К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2012

სხვა დრო

  ცენტრალურ   მოედანზე საათი ყოველთვის არასწორ დროს აჩვენებს. ამ ქალაქს თავისი დრო აქვს.   სხვა დრო.  მოედანზე  ქალაქის მთავარი საათი ძირითადად ჩამორჩენილია ნამდვილ დროს.      დილით სახლიდან რომ მოვიჩქარი, ვუყურებ და თან ვანგარიშობ თუ რამდენითაა  უკან მოედნის საათი.   საღამოს გარეთ რომ გამოვედი, ქუჩებში ლამპიონები უკვე აენთოთ, კაფეების დაბურული მინებიდან მბჟუტავი შუქი გამოდიოდა, გარედანაც კი შესამჩნევი იყო მათთან  სიცარილე.   ქუჩაშიც ცოტა ხალხი მოძრაობდა ...    რა მოწყენილი ქალაქიცაა ზუსტად ისეთივე გარემო იყო.   ეს თვე ჩემი ბლოგისთვისაც არ აღმოჩნდა აქტიური.   თვეც იყო გადარბენის,   მოლოდინის, თუმცა ახალი  და მოსაყოლი ამბებიდან დაცლილი.    ბანკებში ლამაზი ნაძვის ხეები მხვდებოდა, ზოგან ისევ ძველი, ზოგანაც ახალი დაუდგამთ, სიმბოლურად თავიანთ ფერებში გაწყობილი.      ქალაქში კი,  თვის შუა რიცხვები იქნებოდა, ამოვლისას გამიკვირდა, ჩავლისას როგორ ვერ შევამჩნიე ფიფქების ის კონსტრუქცია, ბჟოლებში რომ დადგეს და ნაძვის ხის ფუნქციას ასრულებს– მეთქი, ვიფიქრე. ღამე როცა გა

ოთხი რიცხვი

  6 დეკემბრის შემდეგ სიტყვის დაწერა ვეღარ მოვახერხე ვერც აქ, ვერც ,,ჯიბის"  დღიურში,  თან იმდენი  კარგი დღეები იყო, ლამაზად გატარებული საღამოები.     17 დეკემბერს  წმ. ბარბარეს ხსენების დღეს აღვნიშნავთ.  წმ. ბარბარე ბავშვების მფარველი წმინდანია და საკუთარმა მამამ აწამა ქრისტეს რწმენისთვის ანუ მისი განსხვავებული  შეხედულებისთვის დასაჯა სიკვდილით.     სამწუხაროდ ახლაც არიან ასეთი მამები, რომლებიც თუ სიკვდილით არა, ისე ატერორებენ თავიანთ შვილებს, რომ მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ტრამვად, რადგან მათი შეხედულება ცდება მშობლისას, თითქოს მათ ცხოვრების უფლება არ  ჰქონდეთ და მხოლოდ მათი, მშობლების დაქვემდებარებაში,  მთელი ცხოვრება უნდა დარჩნენ. ბევრი მშობელი გაზრდას არ აცლის ადამიანს.    ბარბარობას ჩვენთან იმერეთში ,,ბარბალობას" ეძახიან ლობიანებს ამზადებენ და ჩვენ, როგორც ტრადიციისა და რწმენის ერთად მსახური ხალხი, მეფეხურს ველოდებით კარგი ფეხისა და კარგი გულის ადამიანს, რომ მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი გამოდგეს, სინამდვილეში კი მის ფეხზე არაფერია დამოკიდებული, უფლის წყალობა

6 დეკემბრის დღე

 მ თელი დღის მანძილზე მესმის შემდეგი სიტყვები და  წინადადებები:  - თქვენი თანხა ჯერ არ ჩამოჭრილა;  - თქვენი დარჩენილი დავალიანება შეადგენს... - თქვენ დასაფარი გაქვთ... გადმორიცხულია, გადარიცხულია, ჩარიცხულია, დარიცხულია ...          დილა      სახლიდან გასვლისას მესიამოვნა გრილი ჰაერი.    დღე  უცნაურად დაიწყო, მოედანზე ჩასულს სახლში ამობრუნება მომიხდა, რადგან რეაბილიტირებული ჩვენი ცენტრალური მოედანი, მხოლოდ ცალსახადაა და ამიტომ გაფუჭებულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ფეხი უცნაურად ჩამივარდა და ქუსლი მოტყდა ჩემს ჩექმას, ,,ტკაპ" დაიძახა, უკან მივიხედე და ქუსლი იქვე ეგდო. ტაქსამდე როგორც იქნა მივედი. მერე მთელი დღე ჩამესმოდა უცნაური ტკაპანი.       დღეს მოსმენილი ისტორიები    ამის წინ, მამაომ, წირვის შემდეგ იქადაგა, თუ რა ცუდია და ადამიანს როგორ ვნებს გასართობი თამაშები. აგებენ ფულს, ძვირფას ნივთებს, სახლს. დღეს კი მოვისმინე უფრო შემზარავი ისტორიები ვიდრე სახლის ან საერთოდ რაიმე ნივთის წაგებაა, რადგან თამაშობენ და აგებენ  თურმე ცოლ-შვილსაც კი. ერთ კაცს სახლში წაყოლია

