К основному контенту

Сообщения

Сообщения за февраль, 2015

ჩიტების დევნა

  სალონიდან მოვდიოდი,  დავინახე ბავშვები დასდევდნენ პატარა ჩიტებს , მინდოდა მეთქვა და გულში გავიფიქრე: ბავშვებო, ნუ დასდევთ ამ ფრთხიალა ჩიტებს, მათ  მაინც ვერ დაიჭერთ!  თუმცა მათ ეს დევნა უხაროდათ.    გზადაგზა მაღაზიების ფანჯრების ანარეკლში ვხედავდი   ახალ ვარცხნილობას, ოდნავ მოკლე ,, კარეა", უკან აჩეხილი, წინ სწორი.  თმას თუ გადავიწევ, უფრო ლამაზად დარჩება.    მომწონს და სახლშიც სარკეში,  ჩემს თავს ვუღიმი,  ვფიქრდები, ბოლოს გულიანად როდის ვიცინე ?    მახსენდება,  იყო ერთი-ორი სისულელე...    ყავა დამეღვარა და მწვანე ხალიჩა მოირთო ნალექის მირაჟებით, ვათვალიერებ ზოგი ცხენია, ზოგი ყვავილივით გადაშლილი ან გედი, არ ვიცი.     არასოდეს ვაკეთებ ამას, არასოდეს ვაბრუნებ ყავის ფინჯანს და მის გამხმარ ნალექში მომავლის ჭვრეტას არასოდეს ვცდილობა. ერთი მიზეზის გამო, მარჩიელობაა და ეს ცოდვაა.     ადრე, სტუდენტობისას, ერთხელ ვიყავი მარჩიელთან, პატარა გოგო იყო, სკოლის მოსწავლე, დარაბებ დახურულ, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა,  სანთლები უნდა მიგეტანა, სულ მეშინოდა ასეთი რამეების, ახლაც

მელოდიები

ზღაპრულ მელოდიებს დავაბრალებ ფიქრების აშლას!     გადავწყვიტე აღარ ავყვე ფიქრებს და მივყვე დინებას .  ბრძოლა უნდა შეგეძლოსო! ზოგი ისე ცდილობს საწინაღმდეგოდ იცუროს და თავის გადასარჩენად ნაპირზეც აღწევს.     თუმცა გამომეცალა ხელიდან, თითქოს, ყველა ნიჩაბი და აღარა მაქვს ძალა, რომ მოვუსვა.   პესიმიზმს აღარ ავყვები ალბათ და ოპტიმიზმისთვის ვიპოვი მელოდიებს.  რიტმულ მუსიკას გავიგონებ, რომ ვიხალისო.  გასულ წლებს უკან მოვაბრუნებ-თქო, ვერ შეგპირდებით, მაგრამ აღარ გავეკიდები თითოეულ დღეს და ვიქნები ყოველი დღით ახალის მომსწრე!    ბევრის მნახველი და ბევრის შემსწრე მე არ გამხვდარვარ, თუმცა მაინც მაქვს ერთი კალათი, სადაც ვაგროვებ სხვადასხვა დღეებს, წუთებს და წამებს, მოსაგონებლად, გასახარებლად ხან გულსატკენად.    ზღაპრიდან ამოკრებილი დღეებით კი აბა ვინ ცხოვრობს?! ეს მუსიკა კი ზღაპრულია, აბა რა არის ?!