К основному контенту

მე, ის

      ერთმანეთს დავშორდით. ის სკოლისკენ წავიდა , გზა უნდა გადაეჭრა, მე სახლისკენ წამოვედი ხალხში გავერიე, უკან აღარ მიმიხედავს. ჩვენ შორის უცხო ადამიანები ამოძრავდნენ. 
   მას სკოლაში შვილი ელოდა,  გაკვეთილები დაუმთავრდა და უნდა გამოეყვანა. მე, სახლში, დედა და მამა.

     წლები გავიდა ... 
ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე
    უკვე ათი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. უნივერსიტეტში გავიცანი, ერთ კურსზე ვსწავლობდით, ლამაზი, ქერა, გრძელ თმიანი გოგონა თავის ,,ბიძაშვილს" გვაცნობდა. გრძელი პალტო ეცვა წვრილ ბრეტელებიან მაისურზე, შინდისფერი კაბა ბარხატის ქსოვილი იყო. თმები გაშლილი ქონდა და სწორი.
      ადრე გათხოვდა , პირველივე კურსზე. იმ ვითომ ,,ბიძაშვილზე", ჩასხდნენ ტაქსში და რესტორანში წავიდნენ,  მერე დეიდასთან აღმოჩნდნენ სოფელში ...
   ახლა 10 წლის შვილი ჰყავს. სკოლა გზის პირას არის და ეშინია, ყურაღება არ უნდა მოაკლოს, თან მამა საზღვარგარეთაა, იქ მუშაობს. ამიტომ პასუხისმგებლობა გაორმაგებულია. ბავშვი კარგი უნდა გაიზარდოს,  ქალაქის საუკეთესო სკოლაში დადის. ლამაზი წერა იცის , კარგ ქულებზეც სწავლობს.

    სხვა ქვეყნებში წასულებთ უჭირთ დაბრუნება. ბევრი რამის გამო ალბათ, მიზეზებს ხშირად თავადაც  ვიგონებთ, თუმცა მაინც , თუნდაც პატარა ბიჭი ჰყავდეს გასაზრდელი და ახალგაზრდა, ლამაზი ცოლი ელოდეს შინ. თან სიშორე, როგორ გვაუცხოვებს ზოგჯერ და  გვაშორებს ერთმანეთს.
   ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია .მას არ უთქვამს რას გრძნობს, როცა მარტოა სახლში და skype-ში ელოდება ქმრის ჩართვას...
 გაზაფხულის პირველი თვეა, მაგარამ, მაინც ზამთარს არ უნდა წასვლა და თოვს, უხვად ყრის ფიფქებს , ძალიან ლამაზია , მიყვარს ფანჯრიდან რომ ვიცქირები ამ დროს...
ქუჩაც უკვე ცარიელია. აქა - იქ აჩქარბული ნაბიჯებით, აბუზული მგზავრი თუ გამოჩნდება და მიიჩქარის სახლში ან სახლიდან.
   მე კ, ვარ ჩემს თბილ, აგუზგუზებულ ბუხართნ  და ვფიქრობ, რომ დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება...

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...