К основному контенту

მაკულატურისთვის განკუთვნილი ფურცლებიდან

     ფურცლები ... მაგიდა სავსეა ,  ერთი ,  ორი , სამი ... ვითვლი კიდეც , ვალაგებ,  ვინახავ .
  ეს ბოლო დროა , ბევრი დოკუმენტია ჩემს ხელში, ზოგს ვხევ და ცალკე ვაწყობ, ზოგს მაწვდიან - მაკულატურაა , მეუბნებიან,  საჭიროს  ვინახავ.

    ვაგრობევთ უვარგისებსაც, მერე ნერგებში გადავცვლით და ჩვენი ძველი ფურცლებით  რამდენიმე ხის გადარჩენასაც შევძლებთ , მათ მაგივრად კი  ახალ წიგნებსაც მოგვცემენ.

   ოღონდ დაუთვალიერებლად არაფერს ვაგდებ, ვნახულობ რა წერია, რამე საჭირო საბუთი რომ არ გადავაგდო , ამის წინ პატარა დიალოგი ჩამივარდა ხელში , თავზე ინტერვიუ ეწერა.  ისიც მაკულატურას მივაკუთვნე , თუმცა მანამდე აქ გადმოვწერე.


- გეწყინა ?
- მეწყინა, კი.
-არ ელოდი ?
-თითქოს,  ამ პასუხს არ ველოდი , რაღაც განსხვავებულს ველოდი- თქო, მაგასაც ვერ ვიტყვი , მაგრამ ასეთს არ ველოდი.
 - იქნებ უფრო ხურმობით იყო ნათქვამი ?
 -შეიძლება, თუმცა , მგონი, ხურმობაშია ყველაზე მეტი სიმართლე.
 -რაო , როგორ გითხრა?
 -მე ვუთხრი,  როცა შეგხვდი და დაგინახე, ვერ გიცანი და ამიტომ არ ვიყავი დარწმუნებლი შენ თუ იყავი  -მეთქი, მან კი მიპასუხა: - მერე დაგეძახა და მე თუ არ ვიყავი, ის, სხვა, მაინც გაგაგონებდაო. სიტვა -სიტყვით ვერ ვიხსენებ და რაღაც ასეთი შინაარსით მითხრა და მეწყინა კი, ანუ სხვა მაინც იპოვეო ასე გამოუვდა.
- მიხვდა რომ გეწყინა ?
 -არა, მე ვუთხარი ,მადლობა ჭკუის დარიგებისთვის- თქო და არაფრისო , მიპასუხა , ამინდზე მკითხა თუ წვიმსო, თუ ცივაო , პასუხი გავეცი და მეტი არაფერი მიმიწერია, არც თვითონ, ისე გამოვედი საიტიდან არც დავმშვიდობებივარ.
-იქნებ იხუმრა და სულ არ უთქვამს საწყენად?
-რ ვიცი, ეგ მას უნდა კითხო.
-გიყვარს?
- არა, სიყვარულს რამხელა სიღმე ჭირდება უერთიერთობების სიღრმე , მის სულს , მის პიოროვნებას ძალიან ახლოს უნდა იცნობდე,  მე კი მას არ ვიცნობ , მომწონს, უბრალოდ. მინდოდა მასაც მოვწონებდი .

Комментарии

  1. ასე რჩება ხოლმე მაკულატურას ჩვენი მოლოდინები, იმედები და იმედგაცრუებები. . .

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...