К основному контенту

სიყვარული ბრჭყალებში



    ჩვენ ერთმანეთს სიტყვებს ვუსწორებთ.
   დავცინით?
   არა, არ დავცინით,   ისე ვუსწორებთ,  სახალისოა,
   სხვადასხვა კუთხემ ასე იცის.
   ის შორსაა,  მეც მისგან.
   ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ჩვენ შორის დიდი და გრძელია.
   გზა?  არც ისეო, თვითონ თქვა, რა უნდა,  ორი საათის სავალიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, გზა, ზოგჯერ ახლოც კი, შორს გეჩვენება, როცა სხვა ქალაქს, სხვა გარემოს და სხვა ფიქრს გიძრავს.
   პირველად ვუთხარი  გუშინ, სად დაიკარგე-თქო, ვითომ აქამდე სულ ერთად ვიყავით. მერე, კიდე, დავიჭირე ჩემი თავი, როცა ვწერდი,  ამ დილით ძალიან საყვარელი იყავი -თქო, ვითომ დილით ნახული მყოლოდა.
   აღარ დაურეკავს და ველოდი, ყოველ წუთს ტელეფონს დავყურებდი, არაფერი გამომეპაროს -თქო.
   აივანზე თაფლიან ჩაის,  რომ შევექცეოდი,  ვიხსენებდი  თავიდან, როგორ მეზარებოდა მის სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, რას მირეკავს -თქო , რა უნდა მეთქი ვფიქრობდი.  ზოგჯერ არ ვპასუხობდი, თავს რომ მომაბეზრებდა, მხოლოდ მაშინ.  არ ვწერდი . ბოლოს ვუბრუნებდი პასუხს. ისიც არ იმჩნევდა, მერე რაღაც ლექსებს გამომიგზავნიდა,  გრძელი იყო და მე ჩაკითხვა მეზარებოდა. რა ბოდვაა -თქო ვფიქრობდი.  ჩემს თავში ვხვდებოდი, რომ ახალი ადამიანის გაცნობა, მისთვის თავის წარდგენა, ჩემი ფიქრის და ემოციის გამხელა, სულიერად დახარჯვა  არ მინდოდა. მერე რაღაცაზე ერთად გაგვეცინა, მერე  გამაბრაზა. ვუთხარი.
   დილით დამირეკა, მე გზაში ვიყავი, რა ჩქარი ნაბიჯით მიდიხარო- მითხრა,   ქუსლიანებზე ხარო?  ფეხის ხმა ესმოდა, მთელი გზა არ გაუთიშია, მე მეღიმებოდა, კარებში, რომ შევედი თვითონ გავუთიშე. რატომო მკითხა, არ გინდა შენიშნონ შენი სიყვარულის ამბავიო ? სიყვარული ბრჭყალებში - თქო ვუპასუხე, კაი შედი, არ გაცივდე და მე არ დამაბრალოვო. მე ისევ მეღიმილებოდა და კიდე მთელი დღეც მეღიმილებოდა.
    ახლა უკვე რაღაც ინფორმაციას ვფლობ მასზე, ისიც ჩემზე, მერე ეჩვევი და მისაღები ხდება შენთვის, უფრო თბები მის მიმართ და გინდება, რომ ესაუბრო და ახლა, უფრო ხანგრძლივად გესმოდეს მისი ხმა.
   მერე გამეცინა ამ ყველაფერზე და ბოდვაა- თქო  ვიფიქრე, საღამოს მომბეზრდა ეს უაზრობა და ტელეფონი შორს მოვისროლე აღარც დავყურებ, რაში მჭირდებოდა.





Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...