К основному контенту

Сообщения

Сообщения за Ноябрь, 2013

უნდა გაუძლო

ზოგჯერ ძალიან საჭიროა გაუძლო .
 გაუძლო რაღაცას...

 მაგალითად:  დროის გასვლას, მოწყენას,
 შეცდომის გადატანას, ცუდ ხასიათზე ყოფნას- უჟმურობას,
მარტოობას, შენთვის არასასურველ გარემოში ყოფნას,
რიგში დგომას, მონატრებას, ტკივილს,
 უკეთესის მოლოდინს, ( საერთოდ რაიმეს მოლოდინს) ,სიკვდილს...

საჭიროა, ასეთ დროს, საკუთარ თავში მოძებნო ძალა , რომ გაუძლო.

 ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება, შენ კი გრჩება განცდები, ცუდი ემოციების.
  მიყვარს პერიოდი, ამ ნარჩენებს, ბოლოს რომ ახვეტ, ვარდისფერი აქანდაზით და ჭრელ  ურნაში გადაუძახებ, სადაც ზუსტად იცი ხელს არასოდეს ამოურევ, რომ ამოძებნო.

მკერავის ოთახი

დაახლოებით ერთი სათია ვზივარ მკერავის ოთახში, რომელიც ჩემს კაბას ჯერ თავიდა არღვევს და მერე ისევ კერავს. სათავეს ამაგრებს, შლის, ბოლოს ისევ მაგრატლით აჭრის ზედმეტ ძაფებს. მაწოდებს, ცდილობს ტანზე მომარგოს, მგონი უფრო მოკლე გამოდის, ვიდრე ველოდი, ვიწროც, თუმცა დიეტა კვლავ აქტუალურია ჩემთვის, ამიტომ მაგას არაუშავს. სათავე აშკარად შეცდომითაა, ერთმანეთს არ ემთხვევა, ჭრა -კერვის პროცესი ისევ თავიდან იწყება. მოთმინებაა საჭირო.
    მდუმარებაში ჩაძირული ვეღარ ვსაუბრობ, მეც ძაფებით ვარ სავსე, ეს თეთრი ბიჭია , შავიც , მწვანე აღარ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, დღეს ისეთ ხასიათზე ვარ ყველას ერთად ვიშორებ, ვრჩები მარტო მკერავის ოთახში, სადაც არ ჩერდება საკერავი მაქანის ზუზუნი. ,,ძველი ზინგერი უკეთ მუშაობს, ახალი გაფუჭდაო" წუწუნებს. მეც ვეთანხმები, ჩანთაში ვიქექები, რომელშიც ძლივს ეტევა საფულე, ხელსახოცი, სავარცხელი,  ,,ბლოკნოტი", რომელშიც უამრავი ჩანაწერი მქონია, ზოგი ისეთი ძველია ვეღარ ვიხსენებ,  უამრავი ფურცლები დამგროვებია, აქვეა დიეტები, კექსის რეცეპტი, ზოგი უკვე უსარგებლო ინფორმაციაა…

მოგონებები

დაღლილ სახეზე ხელებს იფარებ და მალავ თვალებს, პირს, გამომეტყველებას, ხასიათს. ჰაერს ემალები, რომელიც გეხება.
      მოგონებებს არა აქვთ გზა, გარდა წარსულისა, მომავალი მათ არ უწერიათ.  მიიკუჭებიან სადღაც გადაკარგულ სამყაროში და როცა გგონია თავისთვის არიან,  აღარავის ახსოვს მათი არსებობა, მაშინ ამოტივტივდებიან ისევ ზედაპირზე, იწყებენ თავიდან ,, ბორიალს", აგიღერღავენ მოსაყოლს, სათქმელს ისე, რომ ვერ გებულობენ სად თავია და სად ბოლო.
   არ არის კარგი, რომ მათი მოკვლა არ შეგიძლია და გგონია მკვლელი ვერ გახდები. ფიქრის სამყაროდან ვერ დევნი , მდევარი ვერ ხდები, ცხოვრობ მათთან ერთად ამიტომ. ზოგჯერ ფიქრობ, ზედმეტ ხიზნებთან ერთად, ზოგჯერაც კი, ისე შეხმატკბილებული ხარ, სხვანაირად ვერც აეწყობოდი.
     და მაინც გჯერა მათი არსებობის საჭიროების, რომ შემთხვევით არ იყვნენ ისინიც, თუმცა რა დაგიტოვეს ამას ჯერ ვერ ხვდები ან ხვდები და არ უმხელ თავს, თუ ვერ...
   იქნებ არ ღირდა გახსენება, ახლა და ამის. ბოლოს ხომ მაინც ყველაფერი ფერკმთალდება მოგონებების ,,ბურუსში". შემთხვევით არა და მაინც ფერმკრთა…

,,ცხოვრება მშვენიერია" ღია წერილი მარისგან

Mari Pkhakadze

La vita è bella

вы можете себе представить как я живу? можете себе представить когда всё и все вокруг чужое? вы можете смеяться каждый день, когда хочется рыдать? вы можете смешить людей, чтобы им было хорошо, даже если после этого они назовут вас сумасшедшей? вы можете терпеть ревность, который лишен смысла? вы можете дышать вонючим воздухом? вы можете работать почти без выходных за смехотворную зарплату? вы можете быть рядом с чужой Матерью, когда ваша собственная давно без вас? вы можете слышать тиканье часиков в места сердцебиения? вы можете терпеть, когда ваше сердце больше не стучит и вы слышите толка тикание часиков? вы можете спать в постоянном шуме холодильника и наполовину открытом диване? вы можете дарит любовь и теплоту людям, которые считают это вашим долгом, потому что они вам платят зарплату? вы можете быть в дерьме и в прямом и в переносном смысле и говорит что всю хорошо? вы можете праздновать чужие праздники, поздравлять всех и всё время, когда они …

გულის ხმა

ჩემი ნოემბერი როგორია იცით? ძალიან თბილი, ცხელი ქაფქა ყავით და  ლიმონიანი ჩაით გაჯერებული,  შებინდებისას ბევრი სეირნობებით სავსე, ფეხებში გამხმარი, ფერადი  ფოთლების ხრაშუნით.

   აღარ ვაგრძელებ კამათს, აღარ მაინტერესებს რას ამბობენ ან რას იტყვიან, ვდგები და მივდივარ.     მიყვარს ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებები და არავინ თქვას რომ ნაუცბათევია, მე ვფირობ, რომ პირიქით, ბევრი ფიქრის შედეგია, როცა ფიქრობ ეს გზა აირჩიო თუ ის გზა. მერე ფიქრი გბეზრდება, თუ თავი გტკივდება ან ხვდები, რომ მაინც ვერ გადაწყვეტ რომელი? დგები და მიდიხარ იქ, საითკენაც გული უფრო გექაჩება. გულის ხმა ყველაზე კარგი ხმაა ალბათ, საკუთარ თავთანაც გამართლებული, გავყევი გულის ხმას? ყოველთვის არა და  დავრჩი გულდაწყვეტილი.
   იცით რაზე ვფიქრობდი დღეს? რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამქვეყნად უსიყვარულოდ , ნეტა ბევრი თუ ცოტა ? თუ არავინ ?  მგონი არავინ. თუმცა, ვიღაც ხომ მაინც უყვართ, ადამიანი ან თავის კატა ან ძაღლი , რა ვიცი ვიღაც ხომ უყვართ!
   რა მნიშვნელობა აქვს სხვას ვინ უყვარს, თუმცა დღეს ვფიქრობდი ერთ  ქალზე, რომელიც სამსახურ…