К основному контенту

გელა


,,აღარ   არსებობს   არაფერი
რაც   აქ   არ   ხდება
და   თუ   არსებობს
უკვე   მომხდარი.
( გელა ღაჭავა )
გელა

   2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა, სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამ დღის აღსანიშნავად,  მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.
      ეტიკეტი, ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.

    ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვა არის, როცა შენ მარტო რაღაცას აკეთებ და მეორე  როცა სხვებს უზიარებ. ეს აჩქარებს ბევრ პროცესს. მე მგონია, რომ კომუნიკაციის საშუალებები რგებს ხლოვნებას. აქ მინდოდა ისეთი ადამიანები შემეკრიბა, რომლებსაც შეუძლიათ ფოტოგრაფიაზე საუბარი და გააჩნიათ მისი სიყვარული. "
   გელა  მხატვარია, ფოტოგრაფია, წერს ლექსებს, ის ამჟამად ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხატვრად მუშაობს, ყავს ორი შვილი გაბო და ლაშა, ეძებს საინტერესო ადამიანებს, უყვარს ურთიერთობები, უყვარს საუბარი, მსჯელობა. ,, როცა ვამბობ  ჩემი აზრი, ეს,  ჩემი დაკვირვების, ჩემი განცდების შედეგადაა მიღებული.“
         ბავშვობის  შთამბეჭდავი მოგონება, რომელიც შეუძლია დეტალებში აღწეროს, გალის რაიონის სოფელ სიდაში მომხდარ ხანძარს უკავშირდება. ,,მახსოვს ღამეში, როგორ  ფერად ენთო, როგორ ბრიალებდა და ხმებს გამოსცემდა ცეცხლი, რომელიც 8-9 წლის, იმ დროისათვის ჩემი ასაკის ბავშვმა გააჩინა. დედამისთან სტუმრად იყო ტრაქტორისტი, რომელსაც ტრაქტორი სახლთან ახლოს ყავდა გაჩერებული. იოშკა  ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მან პატარა ცეცხლი დაანთო, რომელიც მალე მოედო ტრაქტორს საიდანაც გადავიდა სახლის შესასვლელზე და გაზის ბალონი აფეთქდა, ძალიან დიდი შიში ნახა ყველამ, ჩემთვის კი სანახაობა იყო.  მოგვიანებით ვნახე ატომური ბომბის აფეთქება და მეგონა, რომ მაშინ ბალონი კი არა, იოშკას სახლში ატომური ბომბი აფეთქდა„
    გალის რაიონიდან საცხოვრებლად სენაკის რაიონში გადავიდნენ, სოფელ ზანაში, სადაც მანამდე მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობდა.
    დედის მონათხრობიდან ახსოვს რომ ,, 3,4 წლის ასაკში ყველას ვაძალებდი ჩემთვის რამე დაეხატათ, რომ ვიძინებდი ბალიშის ქვეშ მედო ფანქარი და ფურცელი, ერთხელაც ღამე  დამიხატავს პატარა კაცუნა და მთელი ოჯახი გამიღვიძებია, რომ ნახეთ მე რა დავხატე, როგორი გენიოსი ვარ-მეთქი ...“ 
      მერე, სასწავლებელში, ყოველთვის უწევდა ხატვა.  სენაკის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა, აკადემიაში სწავლის გაგრძელება კი ვეღარ მოხერხდა და დარჩა თვითნასწავლი მხატვარი, ის კი ყოველთვის ხატავდა და სხვა არჩევანის წინაშე არც კი დამდგარა. ჯარში წასვლის წინ, რომ არ ენახათ მისი ნახატები და მცდარი წარმოდგენა არ შექმნოდათ მასზე,  დახია და დაწვა, იმხელა კოცონი დაინთო მეზობლები გადმოვიდნენ დედამისთან ამბის გასაგებად, მაგარამ უკვე გვიანი იყო, ნახატები  ვერ გადაარჩინეს. 
    ჯარიდან დაბრუნების შემდეგ საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა, მამის  სამხედრო დამსახურების გამო ბინა მისცეს და მათაც, შეთავაზებულ ქალაქებს შორის, ქუთაისი არჩიეს. ზანაში  სახლი აღარ არის, მაგრამ ეზოა და ისე ხშირადაც ვეღარ ჩადის, მიზეზად კი ,,ხვანაირი " დრო სახელდება. 
       ,,ყველა ჟანრში ვცადე ჩემი ძალები, პორტრეტით კარგა ხანს ვცხოვრობდი  საქართველოში პირველი ვიყავი, ალბათ, ვინც დაჯდა ქუჩაში და დაიწყო პორტრეტის ხატვა.
  1988 წელს  ქუთაისში, ახლა ვერიკო ანჯაფარიძის, მაშინ წულუკიძის სკვერი ერქვა, იქ დავჯექი პირველად და ვხატავდი. მერე ზასტავაზე, კიკვიძის ძეგლთან. მაგარამ ეს, ორივე ადგილი არამუშა აღმოჩნდა. წლების გამნავლობაში კი ვხატავდი ქუთაისის მერიის წინ, ეს ყველაზე ნაყოფიერი ადგილი იყო. თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ქობულეთშიც ჩავდიოდი პორტრეტების სახატავად. მოსკოვშიც ვიყავი, მაგარამ ზამთარი იყო ხელები მეყინებოდა, მკაცრი ზამთრის კაცი მე არ ვიყავი, ბევრს ვერ ვხატავდი  და შემოსავალიც ცოტა იყო, მოკლედ, იქ ვერ გავჩერდი.
 10, 15 წელია ხატვას თავი მივანებე. ვერ გაამართლა მან ჩემს ცხოვრებაში თუ მე ვერ გავამართლე ამ საქმიანობაში ვერ გეტყვით.











