К основному контенту

Сообщения

Сообщения за январь, 2013

card – ბუმი

      წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი უჯრებიანი სუფრა გადავაფარე სამზარეულოს მაგიდაზე. ოთახი გამოაცოცხლა, მსიამოვნებს მისი ცქერა. ზედ კი ბანკიდან მოტანილი ბარათები გავშალე.  ბანკები გიჟდებიან მათ გაცემაზე, ერთს მოითხოვ და იქვე რამდენიმე მოყვება საჩუქრად. ვითომ ძალიან გულუხვები იყვნენ. ასე თავიანთ შექმნილ პროდუქტებს ასაღებენ. არ მინდა მათი ,,მსხვერპლი" გავხდე, ამიტომ ჯერ ბოლომდე მინდა გავერკვე მათ ფუნქციებში და მერე გავააქტიურო  ან საერთოდ არ გამოვიყენო.     არა, ბარათების შემოტევაა ნამდვილად, ორი საფულე მაქვს ერთში ყოველდღიური ხურდა მიდევს, მეორე კი მთლიანად ბარათებს ეთმობა. ნაირ– ნაირი სახეობისაა:  აფთიაქის ზღარბი ბარათი, ზედ ვაშლებს ვაგროვებ, რამდენიმეჯერმე გამომადგა  ასე დაგროვილი ქულები, მაგალითად ჩემი ძმის საჩუქრისათვის ბარათის ქულებით გადავიხადე და C liven -ის ფირმის შხაპის ქაფი ავიღე, თვითონაც კმაყოფილი დარჩა და მეც.      უნიკარდი, რომელიც  უფრო უნივერსალური ხასიათისაა და სხვადასხვა ობიექტს ითვალისწინებს. ძირითად ბარათად შავი ავიღე, დამხმარედ თეთრი ფერის ბარათები ოჯახის

საოცნებო იდეები

    უკვ ე თითქმის გადაწყდა. საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება, ისევ უკან აბრუნებენ პარლამენტს . მ ისი შემადგენლობისათვის რთული აღმოჩნდა ორ ქალაქს შორის გაბმული ყოფნა, გარდა ამისა , მთავრობა და სამინისტროები, რადგან კვლავ რჩება დედაქალაქში, ამიტომაც  უაზრობად ეჩვენებათ პარლამენტის სხვა ქალაქში მუშაობა .      ჩვენს ქალაქს კი დარჩა საპარლამენტო შენობა, ესპანელი არქიტექტორის, ალბერტო დომინგო კაბესოს  მიერ აგებული     შე ნობა , რომლის   აშენებასაც  შეეწ ირა დედა–შვილის სიცოცხლე, რომლებიც მემორიალის დემონტაჟის დროს ასხლეტილ მ ა ქვ ამ იმსხვერპლა და დიდების მემორიალი.      ადამინის სიცოცხლესთან, მემორიალი რაღა სახსენებელია, თ უმცა გამოჩენილი მოქა ნ დაკის, მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევარი, ფაშიზმ ის დამარცხება ზე მიძღვნილი ძეგლი გახლდათ . ბევრი ადამ იანისათვის ის, ომის გმირებისა და ბოროტების დამარცხებას ნიშნავდა, ზოგისთვის ადგილს, სადაც საქორწილო ფოტოალბომისათვის   სურათებს იღებდნენ. მახსოვს, ბატონი მერაბი, მაშინ საინფორმაციო გამოშვებების ინტერვიუებში, გულდაწყვეტით საუბ

ალერგიული დღე

  ბოლო ბლოგის შემდეგ  ორჯერ დავიწყე წერა და ორივეჯერ პირველი აბზაცის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე. ხან ხასიათზე ვერ ვიყავი, ხანაც ხელი შემიშალეს. ერთი ასე იწყებოდა:    პოლიტიკაზე საუბარმა იკლო. ახალი მთავრობის პოლიტიკურ სვლებს, რათქამაუნდა ახლაც ყოველ წუთში გადმოსცემენ საინფორმაციო გამოშვებები, თუმცა მათი განხილვა ისე აქტიური აღარაა, როგორც პირველ ეტაპზე იყო, როცა ხელისუფლებას ჯერ კიდე ახალი და ,,ნორჩი" ერქვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდე არ ჩანს ტელევიზიებში ანალიტიკური გადაცემები, რაც გასულმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ძირიანად. აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე კარგი ანალიზისა და მოვლენების შეჯერებით მიღებული რეზიუმის, გამოთქმული ჭკვიანური აზრების მოსმენა  მიყვარს.   მოკლედ მინდოდა დამეწერა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვის ბუმმა ცოტათი მოიკლო-თქო, რომ ვერ ვიტან როცა ასე ვართ მიჯაჭვულები ამ საკითხების განხილვაზე და  უმრავლესობა რომ ჩართულია  ისე, რომ პოლიტიკოსებს ლამის აღარც დააცალონ მათი განხილვა. მეორე კი ასე იწყება:    დღეს გამახსენდა ბავშვობაში, რ

14 იანვარი

    მე ნამდვილად ვეკუთვნი თეატრის მოყვარულთა არმიას.  წარმოდგენაც მიჭირს ისეთი ადამიანების, რომელთაც თეატრი არ უყვართ.  სპექტაკლებს ვერ ესწრებიან.     ფარდა რომ აიწევა, სპექტაკლი რომ დაიწყება და სადღაც, აზრების კორიანტელში, რომ მიგვაქანებენ მაყურებლებს მსახიობები, სხეულში სიხარულის ჟრუანტელი მივლის. დიდ სიამოვნებას ვგრძნობ. მსახიობთა გულიანი თამაში მიყვარს და არა ისე, ფარდას რომ უყურებენ, როდის დაიწევაო, რომ სადღაც უკან კულისებში დაიმალონ.       14 იანვარი ქართული თეატრის დღეა .     პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წელს 14 იანვარს დიდი ქართველი მოღვაწის გიორგი ერისთავის  რეჟისორობითა და მონაწილეობით, დაიდგა მისივე პიესია ,, გაყრა".      2013 წლის 14 იანვარს იგივე სპექტაკლი , დავით დოიაშვილის რეჟისორობით ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე  წარმოადგინეს, თეატრალური კვირეულის ფარგლებში.  მე ვისიამოვნე როგორც სპექტაკლის ნახვით, ასევე სურათების გადაღებითაც. ფოტოკოლაჟი სპექტაკლიდან ,,გაყრა"

კვირეული

     ჩემს ძველ ,,ბლოკნოტს" გადავავლე თვალი და ვნახე, რომ ზოგი ისეთი ამონარიდებიც მქონია ჩაწერილი, რომელთა წაკითხვამ, დღეს აღარავითარი ზეგავლენა აღარ მოახდინა ჩემზე. თუმცა არის ასეთებიც: ,,თეატრი ერთადერთი ადგილია სადაც ღარიბები ზემოდან დაჰყურებენ მდიდრებს".     ახლა არ ღირს ყურადღების შეჩერება იმაზე, თუ ვინ ვის დაჰყურებს ზემოდან , რადგან ჩვენს თეატრში ისევ კვირეულია.   ქ. ქუთაისის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის საშუალებით ქართული თეატრის კვირეული იმართება, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. ბილეთები არ იყიდება, დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.  წარმოდგენილია :   კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ,სპექტაკლით „კოტე მარჯანიშვილი“;   ს.ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დ რამატული თეატრი, სპექტაკლით „პანთეონი“; მ.თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრატული თეატრი, სპექტაკლით „7პ.პ“; სოხუმის დრამატული თეატრი, სპეტაკლით „გუშინდელნი“; ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწი

ალილო

   ვემზადები ხვალინდელი ზიარებისთვი.   შობაა ზეგ, ხვალ ღამე კი ცისკრით შეხვდება ჩვენი ეკლესია  უფლის შობას.   ახლა კი განცდა მაქვს სიცილ - ტირილის.  ბავშვობაში მახასიათებდა სიცილ-ტირილი, ჯერ ტირილით ვიწყებდი და მერე სიცილით ვაგრძელებდი. ასე მემართებოდა, როცა რაღაცას მიშლიდნენ ან დამტუქსავდნენ, დედაჩემი სულ აღნიშნავდა ჯერ ტირი მერე იცინიო.      ზიარებისთივს მზადება კი აღსარებით იწყება, ცოდვების აღიარებით.  აღიარე შვილო ცოდვებიო, ასე მომართავს ხოლმე მამაო და მერე აღსარების საიდუმლოებას ინახავენ ისინი. შევცოდე მამაო-თქო ვამბობ და მეც ვიწყებ...    აღმსარებლები ბევრნი ვიყავით. რიგში ვიდექით, ნანა გამუდმებით წინ მაყენებდა დამინახავდა  მის უკან დამდგარს, იქვე წინ გადამიშვებდა. არაო მეუბნებოდა, ჩემზე წინ უნდა გაგიშვაო.    მას მეორე სახელსაც ეძახიან დოდოს, სამსახურში უფრო დოდოდ იცნობენ ტაძარში ნანად. არქივში მუშაობს, ერთხელ დავინახე კიბეებს როგორ ხვეტავდა. საოცარი ადამიანია, სიკეთის განსახიერებაა, სახეზე სიმშვიდე აქვს გადაფენილი, რომ შეხედავ მის გამომეტყველებას, უნებურად ნდობა და პატი