К основному контенту

ფერები , ხაზები, ხატები

        ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.


   ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.

   პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.

   მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელიორის პროფესიაც  აინტერესებდა. 

  ახლა ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ცხოვრობს, თავისი, სამუშაო ოთახის, ფანჯრიდან დანახულ მთების ხედებს ხატავს, ასევე ნატურმორტებს, აკეთებს ორნამენტებს, მუშაობს თექაზე, ქმნის ახალს და რესტავრაცია აღდგენას უკეთებს ძველ ხატებს, რომლებსაც ისე მიყვება როგორც ექიმი ავადმყოფს, ყველას ინდივიდუალურად, რომ უნდა მიუდგეს.

თავისუფალ დროს იღებს სურათებს და მეგობრებისთვის კულინარიაშიც იყენებს მხატვრობას. 



ხატის შექმნა

  ,,ხატის დაწერის წინ სპეციალური ლოცვა იკითხება, ხატწერის ლოცვა, კურთხევა მეუფე კალისტრატესაგან მაქვს აღებული, ასევე თვით უწმინდესისაგან, როცა სამების ტაძარში სახარებაზე ვმუშაობდი, სხვა ხატმწერებთან ერთად. მე ბიზანტიურ სტილს ვირჩევ, ძალიან მიყვარს, ზედმეტად გადატვირთული არ არის, ფერია თუ ხაზია კარგადაა დამუშავებული, მაღალ დონეზეა აყვანილი, თუმცა როცა ქართველი ქმნის ხატს, ქართული სტილის გამოდის ნამუშევარი, ხასიათი ჯდება,  წარწერები ხომ უკეთდება?  ამიტომ ქართული გავლენა აქვს. 
  თუ ფერწერული ტილოს შექმნისას ხარ, აბსოლუტურად, თავისუფალი, ამ შემთხვევაში  არის მკაცრი ჩარჩო და თუ ამოვარდი იმ ჩარჩოდან, შენი ხატი, უკვე ხატი აღარ იქნება, ამიტომ მარტო ტექნიკურ მხარეს არ ექცევა ყურადღება, არამედ კანონიკის შესწავლასაც, რაც აკონტროლებს ხატის სწორად შექმნას. ეს ხომ ფერის ღვთისმეტყველებაა,  გადაშლილი სახარებაა, ბიბლიას უწოდებენ წმინდა მამები. ეს უწიგნურთა ბიბლიაა ანუ ადრე, როცა წერა-კითხვა არ იცოდნენ, ფრესკები იხატებოდა, სცენები ისახებოდა, რომელსაც ადვილად იგებდა საზოგადოება, იგივე ღვთისმეტყბელებაა ოღონდ ხაზებით, ფერებით და ალეგორიული ნიშნებით გადმოცემული, შენებურად ამიტომ ვერ შეცვლი. ამ ყველაფერს კი ცოდნა და განათლება ჭირდება, რაც პრობლემაა დღეს, დაკარგულია ხატების წაკითხვა. მხოლოდ მკვლევარებს შეუძლიათ, სამწუხაროდ.
ევვიპტეთ ლტოლვა ( მინიატურა)

        წმიდანი და მართალნი მშობელნი იოაკიმე და ანა

შენ ხარ ვენახი

ღვთისმშობლის ხატი
ღვისმშობლის ხატი


წმინდა ნიკოლოზის ხატი
ქუთაისის კვიპრიანეს და იუსტინეს ტაძრის აღსავლის კარის ფრაგმენტები
იოანე ღვთისმეტყველი

ლუკა მახარებელი


მახარებელი მარკოზი

წმინდა დავითი და კონსტანტინე  

წმინდა გაბრიელის ხატი

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი

    ადრე  დაფებსაც ჩვენ ვამზადებდით. ხის გათლიდან დაწყებული დაგრუნტვიდან, ლაქის დაფარვით, ახლა არიან თბილისში მოძღვრები, რომლებსაც აქვთ ხის სახელოსნო და ისინი ამზადებენ დაფებს, რომელზეც ხდება ხატის დაწერა.