   ფოტოაპარატი უფრო სწრაფი, ადვილი საშუალებაა. რაც მე მინდა, იმის გასაკეთებლად შეიძლება არ იყოს საკმარისი, სულ სხვა რამეს ვაკეთებ, ახლა ეტიკეტებს ვამზადებ, დიზაინით ვარ დაკავებული, შემოსავალი სხვა რამით მაქვს,  მაგარამ ფოტოგრაფიას ჩემი დროის ლომის წილი მიაქვს. მსიამოვნებს, მაგარამ შემოსავალი ძალიან მწირია, ამიტომ ისე არაა, რომ გადავერთო მთლიანად ფოტოგრაფიაზე.“








    მე-7 კლასში იყო, როცა ბიძამ  აუქა ფოტოაპარატი Smena-8M თავისი საბეჭდი მანქანით, ქაღალდებით, წიგნით სადაც ახსნილი იყო ყველაფერი ფოტო გადაღების შესახებ, ,,ბიძაჩემის დამსახურებაა ჩემი დაინტრესება ფოტოგრაფიით. მას უნდოდა მრავალმხრივ ვყოფილიყავით განათლებულები და მომიტანა  დამწყებისათვის ძალიან კარგი აპარატი, ადვილი იყო მოსახმარად და კარგი ფოტოები გამოდიოდა. ძირითადად ვუღებდი კლასელებს, მეზობლებს. მაშინ სკოლებში ფოტოტექნიკა ჩვეულებრივი ამბავი იყო და  ყველა სკოლაში უნდა ყოფილიყო ლაბორატორია.ჩვენთან ფიზიკის კაბინეტში იყო. იქ არ ხდებოდა ისე, რომ ბავშვებს გადაეღოთ, გაემჟღავნებიათ. სოფელს თავისი  საზრუნავი ქონდა, მოსავალი  იყო ძირითადად პრობლემა. გეგმით გათვალისწინებული ქაღალდები რომ მოდიოდა სკოლაში და ჩამოწერა როცა ხდებოდა მასწავლებელმა იცოდა ჩემი გატაცება და მაძლევდა მათ. ქაღალდების პრობლემა არ მქონდა. უფროს კლასელებსაც მივყვებოდი ექსკურსიაზე ფოტოგრაფად, რაც ჩემთვის ერთგვარი შემოსავალიც იყო."
თქვენთვის ხელოვნებარის: გართობა, გამოხატვის საშუალება, თუ თავის რჩენის შესაძლებლობა? 



