К основному контенту

ნოემბრის ცივი დასაწყისი და კვირა დღის ფიქრები

     
 დღეს კვირაა, დილიდან წვიმს. წირვა ალბათ 9 საათზე დაიწყებოდა, მე ვერ წავედი, საერთოდ არ მიყვარს წირვის გაცდენა. დღეს ასე მომიწია, გუშინ კოსმეტოლოგთან ვიყავი და სახე საკმაოდ ნაჩიჩქნი მაქვს, ძალიან მეტყობა, ბევრი პატარა წითელი წერტილი დამაჩნდა, რის გამოც სახლიდან გასვლაზე თავი შევიკავე. მთელი სახის გაწმენდაში 30 ლარი გამომართვა, ჯერ მაზი წამისვა, მერე ცელოფანი დამაფარა, რასაც რაღაც თეთრი ნიღაბი დაადო, რომელიც ხან გაცხელდებოდა ხანაც გაცივდებოდა, მე კი მხოლოდ თვალები  და ტუჩები მიჩანდა ამის შემდეგ კი ვიწყებთო თქვა და მთელი სახე პატარა კოვზით თუ ხელით გამისუფთავა, რა თქმა უნდა ხელთათმანები ეცვა, საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო, რომ მოვრჩით შემდეგ ისევ მაზები წამისვა, ბოლოს ფორები დახურა, თეთრი თაბაშირივით სქელი ნიღაბით სიწითლეები დააცხრო, შემდეგ  ტონალურ კრემში არეული მაზით დამიფარა სახე და გამომიშვა.  

   მის მერე, სახლში, ვზივარ და ვკითხულობ. 

     გუშინაც წვიმდა ამინდი მვეთრად გაუარესდა და ოთხშაბათამდე ასე გასტანსო ამბობენ. ჰაერის ტემპერატურაც დაეცა 6, 5, გრადუსამდე.
    როცა ნოემბრის ამინდებზე მიდგება საუბარი, უფროსები სულ იხსენებენ, რომ ბავშვობაში, 7 ნოემბერს, ისეც ყოფილა ,,პარადზე" წინდებით და მოკლე სახელოიანი ზედითაც გასულან და მათი ნაღვლიანი მოგონება ბავშობაზე და წარსულ ,,საბჭოეთის" დროზე  ჩემში უკვე თანაგრძნობას იწვევს. ეს ხომ ხალხია, რომელიც მიაჩვიეს ადვილ ცხოვრებას, აზროვნების გარეშე, შიში შთაუნერგეს რეჟიმის და დამოკიდებული გახადეს ვიღაცაზე, იდეოლოგია კი ისე მძლავრად მუშაობდა, ვინც უარს იტყოდა ხვრეტდნენ, ასახლებდნენ. თუმცა ეს ყველამ იცის, ახლა ზედმეტიცაა ამაზე საუბარი, ახლა კი მეზარება მთავრობაზე, რომ უნდათ იყვნენ დამოკიდებული, ისევ რომ ეძებენ  ვიღაც ერთის სახეს, რომ ისევ შექმნან ცრუ ხატება, რომელიც მოვა და უშველის. 
   აღარ ვუყურებ პოლიტიკურ გადაცემებს, ამ ბოლოს საერთოდ აღარ. აღარც ინფორმაციულ გამოშვებებს ვადევნებ თვალს, მხოლოდ აქა- იქ თუ შევესწრები. მათი რეიტინგისთვის გათვლილი კრინიმანული ქრონიკა ძალიან მძაბავს, უკვე. 

      მეორე დღეა ვკითხულობ ფრანსუაზ საგანის მოთხრობას ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში" ასე ქვია.  ჟურნალ ,,ლიტერატურული პალიტრის"  2007 წლის მე -9 ნომერში ვიპოვე, თან მიკვირდა ნუთუ არ წამიკითხავს მეთქი და როცა ნახევარზე მივედი მერე მეცნო, არსებობენ წიგნები, რომლებიც არ გამახსოვრდება, ზოგი კი ისეთია სულ  თან დაგყვება. მაგრამ ეს წიგნია, რომელიც მოუხდა ამ შაბათ -კვირას.
ამიტომ, რომ ვიპოვე მე-10 ნომერიც, სადაც გრძელდება მთავარი გმირის ჟილის ამბავი, რომელსაც ისეთი დეპრესია ჭირს, რომ სიცოცხლისაგან ვერაფერ საინტრერესოს და სასიამოვნოს ვეღარ იღებს, რასაც მშვენიერი ნატალის გაცნობის შემდეგ ისევ უბრუნდება, ძალიან გამიხარდა და გამახსენდა ის დრო, ყოველ თვეში რომ ველოდებოდი ამ ჟურნალის გამოსვლას, ვყიდულობდი, ვაგროვებდი და მთელი თვე გემრიელი ლუკმასავით ვინაწილებდი.
   ახლა აღარ ვყიდულობ და 2009 წლის ნომრების შემდეგ აღარ გრძელდება ის ჩემთვის, თუმცა რაც მაქვს მას სათუთად ვუფრთხილდები რადგან თითოელუ მათგანი ჩემი ცხოვრების თითო თვეა და იმ წლებში მაბრუნებს. 

Комментарии

  1. რა კარგია! როგორ მიყვარს კოსმეტიკური პროცედურები! იფ, იფ ! :) თან ახლა კარგი დროა, ზაფხულში არ აკეთებენ, როცა ფორები ისედაც გაფართოებულია.... მეც როგორ მიყვარს ეგ ნიღაბი. ერთი ათი წუთით მტოვებს მაგ ნიღბით, სანამ გაშრება, ამ დროს მუსიკას ვრთავ და ვნეტარებ ჩემთვის :) კიტრის და რაღაცის გრილი სუნი აქვს და მერე ერთიანად შორდება სახეს. გაწმენდას ივ როშეს სალონში ვიკეთებ ყოველთვის, არაჩვეულებრივი კოსმეტოლოგია მეგი. <3 უკვე მეგობარიც. ხომ გითხრეს სამსახურში, სახე გიბრწყინავსო? აშკარად სხვა ფერი აქვს გაწმენდის შემდეგ.

    ტელევიზორს და პოლიტიკურ ამბებს აღარც მე ვუყურებ. ინგას ხმა ისედაც ისმის მესამე ოთახიდან, ან როცა სადარბაზოში ხარ, რომელიმე ბინიდან :)))))

    მეც ადრე წავიკითხე ფრანსუაზა, დედაჩემის რეკომენდაციით. ახლა მომინდა გადაკითხვა! ლიმოჟი მომწონდა სიტყვა, როცა ვკითხულობდი და მთლად კარგად ვერ ვერკვეოდი გმირების გრძნობებში. ესთეტიკა კი ძალიან მომწონდა. დედაჩემი ყოველთვის ლიტერატურული ჟურნალების ფანი იყო და სანამ წიგნად დაიბეჭდებოდა, უცხოური თარგმანები სულ ჟურნალებში ჰქონდა წაკითხული.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მეც ისე მომინდა ლიტერატურული ჟურნალების ყიდვის გაგრძელებაა, ასეც ვიზამ. სახის გაწმენდის პროცესში მაზებზე გადასვლა ყველაზე სასიამოვნო პრიცესიაა, ისე კი მტკივნეული იყო

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