     ხატი რომ შეიქმნას უნდა მომზადდეს დაფა, რომელიც იგრუნტება ცარცითა და წებოს ნაზავით, შემდეგ მოსამზადებელი ნახატი და ფერთა ჩასხმა, მერე ამოწერა და დამცავი ლაქის ფენით დაფარვით სრულდება. ხატი იხატება ტემპერის საღებავით. ამ საღებავს დიდი ისტორია აქვს.

  ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი, ძალიან მიდის ოქროსფერთან. ლაჟვარდი მიყვარს, იცი რომელია? გელათში ღვთისმშობლის ტაძარში რომ შედიხარ, აი იქაა, ფრესკებში, ძალიან მყვირალა ფერია. ახლა კიდე, ისე ვარ, თუ კარგად ჯდება, ყველა ფერი მომწონს.

   რესტავრაცია, ეს არის, ძველი ხატების მკურნალობა. აღდგენა უფრო რთული პროცესია, კეთილსინდისიერი ადამიანისთვის, ჯერ ფსიქოლოგიურად ეხები სხვას, აქ შენ უფლება არ გაქვს შენი სიტყვა თქვა, უნდა გააკეთო ის, რაც არის ტექნიკური მხარე, დიდია პასუხისმგებლობა, ძაან დიდ შინაგან განცდაზეა დამოკიდებული, რომ გაგიფუჭდეს საიდან მოიტან ძველია და სხვისია. მიმუშავია მე-17 საუკუნის ხატზეც, ძალიან რთულია, განსხვავებულია ხატწერისგან. შეიძლება ახლის დაწერას ერთი თვე მოვანდომო, მაგრამ აღდგენას ერთი წელიც კი დაჭირდეს. ვცდილობ რა ტექნოლოგიაც იყო ადრე ის შევინარჩუნო და ნაკლებად შევიტანო თანამედროვე მასში."
   
რესტავრირებული ხატები


მე - 18 საუკუნის  ხატი


იოანე ნათლისმცემელი  მე-  19 ს. ხატი


წმინდა ნიკოლოზი მე-19 -ს. ხატი



         აღდგომის ხატი     მე - 19 , მე  -20 საუკუნეები

  


  იოანე ღვთისმეტყველი, ჯრუჭის პროექტში რესტავრირებული ხატი მე-18 ს.

 მიმუშავია  

      ,,1997 წლიდან ვმუშაობ ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის აკადემიასთან არსებულ ხატწერის სახელოსნოში , ხატმწერად.

   2002 -2003 წლებში ვმუშაობდი წმ სამების სახარების მინიატურებზე რუსუდან ფეტვიაშვილის ხელმძღვანელობით,  შევასრულე 4 ფურცელი და მათ შორის 2 მთლიან გვერდზე , მირქმისა და აღდგომის მინიატურები.

  2006 წელს დავიცავი დიპლომი დაზგურ ფერწერის რესტავრაციაში, ამავე წელს მივიღე მონაწიელობა მარტვილის ტაძარში მონუმენტური ფერწერის რესტავრატორად.

  2008 წელს დავიწყე მუშაობა გელათის სასულიერო აკადემია და სემინარიის, ქრისტიანული ხელავნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე იკონოგრაფიისა და ხატწერის კურსის ლექტორად.

    ჩემს მიერ შესრულებული და რესტავრირებული ხატები დანაწილებულია ქუთაისის -გაენათის, მცხეთა- თბილისის, სამცხე -ჯავახეთის და სხვა ეპარქიებში.

    2015 წელს  ჯრუჭის მონასტრის კვლევა მიმდინარეობდა, სადაც ვიმუშავე სამ ხატზე, მოხდა ყველა ნივთის თუ წერილობითი წყაროს  შესწავლა, აქვე აღმოჩნდა სარესტავრაციო ხატები. ახლა პროექტი მორჩა."


 გამოფენა

    ,,თბილისში უფრო ნაყოფიერი იყო მუშაობა. გამოფენები იყო, წიგნი გამოიცა, სადაც ჩემი ნამუშევრებიც შევიდა, აქ კი გარემო არის ისეთი, რა ვიცი,  გამოფენა რომ მოაწყო, თითქოს ყველას ინტერესი აქვს დაკარგული მაგ კუთხით, თან საზოგადოებაც დიდად მზად არ არის ამის მისაღებად, შემფასებელიც ხომ უნდა, ჩვენთან ლუკმა პურს უყურებს ყველა და ვიღას უნდა ხელოვნება. 

