К основному контенту

ალილო

   ვემზადები ხვალინდელი ზიარებისთვი.   შობაა ზეგ, ხვალ ღამე კი ცისკრით შეხვდება ჩვენი ეკლესია  უფლის შობას.
  ახლა კი განცდა მაქვს სიცილ - ტირილის.
 ბავშვობაში მახასიათებდა სიცილ-ტირილი, ჯერ ტირილით ვიწყებდი და მერე სიცილით ვაგრძელებდი. ასე მემართებოდა, როცა რაღაცას მიშლიდნენ ან დამტუქსავდნენ, დედაჩემი სულ აღნიშნავდა ჯერ ტირი მერე იცინიო. 
    ზიარებისთივს მზადება კი აღსარებით იწყება, ცოდვების აღიარებით.
 აღიარე შვილო ცოდვებიო, ასე მომართავს ხოლმე მამაო და მერე აღსარების საიდუმლოებას ინახავენ ისინი. შევცოდე მამაო-თქო ვამბობ და მეც ვიწყებ...
   აღმსარებლები ბევრნი ვიყავით. რიგში ვიდექით, ნანა გამუდმებით წინ მაყენებდა დამინახავდა  მის უკან დამდგარს, იქვე წინ გადამიშვებდა. არაო მეუბნებოდა, ჩემზე წინ უნდა გაგიშვაო. 
  მას მეორე სახელსაც ეძახიან დოდოს, სამსახურში უფრო დოდოდ იცნობენ ტაძარში ნანად. არქივში მუშაობს, ერთხელ დავინახე კიბეებს როგორ ხვეტავდა. საოცარი ადამიანია, სიკეთის განსახიერებაა, სახეზე სიმშვიდე აქვს გადაფენილი, რომ შეხედავ მის გამომეტყველებას, უნებურად ნდობა და პატივისცემა გაგიჩნდება მის მიმართ. თხელი სახე აქვს, ტანმორჩილია, უკვე ასაკშია. მთელი ტაძრის მრევლს იცნობს, ყველას მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს და საოცარი ურთიერთობას ამყარებს ყველასთან, მთელი მრევლი მის მიმართ დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული. სხვანაირად არც შეიძლება. ადამიანი თავად ქმნი შენს ურთიერთობებს და სხვებს შენ უბიძგებ მოგექცენ ისე, როგორც ექცევი მათ, ამიტომ ის, ყველას რომ კარგად ექცევა, იგივეს იბრუნებს. ნანა ყოველთვის მშვიდია, გაწონასწორებული. კარგად იცის ეკლესიაში მოქცევის წესები და საერთოდ კარგად იცნობს მართლმადიდებულ  რელიგიას.
   კიდევ ერთი ქალი იდგა ჩვენს გვერდით, ჩქარობდა, ვერ ისვენებდა წასვლაც უნდოდა მოძღვრის ნახვაც, ვეღარ გაეგო როგორ მოქცეულიყო. ჩვენ გვეკითხებოდა ნეტა ხვალ მამაო თუ იქნებაო. და უცებ ნანას ეუბნება: - ძაან ბედნიერი ვარ, რომ არ გავთხოვილვარო, ძაან ბედნიერად ვგრძნობ თავსო, არ იჯავრო წამითაცო. 
  რას ამბობო, აღელდა ნანა, ეს რა ბედნიერებააო, ქალი ან აქ უნდა იყოს დედა ან მონასტერშიო.  
    მე არ გამიგონია ამ თემაზე საუბარი რატომ დაიწყო იმ ქალმა, ან მანამდე რა მოხდა, რომ ეს თქვა. თუმცა  შობაა და ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადება ეშმაკს ამარცხებს თურმე.
უფლის შობას გილოცავთ ყველას. იესო დაბადებულა ალილო.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