К основному контенту

Сообщения

Сообщения за ноябрь, 2014

ნოემბრის დასასრული და ლენონის მუსიკის თანხლებით გასული დღე

    ,,ჯონს უყვარს იოკო,  იოკოს უყვარს ჯონი."    ჯონ ლენონის და ამ იაპონელი იოკო ონოს სიყვარულის ამბავი იცის მთელმა მსოფლიომ,  ეს წარწერა კი საწოლის თავზე ჰქონდათ გაკრული.    რაღაც ხიბლში აღმოვჩნდი დღეს სიყვარულის, გრძნობის ხიბლში, რომელიც არ არის დამოკიდებული გონებაზე, სადაც ირიცხება აზროვნება და არსებობს მარტო გრძნობა, გულის კარნახი, მიზიდულობის ძალა, სურვილი და არავითარი სხვა, სხისი აზრი თუ საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები. ამ გრძნობის მჯერა მაშინ, როცა არაფერს  არ ემორჩილება, იცის  რომ სურს ის და არავინ სხვა.     ხო კიდე, იოკო 7 წლით უფროსი ყოფილა ჯონ ლენონზე, ქართველი კაცის  გადასახედიდან ჯონს უარი რომ ეთქვა ასეთ დიდი ბედნიერებაზე, იმის გამო, რომ ის 7 წლით უფროსს ქალს ცოლად ვერ მოიყვანდა :D    თუმცა, ამ ზაფხულზე მოკლული 23 ქალის ამბავი, ხომ  საშინელებაა, სერიულ მკვლელობას გავდა ეს ყველაფერი, ერთმანეთის მიყოლებით და მთელი საქართველოს მაშტაბით, ლიხს აქეთ და ლიხს იქით, ქალაქში თუ სოფელში, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მკვლელობამ, კარგად აჩვენა ჩვენი საზოგადოების

შემოდგომიდან -შემოდგომამდე

   პიტნიან ჩაის გეახლებით, ყვითელ ჭიქაში. შემოდგომიდან -შემოდგომამდე შემომაცვდა ნერვი, ყოველი. ასე ვებრძვი: ყელში გაჩხერილ ბურთს, კარს მომდგარ ზამთარს, თვალებში ჩამდგარ სევდას, უკვე შეჩვეულ, მოწყენილ საღამოს!  ფოტოს ავტორი გელა ღაჭავა   ოცნებებს მგონი არც ამხელენ, მე კი ვამხელდი, ახლა ძალიან ბავშვური და შორი მგონია.  ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე

ნოემბრის ცივი დასაწყისი და კვირა დღის ფიქრები

       დღეს კვირაა, დილიდან წვიმს. წირვა ალბათ 9 საათზე დაიწყებოდა, მე ვერ წავედი, საერთოდ არ მიყვარს წირვის გაცდენა. დღეს ასე მომიწია, გუშინ კოსმეტოლოგთან ვიყავი და სახე საკმაოდ ნაჩიჩქნი მაქვს, ძალიან მეტყობა, ბევრი პატარა წითელი წერტილი დამაჩნდა, რის გამოც სახლიდან გასვლაზე თავი შევიკავე. მთელი სახის გაწმენდაში 30 ლარი გამომართვა, ჯერ მაზი წამისვა, მერე ცელოფანი დამაფარა, რასაც რაღაც თეთრი ნიღაბი დაადო, რომელიც ხან გაცხელდებოდა ხანაც გაცივდებოდა, მე კი მხოლოდ თვალები  და ტუჩები მიჩანდა ამის შემდეგ კი ვიწყებთო თქვა და მთელი სახე პატარა კოვზით თუ ხელით გამისუფთავა, რა თქმა უნდა ხელთათმანები ეცვა, საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო, რომ მოვრჩით შემდეგ ისევ მაზები წამისვა, ბოლოს ფორები დახურა, თეთრი თაბაშირივით სქელი ნიღაბით სიწითლეები დააცხრო, შემდეგ  ტონალურ კრემში არეული მაზით დამიფარა სახე და გამომიშვა.      მის მერე, სახლში, ვზივარ და ვკითხულობ.       გუშინაც წვიმდა ამინდი მვეთრად გაუარესდა და ოთხშაბათამდე ასე გასტანსო ამბობენ. ჰაერის ტემპერატურაც დაეცა 6, 5, გრადუსამდე.