  ,, სამივეა  ერთად. თუმცა შემოსავლის წყაროდ ჩემთვის ის ვერ აღმოჩნდა, სიამოვნების წყარო  არის ნამდვილად, ისე არაფერი მიხარია როგორც კარგი ნახატი , კარგი ფოტო , კარგი ლექსი , კარგი მუსიკა, კარგი  კინო .“



























შავ-თეთრი   ფოტო






     ,,ფოტოგრაფიის დაყოფა შავ - თეთრ და ფერად ფოტოგრაფიად ჩემთვის გაუგებარია, ფოტოგრაფიას შავ თეთრი პერიოდი დაუმთავრდა დიდი ხანია, რატომღაც ითვლება, რომ შავ - თეთრი ფოტო უფრო მეტყველია. ძალიან ხშირად ფერი აუცილებელია, ფერში მუშაობა გაცილებით უფრო რთულია, დაძაბვას, მეტ ტექნიკას, მეტ ცოდნას მოითხოვს. რაღაც პერიოდში  ხელოვნების ნიმუშად ითვლებოდა მხოლოდ შავ-თეთრი ფოტო, მუზეუმები მათ ღებულობდნენ მხოლოდ. თუმცა დაძლეულია ეს პერიოდი იმიტომ რომ, რაც კეთდება ფერადში იმისი თქმა შავ თეთრით შეუძლებელია, ფერს სხვა დატვირთვა აქვს და ძალიან მდიდარია ფოტოგრაფია, ამ მხრივ დღეს საოცრებები ხდება.
  სამყაროსადმი   შინაგანი განწყობა მაინც არის შავ -თეთრი, ეს რეალიზმისკენ ხედვაა, ხოლო ფერადი სილამაზისკენ. 









     მე ვიღებ ელექტრო ბოძებს, უამრავია, ნაგავივით მიყრია მისი სურათები, მოვა დრო და ეს ბოძები აღარ იქნება. ცივილიზაციის შემოსვლით შეიძლება გადაშენდეს საერთოდ, მერე ჩემთვის ეს იქნება ზღაპრული სამყარო. ან კიდე არტეზიული ჭის თავები. რა სისულელეა მათი გადაღება, მაგარამ როგორ არ გადავიღებ, რადგან ხვალ, ზეგ იგი შეიძლება ფიზიკურად აღარ იყოს, მას დანიშნულება აღარ ექნება, ეს ცნებაც არ იარსებებს."

წარმატება
დღეს მოდაშია წარმატება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გამუდმებით გვიყვებიან წარმატებული ადამიანების შესახე. თქვენი აზრით რა არის  წარმატება ? გელას წარმატება რაში მდგომარეობს?
,, ხელოვანისთვის წარმატება უფრო ტრაგედიაა და არც ერთი ხელოვანი არ მეგულება მე ისეთი წარმატებული და გაღიმებული 32 კბილით, როგორიც სარეკლამო ბანერებზეა ან თუნდაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩანან. თუ ხელოვანი და შემოქმედი ადამიანი ხარ ყველაფერს, რაც შენს ირგვლივაა, აღიქვამ ტრაგიკულად, ეს ძალიან მძიმეა  და არ არის მასე მარტივად. ფოტოგრაფების ცხოვრებას თუ გადავხედავთ, იქ ვნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში კარგი ფოტოგრაფი ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობს, მისმა კარგმა ფოტოებმა მძიმე შედეგი გამოიწვია მის ცხოვრებაში. ერთეულები ყველგანაა, ძირითადად მე ვთვლი, რომ ხელოვანი ადამიანი კმაყოფილი ვერ იქნება, ვერც ფინანსური წარმატებით, ვერც დიდი ტაშით, რაც არც არის საზომი, ხელოვანისთვის საკუთარი თავი და საკუთარი ნაშრომია საზომი. “ 

