი არ ვარ, მაგრამ არ მოვალ მაინც! შენ კი მელი. მელოდე რა. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე      სხვათაშორის ბევრი რამეა, რომელიც ვერ გავიგე. ასე გაურკვეველი დავრჩი, ნამდვილი სახელი ვერ დავარქვი. ჩემი ჰოროსკოპი კი იუწყება, რომ ქალწულებს უყვართ ყველაფრის დალაგებაო და აქ  ნამდვილად არ ტყუიან ვარსკვლავები, მარტო ნივთების დალაგება კი არ ვგიყვარს, ფაქტებისა და მოვლენების... იქვე წერია დეტალებიც კი არ რჩებათ შეუმჩნეველიო, თავად გამომიცდია ეს რომ ასეა. ბევრჯერ  ყოფილა ისეთი მომენტი ჩემს გარდა არავის, რომ არ შეუმჩნევ

აი ასე

   თითქოს საკუთარ თავში რაღაცას ვკლავ, იქნებ საკუთარ ბედნიერებას?   გაუცნობიერებლად ვეწინააღმდეგები კარგს, ალბათ უფრო შიშის გამო.  მინდა ცვლილება. თუმცა აქვე ვხვდები, რომ ამის დრო უკვე აღარ არის, რადგან დიდი ვარ საკმაოდ იმისთვის, რომ ბავშვობის ბევრი ჩვევა, რომელიც აღარ მომწონს შევცვალო. იყო დრო როცა ქალს კლავდნენ ქალში, არა მოკრძალებას, არამედ სირცხვილს ნერგავდნენ მასში.  ჩვენ, ასეთ ეპოქაში გაზრდილი მშობლების შვილები ვართ. დღეს კი მიწევს ბრძოლა მისი გადმონაშთებისაგან გასათავისუფლებლად.  დრო გადის.   დრო, რომელიც ყოველთვის გვართმევს წლებს და ამავე დროს გვმატებს მის გამოცდილებას,  რომელიც თავად  დაგვიგროვა. მე რატომღაც უკან ბევრს ვიხედები. არა და გუშინ ვკითხულობდი ბედნიერების რეცეპს, სადაც მნიშვენოლავი ადგილი ეკავა პუნქტს წარსულთან დაკავიშირებით და მკითხველს ურჩევნდნენ მალე დაშორებოდნენ მას. ნეტა ვინმეს თუ გამოდგომია მსგავსი დარიგებები?   მინდა აღმოვჩნდე უფრო ძლიერი და დავშორდე ყველა იმ ჩვევას, რომელიც ასე მღლის.   როგორც ვიცი ცრუდ მორწმუნენი წყალს ატანენ ცუდ სიზმრებს, მ

დღიური

    1  ნოემბერია, ხუთშაბათი,  ღრუბლაინი დილაა, მაგარამ არ წვიმს, ძალიანაც არ ცივა. ნოემბერი, თავის მხრივ, იტყობს ზამთრის მოახლოებას. თუმცა დღეს ეს ნაკლებად გამოდის მას, რადგან 21 გრადუსს აცხადებენ საინფორმაციოები.   დილით ხატიამ მოგვიყვა თავისი უცნაური სიზმარი. პატარა გოგოსთან ერთად ლიფტში გაჩხერილა, ლიფტს ცალი კედელი არ ქონია, მერე ბავშვი ვიღაცისთვის აუწოდებია და გადაურჩენია. ბოლოს თვითონაც გამოსულა. მე კი ინტერნეტში ვიღაცის ,,დილას" ვკითხულობ, როგორ ამზადებდა ბლინებს თავისი სამი შვილისთვის, რა დროს გადიოდა მეუღლე სახლიდან, შემდეგ შვილები და ბოლოს თვითონ. ერთ-ერთი დაჟინებით ეკითხებოდა თუ რატომ უწერს მასწავლებელი მასზე მეტ ქულას ისეთ ბავშვს, რომელიც უკეთ არ სწავლობს ვიდრე ის, ამით მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ის სხვებისაგან განსხვავებულია და საცოდავად მიიჩნევს?  ჯანსაღი აზროვნება მესიამოვნა, მეც გავთბი, უცებ მათ სახლში აღმოვჩნდი, ბლინებზეც დავეწვიე. მივხვდი, რომ ძალიან მინდა თბილი ოჯახი, სამი შვილით, ჟრიამული და სიცოხლის მძაფრი შეგრძნება. ოჯახში სწორი დამოკიდებულება ერთმა

ის ჩემშია

  დავიღალე და დავიცალე მოგონებებით. ნეტა ადვილი იყოს თქვა: ეს აღარ მინდა და მორჩეს, აღარ გაჩნდეს ის აზრი თავში. ასე განცდების და ემოციების შეცვლა რომ შეიძლებოდეს ან მართვა, ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ალბათ მაშინ ნამუსიც, ასე მძიმედ აღარ შეგვაწუხებდა. ნამუსი კი ის ქუდია, რომელიც ღმერთმა დაგვახურა და არ დაკარგოთო გაგვაფრთხილა. მე მიყვარს ღმერთი. ის ჩემშია, მინდა მივსდიო მას და არ დავშორდე.     ეს განცდა, ალბათ მეხმარება, რომ სხვა რელიგიების მიმართაც ვიყო უფრო კეთილგანწყობილი, ჯერ კიდევ პატარა ბავშვებს გვაინტერესებდა ებრაელთა სინაგოგაში შესვლა, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს არის და ჩემი მეზობელი ებრაელი მამაკაცები , პატარა ქუდებით, ყოველ საღამოს დადიოდნენ. მახსოვს ბავშვები ჩავირბენდით, ეზოში შევიდოდით, გარეთ ფანტანზე წყალს დავლევდი შიგნით შესვლას კი ვერ ვბედავდი, სხვები შედიოდნენ მე კი ვერა. რაღაც შიში მქონდა ასე ქურდულად შევპარულიყავი, რომ არ ეყვირათ და გარეთ გამოვეგდე. თუმცა, იქ  ჩვენ არავინ გვიყვიროდა.      იმაზე კი სულ ვფიქრობ, რომ კომუნისტური ათეიზმის ეპოქაში, როცა ჩვენს ეკლესიე