К основному контенту

Сообщения

Показаны сообщения с ярлыком "ინტერვიუ"

მარჯვენა და მარცხენა

    2007 წელს, ქუთაისში, მწერალ გიზო თავაძის რედაქტორობით,  კატალოგი გამოიცა, სადაც  მხატვარ ეთერ ჩხიკვაძის ნამუშევრები შევიდა. ,, 2000 წლამდე მარჯვენა ხელით ვხატავდი, დამემართა ინსულტი, რადგან პარალიზებული გამიხდა მარჯვენა მხარე, ვხატავ მარცხენა ხელით." ამიტომ ალბომს  ,,მარჯვენა და მარცხენა" ეწოდა.  ავტოპორტრეტი    თავისი ნახატებიდან, ყველაზე მეტად, ავტოპორტრეტი მოწონს, ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო, ლექსების წერა ცხრა წლიდან: ,, ჩემი პირველი ნახატი, აღარ არსებობს, ეს იყო კედელზე შესრულებული, ღუმელთან განლაგებული, რამდენიმე ადამიანის სასაცილო ფიგურა. ბავშვობაში ვხატავდი ფანქრით, მერე ზეთის საღებავებით. ვაკვირდებოდი ყველაფერს, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მთვარეს, ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი შემგრძნებია საზოგადოების სულიერი მდგომარეობის. ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება იძლევა სხვადასხვა სურათს, საერთო ხედი, მაინც, ერთადერთია, დაკარგული ხალხი, მათხოვრები, განადგურებული, მიტოვებული უბნები, როდის იქნება მხოლოდ ღიმილი? არადა განცდა ღრმავ...

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...