К основному контенту

მარადიული

     პირად ცხოვრებაზე საჯარო ლაპარაკი არ მიყვარს. ასე მგონია, ეს, ორ ადამიანს შორის ინტიმს ხელს უშლის. ისეც არ მიყვარს, როცა უცნობ ადამიანებთან  შეუძლიათ თავინთ გრძნობებზე , ადამიანზე, რომელიც უყვართ, ილაპარაკონ ,თითქოს გულღიათ , არაფერი დაფარონ.
   მეც, რაღა დავმალო და, სულ მაინტერესებდა ასეთი ამბები, მაგრამ ამ ბოლოს განსაკუთრებით მომეძალა შეკითხვები : შეყვარებული გყავს? ვინ გიყვარს ? მართლა გიყვარს? რას გრძნობ? და ა.შ. დაუსრულებლად... ახლა ვხვდები ,რომ იქნებ ამით საკუთარ სიყვარულს ვეძებ, მინდა გავიგო, როგორი შეილება იყოს ის. გოდერძი ჩოხელის ,, 9 შეკითხვა სიყვარულზე" კი ყველაზე ორიგინალური ფორმაა ამისთვის. რომელსაც  ჩემი გამოკითხულების პასუხებს დავამატებ.

,,სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
-მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შეგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!"

გოდერძი ჩოხელი
თამუნა

   – ჩემთვის სიყვარული რა არის? ალბათ გრძნობაა ,რომელშიდაც ზომიერებაა საჭირო. ამ შემთხვევაში, ძალიან ლამაზი და უპრობლემოა, მაგრამ თუ ვერ განვსაზღვრავთ როდის და სად უნდა გავჩერდეთ, მერე სასჯელია. დიდი და  დაუზოგავი სასჯელი, რომელიც გვტანჯავს და გვანადგურებს. ადამიანებს და ძირითადათ ქალებს, არა გვაქვს სიყვარულის საზომი. ვერ ვიცავთ ზომიერებას... მიუხედავად ამისა არ მინდა სიყვარულის გარეშე არსებობაც კი. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ვერ ეხვევა შეზღუდვის ბადეში და თავისუფლებით ტკბება. მე კი ძალიან მიყვარს თავისუფლება... სიყვარულს ბეჭედი არ სჭირდება.- ღმერთმა ეს სამყარო სიყვარულით შექმნა და ეს უკვე დასტურია მისი არსებობისა.


ნინო


 
-         სადღაც მომისმენია, რომ სიყვარულია ის ძალა, რომელიც აიძულებს დედამიწას თავისი ღერძის გარშემო იბრუნოსო. სიყვარულს მრავალი სახე აქვს და შესაბამისად მრავალფეროვანი ბუნებაც, ყველა შეყვარებულ ადამიანს დაუნახავს და განუცდია  სიყვარულის სხვადასხვა ბუნება და ხასიათი. სიყვარული ზოგჯერ თბილია, ტკბილი და მათრობელა, გულში ჩაგიკრავს და თავბრუს დაგახვევს, ზოგჯერ კი შხამივით მწარეა და სასიკვდილო. სიყავრულის გარეშე რა თქმა უნდა არ ვისურვებდი არსებობას და ვერც ვიარსებებდი ჩემი აზით, რადგან სიყვარულით მოვევლინეთ ამ ქვეყანას და სიყვარულითაა სავსე ჩემი ორგანიზმის ყველა უჯრედი, სიყვარულია ის ხერხემალი, რომელიც ჩემს ორგანიზმს ამოძრავებს. 



ხატია 

 
-       სიყვარული მრავალი სახისაა ამქვეყნად, დედაშვილური, მამაშვილური, და ძმური, მეგობრული და ა.შ. მაგრამ უპირველესი სიყვარული კი უფლისა და ადამიანის სიყვარულია, რომლის გარეშე ნამდვილად არ ვისურვებდი არსებობას.
    რაც შეეხება, ქალ-ვაჟის სიყვარულს, ეს ის გრძნობაა, რომელიც სხვა დანარჩენს სიყვარულს წარმოქმნის: დედაშვილურს, მამაშვილურს ,და ძმურს...
მე ეს გრძნობა გამოვცადე, მე ვიგრძენი თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ამ სიყვარულს, მას შეუძლია მოწყენილი გაგამხიარულოს, მეცხრე ცაზე აგაფრინოს, ყველა და ყველაფერი შეგაყვაროს და მრ. სხვა თუ ის ნამდვილად ის ჭეშმარიტი გრძნობაა, რომლის ნიჭი ყველას არ აქვს, რაც ბევრჯერ სიყვარულს აუფერულებს...
სიყვარული ჩემთვის ყველაფერია, სიყვარული ხომ თვით უფალია.

    ამ თემის გაგრძელება კიდევ შეიძლება , სულ და მარადიულად!



"სიყვარული მომთმენი და სიკეთით სავსე გრძნობაა. მას შური არ აწუხებს და არც ტრაბახი და კვეხნა იზიდავს. იგი უხეში არაა და არც ეგოიზმთან აქვს კავშირი. სიყვარულს ბოროტებასთან არაფერი ესაქმება და მხოლოდ სიმართლესთან და გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას... მას ყოველთვის სწამს, იმედს არ კარგავს და არასოდეს ქრება..."
                                                                                                          პავლე მოციქული


"სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება. ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა, რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია, განზე დადგე. საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ დამერე სამი საათი ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებას და სრულიად დამოკიდებული ხდები, და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ, ორი წუთით კი ივიწყებ.
თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს, იმასვე შეიგძნობ, რასაც ნარკომანი, წამალს რომ წაართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით, რომელსაც ერთი დოზის გულლისთვვის შუძლია, იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის."
                                                                                                             
პაოლო კოელიო


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