К основному контенту

Сообщения

Сообщения за март, 2014

დრო

     გუშინ რამდენჯერმე შევხედე საათს, ჩემს ტელეფონზე, ერთხელ დრო  16: 16 იყო , მერე 21: 21 , რა წყვილი ციფრებია-  თქო გამეცინა, დღესაც,  რომ ვნახე 13: 13 იყო.     ცრუდ მორწმუნე არ ვარ, თუმცა გამკრა გულში, იქნებ სასიამოვნოს მოლოდინია -თქო.    რწმენა, ისე, რა მომენტია არა ? ზოგჯერ რაღაც ისე გჯერა,  რა  ძლიერაც ირწმუნებ, იმ ძალითვე ახდება.    დღეს წვიმს და მარტს,  რომ უყვარს,  სიგიჟეა ეს მისი, ისეთი ამინდია, ტელევიზორშიც,  მხოლოდ პროგნოზს ველოდი თითქოს, მთელი დღე. მერე მივხვდი, რომ ეს,  სულაც არ მაწუხებდა. სულს,  სულ სხვა რამ მიფორიაქებდა.         დღის მანძილზე  დაკარგულ მოსვენებას ვავსებდი, სარკეებს ვწმენდდი, საღამოს კი აუტანელი გახდა სიმშვიდე, რომელსაც არავინ არღვევდა, მე მინდოდა ერთი ბილეთი, ბოინგის და შორს გაფრენა,   სადმე, დიდი ქალაქში და ჩაკარგვა. ოღონდ ყოველგვარი დამშვიდობებისა და გაცილებების გარეშე. სულ, სულ მარტო რა სიამოვნებით გავივლიდი რეგისტრაციას, მივაწოდებდი პასპორტს და ბილეთს, ჩავაბარებდი ბარგს - ერთ ჩემოდანს და დაველოდებოდი თვითმფრინავში მორთმეულ ყავას, პირის

სიყვარული ბრჭყალებში

    ჩვენ ერთმანეთს სიტყვებს ვუსწორებთ.    დავცინით?    არა, არ დავცინით,   ისე ვუსწორებთ,  სახალისოა,    სხვადასხვა კუთხემ ასე იცის.    ის შორსაა,  მეც მისგან.    ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ჩვენ შორის დიდი და გრძელია.    გზა?  არც ისეო, თვითონ თქვა, რა უნდა,  ორი საათის სავალიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, გზა, ზოგჯერ ახლოც კი, შორს გეჩვენება, როცა სხვა ქალაქს, სხვა გარემოს და სხვა ფიქრს გიძრავს.    პირველად ვუთხარი  გუშინ, სად დაიკარგე-თქო, ვითომ აქამდე სულ ერთად ვიყავით. მერე, კიდე, დავიჭირე ჩემი თავი, როცა ვწერდი,  ამ დილით ძალიან საყვარელი იყავი -თქო, ვითომ დილით ნახული მყოლოდა.    აღარ დაურეკავს და ველოდი, ყოველ წუთს ტელეფონს დავყურებდი, არაფერი გამომეპაროს -თქო.    აივანზე თაფლიან ჩაის,  რომ შევექცეოდი,  ვიხსენებდი  თავიდან, როგორ მეზარებოდა მის სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, რას მირეკავს -თქო , რა უნდა მეთქი ვფიქრობდი.  ზოგჯერ არ ვპასუხობდი, თავს რომ მომაბეზრებდა, მხოლოდ მაშინ.  არ ვწერდი . ბოლოს ვუბრუნებდი პასუხს. ისიც არ იმჩნევდა, მერე რაღაც ლექსებს გამომი

გაზაფხული ფეხაკრებით მოვიდა

მარტმა კი დიდი ფიქრი გამანდო ,  ყვავილებს ვერ უმხელს თუ როგორ უხდებათ ფერადი კაბები და რომ მას  აღაგზნებს. მე კი, ჭორიკანამ,  თავი მოვჭერი მარტს,  ასე საქვეყნოდ   და თქვენ გიყვებით საიდუმლოს, გულში რომ ედო,  თქვენ,  ხომ არ უმტყუნებთ გაზაფხულს , რომელმაც ასე შემოსა და მარტთან გააგდო თავნება ქალივით  ია და ენძელა თუ ნაზი ზამბახის ყვავილი,  სულ  თოთო ვარდივით, ახლა წამოზრდილი?  მე არა.   მარტი კი არ ინდობს,  სულ ცეტავს,  დღეს მზეს ჩუქნის, ხვალ კი ფანტელებს წამოუშენს და ყინვით  გათოშავს, გალუმპავს , რომ მეტად დაითმინოს ის გულის წადილი,  ზღვასავით დიდი და ქარივით ძლიერი,  მის გულს, რომ ზედ აწევს, პატარა ყვავილი. 

ტყუილ - მართალი

ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე  ,,სიმართლეზე მაღლა სიყვარული დგას" - ეს სიტყვები მოძღვარმა იქადაგა წირვაზე.     მომეწონა და გულზე მომხვდა. მართლად მივიღე.    ,,თუ იცი, რომ შენი სიმართლე გულს ატკენს ვინმეს, სიყვარულისთვის სჯობია დამალო იგი". ასეთი განმარტება მისცა მას. სიყვარულისთვის ტყუილი გაამართლა მამაომ, ვიფიქრე, მეტი რაღა თქვას- მეთქი.     მე კი ვიცი,  რომ ქალებს გვახასიათებს ერთი  თვისება, ძნელია ჩვენი  მოტყუება, უბრალოდ შეიძლება გინდოდეს და თავს იტყუებდე.      ბევრი ტყუილი მომისმენია და ზოგჯერ არც მიფიქრია პირში შევატეხავ სიტყვას- თქო, მერე ჩემთვის გამცინებია, რაგდან მე ისეც  ვიცოდი სიმართლე ან მივხვდი მის აბსურდს.    ნეტა რა უფრო სწორია, მიახვედრო, რომ მიუხვდი თუ ბოლომდე დარწმუნება მისი ტყუილით თამაშში, რომელიც შენს წინაშე წამოიწყო და თავს გახვევხს.  ძნელი სათქმელია, ალბათ ორივეს დროა ზოგ-ზოგჯერ. საკუთარ თავსაც ხომ ვატყუებთ, როცა გვგონაია, რომ გვიყვარს და არ გვიყვარს,  გასეირნება გვინდა და  გვეზარება, ბუნება გვენატრება და არ მივდივართ სოფელში, სადაც