   პრობლემაც ესაა გამოფენების დეფიციტი და ურთიერთობის ნაკლებობა ხელოვან ხალხთან, რადგან ეს არის ახალი ურთიერთობების და ახალი იდეების საწყისიც.
 გარდა ამისა, აქ ელემენტარულად მაღაზია არაა იმათ შესაძენად, რაც გვჭირდება, კი არის ერთი, მაგრამ ხატმწერებისთვის არაა შესაფერისი მასალები, ფუნჯებიც კი არაა ისეთი, როგორსაც მე ვიყენებ, აქაური ცხოვრება მკვდარია ფაქტიურად, ყველაფერს თბილისიდან ვეზიდები.  "

    სანამ გამოფენა  ან სივრცე იქნება, სადაც  თავის ნამუშევრებს დაუდებს ბინას,  მანამდე მისი ხელით გვანახებს ნახატებს.























ორნამენტები 

,, ვიყენებ ხელნაწერებში, უფრო მეტად , ასევე ლარნაკებიც შეიძლება მოიხატოს"











მეგობრისთვის მოხატული კომპაკ დისკი ( გელას დისკი)



 რა მასწავლა ჩემმა პროფესიამ

    ,,წინდახედულობა და ბევრი რამ, რომ მივყვეთ ალბათ ბევრ რამეს აღმოვაჩენთ კიდე და რასაც  გარემოება გვასწავლის პროფესიაა თუ ნებისმიერი რამ, ის ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. მე ყველაზე დიდ სირთულედ ადამიანთან დამოკიდებულება მიმაჩნია. ეს არის უდიდესი ხელოვნება, ურთიერთობების ხელოვნება. ყველაზე მეტად ადამიანს და მასთან ურთიერთობას უნდა გაუფრთხილდე. ყოველი შემთხვევისთვის უნდა ეცადო, რომ ურთიერთობაში ბალანსი დაიცვა, რომ ზიანი არავის მიაყენო ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური კუთხით. სახარებაც ამას გვასწავლის “ეკრძალენით თავსა თქვენსა ვითარცა უცხოსა“ ეს ნიშნავს იმას, რომ რაც შენ გესიამოვნება შეიძლება ამით სხვა დაანგრიო, ამიტომ დიდი წინდახედულობაა საჭირო ურთიერთობებში, როგორც სარესტავრაციო ექსპონატთან, რომ თავზე არ დაგემსხვრეს ყველაფერი.
   თუ ადამიანი თავის თავში ჩაფიქრდება და შინაგანი თვალით გადაწყვეტს სამყაროს შეცნობას, მიხვდება, რომ ეს ყველაფერი დიდი სიბრძნითაა შექმნილი. ერთი ბრძენი ამბობს: ღმერთი არ მიხილავს, მაგრამ მის ნაკვალევს სამყაროში ვხვდებიო. მართლაც ასეა ეს სამყარო ისეთი ლამაზი ფრებითაა და ფორმებით გაჯერებული,  არ შეიძლება ამას ავტორი არ ჰყავდეს და ეს ავტორი თვით შემოქმედია. ჩვენ, ხელოვან ხალხს, მისი ნამუშევარი დედნად გვიდევს თვალწინ.  ვსწავლობთ და გადმოვცემთ საკუთარს, იმ დიდი შემოქმედებიდან, რომელიც ღმერთმა აღასრულა, მიუხედავად იმისა აღიარებს თუ არა ამას ადამიანი!"


სამომავლო გეგემები და ოცნებები 
,, ვოცნებობ განვითარებულ საზოგადოებაზე და ქვეყანაზე, თუ გვეღირსა ოდესმე, სიახლეც კარგი იქნებოდა, საინტერესო შემოთავაზება და კარგი გარემო."
გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის ინახავენ, მეც მოვიტოვე თამარის კულინარიული ,,შედევრები" მას კი, ამ ტკბილ ფონზე, ვუსურვებ ტკბილ ცხოვრებას და წარმატებებს.














