К основному контенту

Сообщения

Сообщения за март, 2012

მარადიული

     პირად ცხოვრებაზე საჯარო ლაპარაკი არ მიყვარს. ასე მგონია, ეს, ორ ადამიანს შორის ინტიმს ხელს უშლის. ისეც არ მიყვარს, როცა უცნობ ადამიანებთან  შეუძლიათ თავინთ გრძნობებზე , ადამიანზე, რომელიც უყვართ, ილაპარაკონ ,თითქოს გულღიათ , არაფერი დაფარონ.    მეც, რაღა დავმალო და, სულ მაინტერესებდა ასეთი ამბები, მაგრამ ამ ბოლოს განსაკუთრებით მომეძალა შეკითხვები : შეყვარებული გყავს? ვინ გიყვარს ? მართლა გიყვარს? რას გრძნობ? და ა.შ. დაუსრულებლად... ახლა ვხვდები ,რომ იქნებ ამით საკუთარ სიყვარულს ვეძებ, მინდა გავიგო, როგორი შეილება იყოს ის. გოდერძი ჩოხელის ,, 9 შეკითხვა სიყვარულზე" კი ყველაზე ორიგინალური ფორმაა ამისთვის. რომელსაც  ჩემი გამოკითხულების პასუხებს დავამატებ. , ,სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: -მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შეგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე

მე, ის

      ერთმანეთს დავშორდით. ის სკოლისკენ წავიდა , გზა უნდა გადაეჭრა, მე სახლისკენ წამოვედი ხალხში გავერიე, უკან აღარ მიმიხედავს. ჩვენ შორის უცხო ადამიანები ამოძრავდნენ.     მას სკოლაში შვილი ელოდა,  გაკვეთილები დაუმთავრდა და უნდა გამოეყვანა. მე, სახლში, დედ ა და მამა.      წლები გავიდა ...  ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე     უკვე ათი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. უნივერსიტეტში გავიცანი, ერთ კურსზე ვსწავლობდით, ლამაზი, ქერა, გრძელ თმიანი გოგონა თავის ,,ბიძაშვილს" გვაცნობდა. გრძელი პალტო ეცვა წვრილ ბრეტელებიან მაისურზე, შინდისფერი კაბა ბარხატის ქსოვილი იყო. თმები გაშლილი ქონდა და სწორი.       ადრე გათხოვდა , პირველივე კურსზე. იმ ვითომ ,,ბიძაშვილზე", ჩასხდნენ ტაქსში და რესტორანში წავიდნენ,  მერე დეიდასთან აღმოჩნდნენ სოფელში ...    ახლა 10 წლის შვილი ჰყავს. სკოლა გზის პირას არის და ეშინია, ყურაღება არ უნდა მოაკლოს, თან მამა საზღვარგარეთაა, იქ მუშაობს. ამიტომ პასუხისმგებლობა გაორმაგებულია. ბავშვი კარგი უნდა გაიზარდოს,  ქალაქის საუკეთესო სკოლაში დადის. ლამაზი წერა იცის ,