К основному контенту

Сообщения

Сообщения за март, 2016

მარჯვენა და მარცხენა

    2007 წელს, ქუთაისში, მწერალ გიზო თავაძის რედაქტორობით,  კატალოგი გამოიცა, სადაც  მხატვარ ეთერ ჩხიკვაძის ნამუშევრები შევიდა. ,, 2000 წლამდე მარჯვენა ხელით ვხატავდი, დამემართა ინსულტი, რადგან პარალიზებული გამიხდა მარჯვენა მხარე, ვხატავ მარცხენა ხელით." ამიტომ ალბომს  ,,მარჯვენა და მარცხენა" ეწოდა.  ავტოპორტრეტი    თავისი ნახატებიდან, ყველაზე მეტად, ავტოპორტრეტი მოწონს, ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო, ლექსების წერა ცხრა წლიდან: ,, ჩემი პირველი ნახატი, აღარ არსებობს, ეს იყო კედელზე შესრულებული, ღუმელთან განლაგებული, რამდენიმე ადამიანის სასაცილო ფიგურა. ბავშვობაში ვხატავდი ფანქრით, მერე ზეთის საღებავებით. ვაკვირდებოდი ყველაფერს, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მთვარეს, ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი შემგრძნებია საზოგადოების სულიერი მდგომარეობის. ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება იძლევა სხვადასხვა სურათს, საერთო ხედი, მაინც, ერთადერთია, დაკარგული ხალხი, მათხოვრები, განადგურებული, მიტოვებული უბნები, როდის იქნება მხოლოდ ღიმილი? არადა განცდა ღრმავდება, ზოგჯერ გაზვიადებულად იჟ

მოკლე და გრძელი დღეები

      შემოდგომას თავისი ხასიათი აქვს, გაზაფხულს თავისი.  ვის რა მოწონს, ეს  სხვა თემაა, თუმცა, არ ვიცი, რატომ მინდება წელიწადის დროებზე ვწერო. ზამთრის თეთრი საბურველიდან, რომ გამოვძვრებით, მერე მაშინებს ეს პერიოდი. ბუნება მიყვარს, ხეები, ყვავილები, მინდორი. მენატრება ზღვა, წარმოვიდგენ ახლა როგორ შრიალებს და რა ლამაზი ფერი აქვს, მისი დაცლილი სანაპირო კი მშვიდი და სანატრელია.   ახლა,  ისე ვარ, ყველაფერი მაშინებს, როგორ მინდა, ამ ჩემს შიშებს, მოვერიო.   ვეღარ ვკიდებ ხელს წიგნს, რომლის კითხვა წინა თვეში დავიწყე, აღარც ახალის საძებნელად შემივლია მაღაზიებში.  რაღაცნაირად მოკლე კვირის დღეები და გრძელი შაბათ- კვირები დამიდგა, გაივლის ეს დღეებიც, ეს პერიოდიც...     მაგრამ ვიცი, რომ სულში ვერ შევცვლი ვეღარაფეს.   ისევ გავუზიარებ მეგობრებს ყვავილების სურათებს.  ისევ ამეტირება გრძნობით ამოთქმულ ლექსებზე, ძებნას დავუწყებ სტროფებს, სადაც საკუთარ თავს ამოვიკითხავ და მეგონება, რომ ჩემზე  დაწერეს. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე  ისევ ისე ძალიან მეტკინება, როცა ზურს შემაქცევენ,