ამბავი სიყვარულისა

გუშინ   მესიზმრა
ჩემს   სიყვარულზე
პასუხად   შენი
გამოწვდილი   ხელი

    ,,ერთი სიყვარული არ ვიცი რა არის ან რამდეჯერ უნდა მოვიდეს ეს არ ვიცი. სიყვარული არის ყველგან. ერთი კაცი ყიდდა წიგნს ბავშვთა სამყაროს ქვეშ და ძალიან კარგი  სლოგანი ქონდა თუ ასეთ მიზიდვის წინადადება: ,,აბა წიგნები სიყვარულზე."მივიდოდნენ გოგონები და უკონკრეტებდა წიგნები მათემატიკის სიყვარულზე, ისტორიის სიყვარულზე. მართლა არის მათემატიკის სიყვარული, მე მაგალითად ასტრონომია მიყვარდა ძალიან, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ასტრონომიის სიყვარული. ყველაფრის სიყვარულია არსებობს და როგორ ვთქვა, რომ ის ერთია, მოდის ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ბედნიერი უნდა იყო, უნდა გაგიმართლოს. შეიძლება  ისე მოხდეს ვერც იგრძნო, მერე აღმოაჩინო, დანაკარგს მერე მიხვდე. ცხოვრება თავის სცენარს წერს ამ მხრივ. აქ სიმძაფრეზეა საუბარი ერთი სიყვარულის მერე, მეორეს უფრო დიდი ძალისხმევა ჭირდება, უფრო მძაფრი უნდა იყოს და ძლიერი, უნდა გერგოს  იგი, მილიონში ერთხელ ხდება შეხვედრა და ახლა წარმოიდგინე ორჯერ რომ მოგივა ცხოვრებაში. მე მგონი არსებობს ბევრჯერ და ბევრნაირი, მაგარამ უკვდავი რომ არ არის ამაში დარწმუნებული ვარ. თუ სიყვარული არა, ვისაც უყვარს, იგი მოკვდება.  სიყვარულიც ისევე წარმავალია როგორც ყველაფერი.“










პატრიოტიზმი



  ,,იდეოლოგიური მანქანა ქმნის პატრიოტიზმს, მაგრამ ეს გრძნობა გინდა თუ არა არსებობს. ეს არის გარკვეული ტიპის სიამაყე, საკუთარი ერით ან საკუთარი სამშობლოს მიღწევით მიღებული სიამაყე, მაგრამ რამდენად საჭიროა ეს ან არ არის საჭირო ამას იდეოლოგია განსაზღვრავს, რაც უფრო მეტად გთხოვენ პატრიოტიზმს, მით უფრო მეტი იმედი აქვთ შენზე. მე მაქვს ასეთი განცდები, ხშირად გამიხარდება როცა ქართველი გაიმარჯვებს ,რაღაცას მიაღწევს. ბევრი რამე გაუკეთებიათ ქართველებს, თუმცა დიდ ერებს თუ შევხედავთ იმათ უამრავი, უფრო სასწაულიც  გაუკეთებიათ, მაგრამ  პატარა ერი ვართ, ფაქტიურად სულის მღაფავი, გადავრჩებით თუ არა ესეც არ ვიცით. ჩემთვის პატრიოტიზმი მდგომარეობს იმაში კი არა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გავაკეთო რამე, არამედ იმაში, რომ საკუთარი საქმე გიყვარდეს და საკუთარი თავისთვის გააკეთო უპირველეს ყოვლისა. ეს არის პატრიოტიზმი, და თუ გათვლი შენ მას ეს არის მერკანტიული გრძნობა, რომელიც გულისაჩუყებაზე დამყარებული. თუმცა მე მაწუხებს, რომ ჩემმა არც ერთმა შვილმა მეგრული ენა არ იცის. ჩემთვის ისინი ამით ბევრ რამეს კარგავენ, რადგან ამ ენაში ბევრი რამე დევს. ისინი  რომ ჩავლენ სოფელში, სადაც  მე გავიზარდე და შეიძლება სიბერეში მოუნდეთ კიდეც იქ ცხოვრება, ბევრს ირგვლივ ვერ დაელაპარაკებიან, ისე თავისუფლად, როგორც იმ სივრცეშია. 

  საერთოდ, როგორც ძალიან ადვილია ემოციური ადამიანის მართვა, ისე ადვილია პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანის და ერის  მართვა, ამიტომ ამ მხრივ, უკვე დღეს დღეობით ცუდ ცნებას წარმოადგენს და განვითარების ცუდ გზას პატრიოტიზმი. ის, რომ შენ შენი ერი უნდა გიყვარდეს ეს ფაქტია, ეს ასე არის. მე ასე ვფიქრობ ახლა. ხვალ შეიძლება სხვანაირად ვიფიქრო. “  

რომ იყოს შანსი  
    ექნებოდა  სულ შუშების, ნათელი, მზის სხივებით სავსე სახელოსნო,  არქიტექტორი შვილის პროექტით აგებული, სადმე წყნარ ადგილას. გააცოცხლებდა უამრავ ფოტოგრაფს, მხატვარს ,  ხელს ჩამოართმევდა, ისაუბრებდნენ, სურთებს გადაუღებდა. 
ბევრს იმათაც შევხდებოდა, ვისი დაბადების დღეები უკვე აღნიშნა.

   ფოტოგრაფთა ჩამონათვალი, რომელთა დაბადების დღეების აღნიშვნა  გრძელდებოდა, საკმაოდ გაიზარდა: რობერტ კაპა, ანიე ლეიბოვიცი, ანრი კარტიე ბრესონი, კევინ კარტერი, ანტუან დაგატა, მიროსლავ ტიჩი და ასე შემდეგ, მათი ფოტოები ეტიკეტებად იქმნებოდა გელას მიერ.


   ეგონა მოიზიდავდა ფოტოგრაფებს, ვისამასზე საუბარი შეუძლია, ვინც ცხოვრობს ამ ყველაფრით,  მაგრამ არ გამოვიდა, როგორც მას უნდოდა. ფოტოგრაფთა დაბადების დღეების იდეის ირგვლივ გაერთიანებული ხალხი ცოტა აღმოჩნდა. პრობლემა მხოლოდ ფოტოგრაფია არ იყო, არამედ კომუნიკაცია, დროის დეფიციტი და  კიდევ სხვა არასახარბიელო მიზეზები ,, როგორც ადამიანის შემოქმედებას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ასეთ მომენტს ეს იდეაც განიცდის, როგორც ყველა მოვლენას ამასაც აქვს კრიზისი. ახლა კი მინდა სხვანაირად დავსვა საკითხი  ახალ ფორმას ვეძებ, ეს იდეა კი იარსებებს, თუნდაც ორი ადამიანის ხელში დარჩეს მხოლოდ, ერთი მე და მეორე ჩემი მეგობარი ნათია აფხაიძეა და გაგრძელდება. უამრავია, რომლის ეტიკეტი ბოთლს ელოდება. ისეც არის რომ რამდენიმე კარგი ფოტოგრაფი მყავს შერჩეული და დაბადების დღე არ გამიგია ჯერ, მაგარამ მათ სხვა ფორმით აღვნიშნავ თუმცა შეიძლება მანამდე გავიგო კიდეც."



Комментарии

  1. რა საინტერესო იყო. ნახატები მართლა მომეწონა და ფოტოები ზოგიერთი მათგანი არ მქონდა ნანახი. საინტერესო ადამიანია გელა. და იდეა შესანიშნავი. ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფის შესახებ.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მიხარია, რომ გაეცანით და მოგეწონათ.
      მადლობა

      Удалить
    2. Gela mravalferovani xelovania. es aris pirovneba , romelic did adamianta ricxvs miekutvneba tavisi nichit da bunebit.

      Удалить
  2. chemi megobari agmovachine! vasha! :) davulinkav akhla.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი გელა შენი მეგობარია ?

      Удалить
    2. არა, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. შავ-თეთრ ფოტოზე რომ გოგონა ზის, ისაა ჩემი კლასელი, ქალბატონი ნათია. :) :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

ტარხუნის პეროგი

    ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.  მასალად საჭიროა :  ერთი კონა ტარხუნა, 4,5 თავი ხახვი, 8 ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი ,  ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად.   მომზადებს წესი       მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვა