К основному контенту

ტყუილ - მართალი

ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე
 ,,სიმართლეზე მაღლა სიყვარული დგას" - ეს სიტყვები მოძღვარმა იქადაგა წირვაზე. 
   მომეწონა და გულზე მომხვდა. მართლად მივიღე. 
  ,,თუ იცი, რომ შენი სიმართლე გულს ატკენს ვინმეს, სიყვარულისთვის სჯობია დამალო იგი". ასეთი განმარტება მისცა მას. სიყვარულისთვის ტყუილი გაამართლა მამაომ, ვიფიქრე, მეტი რაღა თქვას- მეთქი. 

   მე კი ვიცი,  რომ ქალებს გვახასიათებს ერთი  თვისება, ძნელია ჩვენი  მოტყუება, უბრალოდ შეიძლება გინდოდეს და თავს იტყუებდე. 
    ბევრი ტყუილი მომისმენია და ზოგჯერ არც მიფიქრია პირში შევატეხავ სიტყვას- თქო, მერე ჩემთვის გამცინებია, რაგდან მე ისეც  ვიცოდი სიმართლე ან მივხვდი მის აბსურდს.
   ნეტა რა უფრო სწორია, მიახვედრო, რომ მიუხვდი თუ ბოლომდე დარწმუნება მისი ტყუილით თამაშში, რომელიც შენს წინაშე წამოიწყო და თავს გახვევხს.  ძნელი სათქმელია, ალბათ ორივეს დროა ზოგ-ზოგჯერ. საკუთარ თავსაც ხომ ვატყუებთ, როცა გვგონაია, რომ გვიყვარს და არ გვიყვარს,  გასეირნება გვინდა და  გვეზარება, ბუნება გვენატრება და არ მივდივართ სოფელში, სადაც მიწის და ბალახების სუნში იგრძნობ დედამიწას, როგორც პლანეტას, რომელიც ბრუნავს და ბრუნავს, ჩემი სამყაროსავით, სადაც მიდიან და მოდიან ვიღაცეები. 
     ახლა ვიღაც თავის  თავს მაძალებს და მგონია, რომ ათას ტყუილს იგონებს, ხან არაფერს ამბობს, თუმცა მაინც ვერ მივხვდი სად ალამაზებს მის ცხოვრებას და სად აშიშვლებს ისე, რომ მოსაწონ სიმართლედ მივიღო ყველაფერი.
    ყველაფერი ანუ ერთმანეთში არეული ტყუილ - მართალი და ფიქრით,  ნაომარივით დაღლილი ვეშვები ბოლოს, სადღაც ბნელ კუთხეში, რომ საკუთარ თავს  ვუთხრა - ეს შეცდომაა და ეს არაა შენი ცხოვრება, უბრალოდ გაატარე და მორჩა. ირგვლივ კი ყველა რაღაცას გიკიჟინებს და თავისას გახვევს, თან ოდნავადაც არ  ერიდებათ ისე.
   შენსას,  საკუთარს ნეტა ვინმე როდესმე გაითვალისწინებს ?
   არა და როგორ გიჭირს მის გარეშე, თუ ის, შენს ფიქრს, შენს გემოვნებას, ხასიათს არ ეწყმის, ბუნებრივად არ  ავსებს მას.
  დროს საფიქრალი არ ელევა -თქო, ჩემთვის ვთქვი,  ხმადაბლა, მაინც გაიგონეს ჭორიკანა ყურებმა, ან მათ რას გამოაპარებ.  დაინტერესდნენ მერე ისე, როგორც ხდება, ცნობისმოყვარე სახეები მიიღეს და კითხვები დამაყარეს. რაზეც პასუხები საერთოდ არ მქონდა, ამას კი მეტი გაოცება მოყვა, - შენგან არ ველოდითო.  თავს ვიმართლებდი, ყოველთვის ხომ არ იცი რა მოხდება -თქო- ვლუღლუღებდი.
   მაგრამ აღარ მინდა თავის მოტყუება და უფრო მკაცრი ვხდები დღეიდან . იყოს სიმართლე , თუნდაც მწარე. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