К основному контенту

დრო

     გუშინ რამდენჯერმე შევხედე საათს, ჩემს ტელეფონზე, ერთხელ დრო  16: 16 იყო , მერე 21: 21 , რა წყვილი ციფრებია-  თქო გამეცინა, დღესაც,  რომ ვნახე 13: 13 იყო. 

   ცრუდ მორწმუნე არ ვარ, თუმცა გამკრა გულში, იქნებ სასიამოვნოს მოლოდინია -თქო.    რწმენა, ისე, რა მომენტია არა ? ზოგჯერ რაღაც ისე გჯერა,  რა  ძლიერაც ირწმუნებ, იმ ძალითვე ახდება.

   დღეს წვიმს და მარტს,  რომ უყვარს,  სიგიჟეა ეს მისი, ისეთი ამინდია, ტელევიზორშიც,  მხოლოდ პროგნოზს ველოდი თითქოს, მთელი დღე. მერე მივხვდი, რომ ეს,  სულაც არ მაწუხებდა. სულს,  სულ სხვა რამ მიფორიაქებდა.    

    დღის მანძილზე  დაკარგულ მოსვენებას ვავსებდი, სარკეებს ვწმენდდი, საღამოს კი აუტანელი გახდა სიმშვიდე, რომელსაც არავინ არღვევდა, მე მინდოდა ერთი ბილეთი, ბოინგის და შორს გაფრენა,   სადმე, დიდი ქალაქში და ჩაკარგვა. ოღონდ ყოველგვარი დამშვიდობებისა და გაცილებების გარეშე. სულ, სულ მარტო რა სიამოვნებით გავივლიდი რეგისტრაციას, მივაწოდებდი პასპორტს და ბილეთს, ჩავაბარებდი ბარგს - ერთ ჩემოდანს და დაველოდებოდი თვითმფრინავში მორთმეულ ყავას, პირის გასასველებლად.

     დამხვდებოდა ვინმე ? არა არავინ, აივნიანი ბინა მხოლოდ და აუცილებლად ქალაქის ცენტრში.  ვერავის შეაწუხებ, ვერავის ვერფერს ვერ აუხსნი, ისეთი დროა, მიყვარს რაღაცეების დროზე გადაბრალება, ან კი რა შუაშუა, მაგრამ მაინც. დროს საერთოდ რა აზრი აქვს, ეს ცხოვრება მოგეცა და შენ უნდა მოასწრო. თუმცა,  აბა ვის გინდა დააბრალო რამე, თუ არა დროს, ისიც ისე გარბის, პასუხისთვის მაინც  არ ცალია. დროს კი რას დაეწევიო მითხრეს, ვიცი -  მეთქი და შემგუებელის  სახე მივიღე, ჩემგან მიტოვებულ დროს, ასე უფრო მოუხდა.  

   ყვავილების გამყიდვლები მეცოდებიან, წვიმიან მარტში იწუწებიან, თავიანთი ხელით შეკრულ, პატარა თაიგულებს გამვლელებს, რომ აძალებენ. არა და ფიქრობენ გაზაფხულია და ბევრს გავყიდითო, აი აქაც დრო, ახლა წელიწადის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,  მაინც ვერ გაექცევი მოკლედ, დროს ვერ მოკლავ. 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...