К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2016

მარტივი რეცეპტი

    გვიან შემოდგომას თბილი კერძები უხდება . ამიტომ სწორედ მადამ ბოვარის დროა ახლა . ეს, ჩემი,   მარტივი რეცეპტია, თუმცა საკმაოდ გემრიელი გამოდის. მასალად საჭიროა: კარტოფილი -2  თავი, ხახვი 1 თავი,  ბულგარული წიწაკა 2 თავი,  კვეერცხი 4 ცალი , ქათმის ფილე 500 გრამი, მაიონეზი 200 გრამი,  ყველი 200-300 გრამი, ( თავზე მოსაყრელად ) მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, 50 გრამი კარაქი ან ზეთი,  ცერეცო 1 კონა.  მომზადების წესი : მოვხარშოთ ფილე, კარტოფილი და კვერცხი.  ყველა საჭირო ინგრედიენტი დავჭრათ. საცხობ ფორმას მოვასხათ ზეთი ან მოვალაგოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, პირველად მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ხორცი, ხახვი, კვერცხი, ბულგარული, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწვანილი, მოვასხათ მაიონეზი, ფენა -ფენა შეგვიძლია ასე ავაწყოთ, ყველა ჩამოთვლილი მასალის გამოყენებით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, თავი რომ გადაიბრაწება, უკვე მზადაა.  Bon Appetit,

სალათი, წითელი ბულგარულით

      ქათმის ფილეთი მომზადებული ეს სალათი, ბულგარული წიწაკის მოტკბო გემოს იკრავს, აღსანიშნავია, რომ ტკბილი წიწაკა აქ  არც მომწვარი და არც მოთუშულია, ამიტომ  უფრო ინახავს იმ  სასარგებლო თვისებებს , რაც მას, ასე ბლომად, გააჩნია  აი რას წერენ  ,,ოჯახის მკურნალის" ვებ გვერდზე მასზე: ბულგარული წიწაკის მარგებლობა თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელი ბოსტნეულია. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ვიტამინების მრავალფეროვნება კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება-განმტკიცებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას. ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ბულგარული წიწაკის კიდევ ერ

მარჯვენა და მარცხენა

    2007 წელს, ქუთაისში, მწერალ გიზო თავაძის რედაქტორობით,  კატალოგი გამოიცა, სადაც  მხატვარ ეთერ ჩხიკვაძის ნამუშევრები შევიდა. ,, 2000 წლამდე მარჯვენა ხელით ვხატავდი, დამემართა ინსულტი, რადგან პარალიზებული გამიხდა მარჯვენა მხარე, ვხატავ მარცხენა ხელით." ამიტომ ალბომს  ,,მარჯვენა და მარცხენა" ეწოდა.  ავტოპორტრეტი    თავისი ნახატებიდან, ყველაზე მეტად, ავტოპორტრეტი მოწონს, ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო, ლექსების წერა ცხრა წლიდან: ,, ჩემი პირველი ნახატი, აღარ არსებობს, ეს იყო კედელზე შესრულებული, ღუმელთან განლაგებული, რამდენიმე ადამიანის სასაცილო ფიგურა. ბავშვობაში ვხატავდი ფანქრით, მერე ზეთის საღებავებით. ვაკვირდებოდი ყველაფერს, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მთვარეს, ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი შემგრძნებია საზოგადოების სულიერი მდგომარეობის. ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება იძლევა სხვადასხვა სურათს, საერთო ხედი, მაინც, ერთადერთია, დაკარგული ხალხი, მათხოვრები, განადგურებული, მიტოვებული უბნები, როდის იქნება მხოლოდ ღიმილი? არადა განცდა ღრმავდება, ზოგჯერ გაზვიადებულად იჟ

მოკლე და გრძელი დღეები

      შემოდგომას თავისი ხასიათი აქვს, გაზაფხულს თავისი.  ვის რა მოწონს, ეს  სხვა თემაა, თუმცა, არ ვიცი, რატომ მინდება წელიწადის დროებზე ვწერო. ზამთრის თეთრი საბურველიდან, რომ გამოვძვრებით, მერე მაშინებს ეს პერიოდი. ბუნება მიყვარს, ხეები, ყვავილები, მინდორი. მენატრება ზღვა, წარმოვიდგენ ახლა როგორ შრიალებს და რა ლამაზი ფერი აქვს, მისი დაცლილი სანაპირო კი მშვიდი და სანატრელია.   ახლა,  ისე ვარ, ყველაფერი მაშინებს, როგორ მინდა, ამ ჩემს შიშებს, მოვერიო.   ვეღარ ვკიდებ ხელს წიგნს, რომლის კითხვა წინა თვეში დავიწყე, აღარც ახალის საძებნელად შემივლია მაღაზიებში.  რაღაცნაირად მოკლე კვირის დღეები და გრძელი შაბათ- კვირები დამიდგა, გაივლის ეს დღეებიც, ეს პერიოდიც...     მაგრამ ვიცი, რომ სულში ვერ შევცვლი ვეღარაფეს.   ისევ გავუზიარებ მეგობრებს ყვავილების სურათებს.  ისევ ამეტირება გრძნობით ამოთქმულ ლექსებზე, ძებნას დავუწყებ სტროფებს, სადაც საკუთარ თავს ამოვიკითხავ და მეგონება, რომ ჩემზე  დაწერეს. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე  ისევ ისე ძალიან მეტკინება, როცა ზურს შემაქცევენ,

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი