К основному контенту

Сообщения

Сообщения за июль, 2014

მუსიკის როლი

   ისევ ამოჩემებებზე მინდა ვთქვა, ავიკვიატებ  ხოლმე სიმღერას და რაღაც პერიოდის მანძილზე, მხოლოდ მისი მომსმენა მსიამოვნებს.  ვგრძნობ, რომ ძალიან მტვირთავს.     მაგალითად hey you-ს  ვუსმენდი და დეპრესიის მაგვარი მომენტებიდან გამოვყავდი.  მერე, რაღაც პერიოდი, აღარ მახსოვდა, დავიწყებული მქონდა მისი მოსმენა.  შაბათს ნათიასთან ვიყავი, იქ  გელამ, მისმა მეუღლემ, მკითხა რას უსმენო? მოულოდნელი შეკითხვა იყო,  უცებ, დაუქფიქრებლად pink floyd-ის  hey you გამახსენდა და ვუპასუხე:  მეთქი ეს, ძალიან მიყვარს -თქო. გაუხარდა pink floyd -ის ორიგინალი  CD მაქვსო.  გავიდა,  მოძებნა, გამოიტანა გამაძლიერებლებით მაღალ ხმაზე მომასმენია, კარგი  იყო.     კლასიკად აღიარებული ფილმების დისკები მაქვსო, ფედერიკო ფელინის ,, გზა " მირჩია, პატარა კინოა და მთელი ცხოვრებაა ჩატეულიო. ადრე არც მე მომწონდა რამდენიმეჯერ ვუყურე და მერე მივხვდიო.  ცოტა რამ კინოებზეც ვისაუბრეთ. მეთქი, თქვენ ახლა გაქვთ დრო ფილმები ერთად უყუროთ, ცოტა ხანში პატარა აღარ დაგაცლით- თქო.   მგონი გაორმაგებული სიამოვნებაა საყვარელ ადამია

პარალელები

    ზოგჯერ რთულდება ყველაფერი, ზოგჯერ არც ისე,  ხან კი, სრულიად უმიზეზოდ, მგონია,  რომ ყველაფერი გადასარევადაა.    დიდ ხანს ვიკავებდი თავს, თითქოს არ მინდოდა მეთქვა, რომ ზაფხული არ მიყვარს, ყველაზე ,,მშრალი" პერიოდია ჩემთვის. როცა, გამოწურული ლიმონივით ვგრძნობ თავს.  ვერც ვერაფერზე ვფიქრობ. გამომშრალი ვარ. თითქოს მზემ ამოაშრო ცხოვრების ენერგიაც, რიტმიც, ხალისიც, ვიწყენ.   დღეს შემთხვევით წავაწყდი  2007 წლის ჩანაწერს, სადაც ზუსტად  იგივე ემოცია მაქვს, რაც ახლა ,  ასე იწყება:     2007 წლის 9 ივლისია, ხუთის ოცი წუთია, ზაფხულის ცხელი დღეებთან შედარებით დაბალი ტემპერატურაა, ამიტომ ძალიან არ ცხელა. ამინდზე არ ვწუწუნებ.    ღია ფანჯრიდან ქალაქის გუგუნი ისმის, ფარდის ჩრდილი მთელ საწოლს ეცემა. დასასვენებლად წასვლას არ ვგეგმავ, კვლავ მარტოობა მაწუხებს და იმედებს სადღაც ,  ქარში ვერეკები.   დღები ძალიან გვანან ერთმანეთს, დრო მენანება, სიახლეს ველი, თითქოს ყოველ წუთს და ყოველ წამს შეიძლება ჩემი ცხოვრება შეცვალოს. დარდების შემოტევას ასე ვუმკლავდები.    მეგობრები უცხო ქვეყნ

ბროში

  ვთიშავ კომპიუტერს და  ვდგები .  უკვე მერამდენედ გავიფიქრე ეს, მერამდენედ ?! არა, ახლა მნდვილად!  და ვასვენებ თვალებს, ვსწორდები წელში და ბეჭებზე მსუბუქ ვარჯიშს ვიკეთებ, რომელიც ასე, ძალიან მჭირდება.      უცნაური ამოჩემება ვიცი. შარშან ,,ის" ბიჭი მყავდა აკვიატებული, ახლა გულსაბნევები, სულ მათზე ვფიქრობ, რომელი უფრო ლამაზია, რომელი ჯობია, რა ზედას შევუხამებ ვერცხლისფერს და რომელს მოუხდება ოქროსფერი.   მერე  რა კარგი იქნება, ქუჩაში, როცა გავივლი და ჩემს ქუდს, კაშნს ან პერანგს დაამშვენებს, ასე, მთელი მონდომებით შერჩეული, ბროში.     გარეთ ზაფხულის ხვატია და დაზამთრებამდე მოვასწრებ ვიცი, არჩევას, ამ ფიქრსაც დავასრულებ, მერე ახალი გამოჩნდება რამე.

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.    ბევრი პატარა ყავდათ მოყვანილი საზიარებლად, ზოგი ისე ტიროდა,  ე