Комментарии

  1. კარგი იყო ირო საინტერესო ხატმწერი გაგვაცანი. მართალია თამარი ხელოვნება დღეს არავის იანტერესებს მითუმეტეს ქუთაისში, როცა ადამიანს უჭირს აღარ ეხელოვნება და არაფერი ეხალისება, ასე იკარგება ურთიერთობებიც... წარმატებებიიი

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. კი ხატი , ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი, სამჭუხაროდ მასეა , ხელოვან ადამინს ჭირდება, ყველაზე მეტად, წახალისება და სტიმული ცხოვრებაში.

      Удалить
  2. ირი, სრულიად გადარეული ვარ ამ ადამიანზე და მის შემოქმედებაზე !!!!!!!!!!

    მირქმის ხატი მომეწონა ძალიან !!!!!!!!!! სხვებიც არანაკლებად.

    რესტავრირებული ხატებიდან ბოლო რომაა, ისეთი ხატი არსად მინახავს. საოცრებაა.

    ორნამენტებიც ძალიან მომეწონა. დიდ საქმეს აკეთებ, რომ ეს ხელოვანი გაგვაცანი.

    კარედიც ხატებიც ძალიან მომეწონა. ნატურმორტებიც საოცარია, მსხლები რომ ძაფის გორგალებს გავს.

    რასაც თამარი აკეთებს, დიდი ღვაწლია. ღმერთი შეეწიოს მეტის გასაკეთებლად, ჩვენთვის, დედა ეკლესიისთვის და დიდი სამყაროსთვის.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი, ულამაზესი ხატებს წერს, ძალიან მომწონს, ფერებზე გიჟდება ეს ადამიანი და საბოლოდ ასეთ შედეგს ღებულობს, მეც დიდი წარმატებებს ვუსურვებ მას.

      Удалить
  3. უპირველესად მადლობა ავტორს რომელმაც ფართო საზოგადოებას გააცნო ეს აამიანი, ვინც იცნობს თამარს დამეთანხმება და ვინც არ იცნობს ყველას ვუსურვებ მის გაცნობას, თამუნა არის ადამიანი რომელიც ხელოვანია არა მარტო პროფესიით, ის ხელოვანია ადამიანებთან ურთიერთობაში მას შეუძლია სითბო, გაჭირვებისას სიყვარული გვედით დადგომა, ადამიანობა შეუძლია რომელსაც იშვიათად თუ ვნახავთ XXI საუკუნის საქართველოში. რას შეეხება მის პროფესიულ ხელოვნებას, თამამად შეილება ითქვას რომ საქართველოში მისი მსგავსი ხელოვანები თითზე დასათველელად არიან. მისი სახელი განთქმულია არა მარტო საქართველოს მაშტაბით დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ქართულ ხელოვნებაში მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ეს ნაკვალევი უფლის მადლით კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება და დაუტოვებს თაობიდან თაობას არა მარტო ხელოვნების ნიმუშევს არამედ ცოდნასაც.... მადლობა უფალს ასეთი ადამიანის გამოგზავნისათვის....

    ОтветитьУдалить
  4. ღმერთმა გაგაძლიეროს თამარ. უფლის მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეს

    ОтветитьУдалить
  5. tamar arachveulebrivi xar shen da shens nichs sazgvari ar aqvs <3

    ОтветитьУдалить
  6. გაიხარეთ, მეც თამარს დიდი წარმატებებს ვუსურვებ!

    ОтветитьУдалить
  7. ყოჩაღ თამარ !
    წარმატებები !

    ОтветитьУдалить
  8. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  9. მონატრებული სალამი იტალიიდან. წარმატებები თამარ!

    ОтветитьУдалить
  10. ძალიან ლამაზი ნამუშევრებია.წარმატებები თამუ...

    ОтветитьУдалить
  11. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

ტარხუნის პეროგი

    ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.  მასალად საჭიროა :  ერთი კონა ტარხუნა, 4,5 თავი ხახვი, 8 ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი ,  ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად.   მომზადებს წესი       მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვა