К основному контенту

Сообщения

Сообщения за октябрь, 2015

ტარხუნის პეროგი

    ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.  მასალად საჭიროა :  ერთი კონა ტარხუნა, 4,5 თავი ხახვი, 8 ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი ,  ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად.   მომზადებს წესი       მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვა

შალომ

    როლფიკა  ახლა 31 წლისაა.  საქართველოდან რომ წაიყვანეს ოთხის იყო, თავის სამშობლოში დაბრუნდა ისრაელში, თავისი სამშობლოდან, საქართველოდან და დღეს იქ ქართველი ებრაელია. ცხოვრობს თელავივში, მუშაობს ბანკში და უკვე მე-8 წელია ცალკეა გადასული, თავის ბინაში. დიდი ხანია ოცნებად ქონდა საქართველოში ჩამოსვლა.    ოცნებაც ახდა და მოვიდა სახლში სადაც მისი ბებია, ბაბუა, დედა, მამა და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ.    -შალომ, გვესალმება, დღიურში უწერია მისამართები, ერთ- ერთი გელათის ქუჩაცაა, რომელსაც  იმ დროს, როცა მისი მშობლები აქ ცხოვრობდნენ,   ჯაფარიძის ქუჩა ერქვა, ტურისტების ჯგუფთან ერთადაა, ქუთაისში სულ 2 საათით, აქედან სვანეთში, შემდეგ ზუგდიდში მიდიან.  უნდა, ყველა ის ქუჩა თუ სახლი ნახოს, სადაც თვითონ და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ქართულად თავისუფლად მეტყველებს, აინტერესებს ყველაფერი, ვინ ვის იცნობდა და როგორ ახსოვთ, უხარია აქაც ზუსტად ის ემოცია რომ ხვდება, რომელიც მასშია, რამაც ჩამოიყვანა ამ ქვეყანაში. მადლობას იხდის, მადლობას,  სახლის კარის გაღებისთვის. სული კმაყოფილი აქვს, რომ აქ