К основному контенту

Сообщения

Сообщения за июль, 2017

მაკულატურისთვის განკუთვნილი ფურცლებიდან

     ფურცლები ... მაგიდა სავსეა ,  ერთი ,  ორი , სამი ... ვითვლი კიდეც , ვალაგებ,  ვინახავ .   ეს ბოლო დროა , ბევრი დოკუმენტია ჩემს ხელში, ზოგს ვხევ და ცალკე ვაწყობ, ზოგს მაწვდიან - მაკულატურაა , მეუბნებიან,  საჭიროს  ვინახავ.     ვაგრობევთ უვარგისებსაც, მერე ნერგებში გადავცვლით და ჩვენი ძველი ფურცლებით  რამდენიმე ხის გადარჩენასაც შევძლებთ , მათ მაგივრად კი  ახალ წიგნებსაც მოგვცემენ.    ოღონდ დაუთვალიერებლად არაფერს ვაგდებ, ვნახულობ რა წერია, რამე საჭირო საბუთი რომ არ გადავაგდო , ამის წინ პატარა დიალოგი ჩამივარდა ხელში , თავზე ინტერვიუ ეწერა.  ისიც მაკულატურას მივაკუთვნე , თუმცა მანამდე აქ გადმოვწერე. - გეწყინა ? - მეწყინა, კი. -არ ელოდი ? -თითქოს,  ამ პასუხს არ ველოდი , რაღაც განსხვავებულს ველოდი- თქო, მაგასაც ვერ ვიტყვი , მაგრამ ასეთს არ ველოდი.  - იქნებ უფრო ხურმობით იყო ნათქვამი ?  -შეიძლება, თუმცა , მგონი, ხურმობაშია ყველაზე მეტი სიმართლე.  -რაო , როგორ გითხრა?  -მე ვუთხრი,  როცა შეგხვდი და დაგინახე, ვერ გიცანი და ამიტომ არ ვიყავი დარწმუნებლი შენ თუ იყავი  -მეთქი,