К основному контенту

ერთი საღამოს ფიქრები

     მოწყენილი საღამოა.
    რაღაც მჭირს, მაგრამ ვერ ვამბობ.
 სათქმელი არ მაქვს, სიტყვები მეცოტავება,  ვერ ვყვები, არ ვამხელ, მსმენელიც არ მყავს და ამ ყველაფრის გამო ვიწყენ.
გვერდით ოთახიდან დედაჩემის ლოცვის ბუტბუტი მესმის. სიტყვებიდან ყველაზე მეტად იკვეთება  სიტყვა- ,,წმინდაო" და მეც ძალიან მინდება  ლოცვა.
 მინდა მოსაუბრე, თუმცა ზუსტად ვიცი, შენთან არ მოვალ და არ აგიხსნი მიზეზებს, რომლებიც ბევრი მაქვს და ამიტომ სათქმელსაც ვიპოვიდი,  მაგრამ მაინც არ გეტყვი.
ამაყი არ ვარ, მაგრამ არ მოვალ მაინც!
შენ კი მელი.
მელოდე რა.
ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე
     სხვათაშორის ბევრი რამეა, რომელიც ვერ გავიგე. ასე გაურკვეველი დავრჩი, ნამდვილი სახელი ვერ დავარქვი. ჩემი ჰოროსკოპი კი იუწყება, რომ ქალწულებს უყვართ ყველაფრის დალაგებაო და აქ  ნამდვილად არ ტყუიან ვარსკვლავები, მარტო ნივთების დალაგება კი არ ვგიყვარს, ფაქტებისა და მოვლენების... იქვე წერია დეტალებიც კი არ რჩებათ შეუმჩნეველიო, თავად გამომიცდია ეს რომ ასეა. ბევრჯერ  ყოფილა ისეთი მომენტი ჩემს გარდა არავის, რომ არ შეუმჩნევია  არც თუ უმნიშვენლო რამეები, მერე ეს ისე მაკვირვეებს...
  არა, ის ყველამ შეამჩნია, შეასამჩნევი იყო და მიტოც. ტაძრის ეზოში ყველა ლოცულობდა მათ გარდა, ისინი ერთმანეთს ეფერებოდნენ და ეს არ ცხვენოდათ, სადღაც დაკარგულიყო მათი მოკრძალება. მოპარული იყო ეს გრძნობები, ნამდვილს არ გავდა, სხვას ეკუთვნოდა და აქ ქურდობას ჰქოდა ადგილი .ის ,,სხვა" კი კუთხეში იყო მიყუჟული და სულ ამაოდ ეგონა დაბრუნდებოდა და სულ უმიზეზოდ ელოდა, მიუბრუნდებოდა პატიების სიტყვებით, სინანულის ცრემლებით...
მაშინ ვიგრძენი, რომ ყველაზე მეტად დასაფასებელი გრძნობების რიცხვში დაწინაურებული ადგილი უჭირავს ერთგულებას. შეუფასებელია, საოცარი თვისებაა, მე მინდა გავხდე მისი უბადლო დამფასებელი. არა, ვიყავი კიდეც, მაგარამ მინდა აწი გავაორმაგო. :)
ბებერი დედამიწა კი ისე დაღლილია, აღარაფერს იკვირვებს.
მე კი, ჯერ  მაინც მიკვირს რაღაცეები.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...