К основному контенту

მუსიკის როლი

   ისევ ამოჩემებებზე მინდა ვთქვა, ავიკვიატებ  ხოლმე სიმღერას და რაღაც პერიოდის მანძილზე, მხოლოდ მისი მომსმენა მსიამოვნებს.  ვგრძნობ, რომ ძალიან მტვირთავს.

    მაგალითად hey you-ს  ვუსმენდი და დეპრესიის მაგვარი მომენტებიდან გამოვყავდი.  მერე, რაღაც პერიოდი, აღარ მახსოვდა, დავიწყებული მქონდა მისი მოსმენა.  შაბათს ნათიასთან ვიყავი, იქ  გელამ, მისმა მეუღლემ, მკითხა რას უსმენო? მოულოდნელი შეკითხვა იყო,  უცებ, დაუქფიქრებლად pink floyd-ის  hey you გამახსენდა და ვუპასუხე:  მეთქი ეს, ძალიან მიყვარს -თქო. გაუხარდა pink floyd -ის ორიგინალი  CD მაქვსო.  გავიდა,  მოძებნა, გამოიტანა გამაძლიერებლებით მაღალ ხმაზე მომასმენია, კარგი  იყო.


    კლასიკად აღიარებული ფილმების დისკები მაქვსო, ფედერიკო ფელინის ,, გზა " მირჩია, პატარა კინოა და მთელი ცხოვრებაა ჩატეულიო. ადრე არც მე მომწონდა რამდენიმეჯერ ვუყურე და მერე მივხვდიო.  ცოტა რამ კინოებზეც ვისაუბრეთ. მეთქი, თქვენ ახლა გაქვთ დრო ფილმები ერთად უყუროთ, ცოტა ხანში პატარა აღარ დაგაცლით- თქო. 
 მგონი გაორმაგებული სიამოვნებაა საყვარელ ადამიანთან ერთად უყურო კარგ ფილმს.


ადრე,  ბავშვობაში, მსგავსი რამ მჭირდა No Doubt-ის Don't Speak.-ზე 



    

      მქონდა ეგ მომენტი, როცა კარგ წიგნს წავიკითხავდი, ფილმი მომეწონებოდა ან მუსიკა მერე მინდოდა გამეზიარებინა, მარტო ვეღარ ვიტევდი გრძნობებს.  თუ ვინმეს, ისეთს ვიპოვიდი, ვისაც ისე აღაფრთოვანებდა, როგორც მე, ძალიან მიხაროდა, ზოგს ვაძალებდი წაეკითხა და მიეღო ის სიამოვნება რის გამოც მე, ასე აღფრთოვანებული ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი.  ( ასე ბევრი წიგნიც დავკარგე, რადგან მერე აღარ მიბრუნებდნენ) გავიზარდე და ბევრ ბავშვურ თვისებასთან ერთად ესეც დავტოვე, ახლა არავის არაფერს ვაძალებ.  გემოვნებაზე დავა უკვე მეზარება, ჩემი გემოვნების თუ არ აღმოჩნდება ადამიანი სულაც არ მსურს მას ვუმტკიცო რა არის კარგი და რა ცუდი. საკუთარი ემოციების მოთოკვა მიწევს, რადგან როცა გისმენენ სულაც არ ნიშნავს, რომ გიგებენ. 

     გელას არ ვიცნობდი,  სულ რამდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს, პირველად მათ ქორწილზე. მე ნათიას მეჯვარე ვიყავი,  მეორეთ და მესამეთაც მათთან, თუმცა ის გვტოვებდა, რომ ჩვენ თავისუფლად გვესაუბრა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თუმრე მუსიკა, როგორ აახლოვებს ადამიანებს. 

 მუსიკა და ბევრი საუბარი ალბათ. :) 

 ახლა,  კიდე ვწერ და  ვუსმენ  Deep Purple - Sometimes I Feel Like Screaming

    
   
  
    

Комментарии

  1. "ძალიან მიხაროდა, ზოგს ვაძალებდი წაეკითხა და მიეღო ის სიამოვნება რის გამოც მე, ასე აღფრთოვანებული ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ( ასე ბევრი წიგნიც დავკარგე, რადგან მერე აღარ მიბრუნებდნენ) გავიზარდე და ბევრ ბავშვურ თვისებასთან ერთად ესეც დავტოვე, ახლა არავის არაფერს ვაძალებ. " ეს სიტყვები და საერთოდ ეს აბზაცი მგონია მე დავწერე !!! მეც რამდენი რამ არ დამიბრუნეს და როგორ გულწრფელად მინდოდა ჩემი აღტაცება გაეზიარებინათ .... ეჰ, რატომ გვგონია სხვები ჩვენნაირები და ყველაფრის ჩვენნაირად მიმღებები :((( თუმცა ახლა აღარ გვგონია ... :)

    კარგი ფილმი ურჩევია გელას :) "გზას" რომ ნახავ, "კაბირიას ღამეებიც" მიაყოლე ... მერე წლევანდელ ზაფხულს ამ ფილმებთან დააკავშირებ :)

    კაბირიას ბოლო სცენა და ჯულიეტა მაზინას ტალანტი ერთად... კარგი რამეა. ფელინის თუ გაყვები მერე იქნებ ამარკორდიც ნახო თუ უკვე არ გინახავს და იქაც ბოლო სცენა - ქორწილი გაიხსენო. მხატვრული ტილოსავითაა. იქ ეს მუსიკა ჟღერს, უსინათლო აკორდეონისტი ასრულებს:

    https://www.youtube.com/watch?v=XeMOzXa4IxA

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. აუცილებლად ვნახავ , მადლობა თინათინ ასეთი კარგი რჩევებისთვის. კარგი მელოდიაა, ვისიამოვნე :)

      Удалить
  2. Together we stand, divided we fall, we fall.... პინკ ფლოიდისნაირი ჟღერადობის მუსიკა არცერთ სხვას არა აქვს. თუმცა შეიძლება ოდნავ რადიოჰედი ჰგავდეს რამდენიმე კომპოზიციით - ჩემი "ახალგაზრდობის" სიყვარული :-)

    ნამდვილად. ბავშვი ისე დაღლით, ფილმები კი არა... საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ამიტომ ბავშვამდე უნდა ნახოს ადამიანმა ბევრზე ბევრი ფილმი, დატკბეს მუსიკით, წაიკითხოს ბევრი წიგნი და მერე გული აღარაფერზე დასწყდება, მშვიდად დაიძინებს, როცა ამის საშუალებას მისცემენ ჰაჰა

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნამდვილად სოფი, ამ დროთი უნდა ისარგებლონ.

      Удалить
  3. ერთი დიფ ფარფლი არ მყვარებია არასოდეს და აი ფლოიდებს გუშინწინ ვუსმენდი. ყველაფერს მოვუსმინე მგონი :D
    ჰეჰ, no doubt-ის don't speak-მა ბავშვობა გამახსენა :)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მიხარია , რომ ჩემს გარდა, კიდე არიან ვისთვისაც no doubt-ის don't speak ბავშვობის გახსენებაა.

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