მე ნამდვილად ვეკუთვნი თეატრის მოყვარულთა არმიას. წარმოდგენაც მიჭირს ისეთი ადამიანების, რომელთაც თეატრი არ უყვართ. სპექტაკლებს ვერ ესწრებიან.
ფარდა რომ აიწევა, სპექტაკლი რომ დაიწყება და სადღაც, აზრების კორიანტელში, რომ მიგვაქანებენ მაყურებლებს მსახიობები, სხეულში სიხარულის ჟრუანტელი მივლის. დიდ სიამოვნებას ვგრძნობ. მსახიობთა გულიანი თამაში მიყვარს და არა ისე, ფარდას რომ უყურებენ, როდის დაიწევაო, რომ სადღაც უკან კულისებში დაიმალონ.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა .
პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წელს 14 იანვარს დიდი ქართველი მოღვაწის გიორგი ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით, დაიდგა მისივე პიესია ,, გაყრა".
2013 წლის 14 იანვარს იგივე სპექტაკლი , დავით დოიაშვილის რეჟისორობით ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგინეს, თეატრალური კვირეულის ფარგლებში. მე ვისიამოვნე როგორც სპექტაკლის ნახვით, ასევე სურათების გადაღებითაც.

ფოტოკოლაჟი სპექტაკლიდან ,,გაყრა"
Комментарии
Отправить комментарий