ათასი წვრილმანი

       უკვე დეკემბერი დადგა ძალიან კარგი ამიდებით, მაგალითად  გუშინ სამ დეკემბერს 24 გრადუსი სითბო იყო, დღეს 19 გრადუსი, სასიამოვნოდ თბილოდა, მეცვა  თხელი ზედა ქურთუკის შიგნით და არ მციოდა.    მე მცივანა ვარ. ცოტა შეციებასაც კი ვერ ვუძლებ. მიყვარს სითბო, ყოველნაირი სითბო მიყვარს. გულის სითბოო კი უუფ ძალიან მიყვარს :)     წერა სასიამოვნო პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი არაფერი დამგროვებია, მოსაყოლიც არაფერი მაქვს, მინდა მაინც არ გავჩერდე და ვწერო, აზრები  ნელ - ნელა განვავითარო. ჩემი მეგობრები ანუ ჩემი წამკითხველები ვიცი, მაინც შეავლებენ თვალს და დაინტერესდებიან აქაური ამბებით. თუმცა, როცა ვწერ, არ ვფიქრობ, რომ ვინმე წაიკითხავს, უფრო ჩემთვის ვწერ. რაღაც დროის შემდეგ, ეს საინტერესო ქრონიკა გამოვა,  ჩემი ცხოვრების ათასი  წვრილმანის დამტევი. ცხოვრება კი ისე ჩქარობს სულ არ მელოდება მე. დრო ხომ გარბის და ხშირად ვიხსენებ: რა მალე გავიდა ერთი კვირა ან ერთი თვე ან წელიწადი.    ერთი წელიც გავიდა. ცოტა დარჩა 2012-ის გალევამდე და მახსოვს 2011 წელი, რომ გავაცილეთ ჩიჩილაკის მოპარ

განწყობების ფეიერვერკი

საახალწლო განწყობას  ვგრძნობ,  ნელ - ნელა  როგორ მიახლოვდება.  მე კი მეშინია შარშანდელივით არ დამემართოს, ადრე გაღვივებულმა ემოციებმა მალე რომ გამიარა, თუმცა იქ ,,სხვა" მომენტების ბრალიც იყო რაღაცეები, მაგრამ ისე კი მოხდა, რომ ნოემბერის თვეში შექმნილი საახალწლო სურვილები  დეკემბერში ისე მძაფრად აღარ შემრჩა.   შარშან ნოემბერი  წვიმიანი და ცივი იყო. თოვლიც მოვიდა და ზამთარიც ადრე დადგა, ამიტომ ამან ძალიან იმოქმედა ჩემს სახალწლო განწყობაზე, მგონი მეჩქარებოდა კიდეც ახალი წლის მოსვლა და ამიტომაც მალევე დამეკარგა მერე ის განწყობა.   წელს ასეთი გასართობები ვიპოვე. აუცილებლად ვაპირებ გავაკეთო სურათზე მოთავსებული ნაძვის ხე,  ფერად ღილებით მორთული. მანდარინის ვარდებიც არ არის ცუდი იდეა, თუ გამომივიდა.   ასე რომ, განწყობების გასაღვივებლად, უფრო მომზადებული ვარ და საკუთარი ხელით ნამზადს, იმედი მაქვს, უფრო დამიფასებს  2013.          ადრე ბავშვობაში დეიდაჩემი, დეიდაშვილები, რომელთან ერთადაც ვატარებდი ახალი წლის დღეებს, ღია ბარათებით გვილოცავდნენ მის დადგომას. წელს ვა

ლირიული გადახვევა

    მას სევდის ფერი ჰქონდა თვალები. დღე იყო მშვიდი.  მქონდა სურვილი, ჩემი ოცნებების მისთვის გამხელის და იქვე მივხდი, რომ შეიძლებოდა დამეკარგა ისინი, მათი დაკარგვა კი არ მინდოდა.  ახლა ვზივარ და ველი ახალ დროებას, რომელიც ალბათ ოცნებების დროს მიისაკუთრებს და  რეალობისკენ გადამიყვანს. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე     ლირიული გადახვევა იყო ეს. ბავშვობიდან მიყვარს ლექსების კითხვა და ლირიული გადახვევები. კლასელმა ამაზე დამცინა და მე ვერ მივხდი რას ხედავდა მასში დასაცინს, პოეზიის ხუთი წუთი შევარქვათო სხვებს უთხრა. თავად არ უყვარდა ლექსები, მაგარამ ალბათ ვერც იმას ხვდებოდა, რომ სხვის, ამ შემთხვევაში  კლასელის აზრისთვის, რომელსაც მეგობრად თვლიდა,  პატივი  ეცა. სამაგიეროდ უაზროდ, სიცილით კვდებოდა და მოყვანილ აზრებს საერთოდ არ უკვირდებოდა.      ეს ახლა ნაკლებად მაღელვებს, თუმცა დღემდე მახსოვს, ჯერაც  არ დამვიწყებია.   ნიკო ლორთქიფანიძის ეს სიტყვები მახსენდება: ,,რანაირია ადამიანი, ფიქრობდა ალკიბეადესი, ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი ხსოვნით კი ცუდი უფრო ახს

გიორგობის თვეში

   ისევ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ოჯახში, სტუმრებთან ერთად, სამსახურში თანამშრომელბი. ისევ ,,გადამრჩენის თვალით" შევყურებთ ამ ვაი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს და გავიძახით:  - გვეშველება რამე?!   მე, უკვე კარგა ხანია, მაღიზიანებს საუბრები პოლიტიკაზე, ჩვენი ეს, უსასოო მდგომარეობა. ამის წინაც დავწერე აქ, რომ ყოველნაირად ვარიდებ თავს პოლიტიკას. როცა მასზე იწყება საუბარი ვდგები და გავდივარ, სხვა რამის კითხვას ვიწყებ, მოკლედ, როგორც შემიძლია ისე გავრბივარ შექმნილი რეალობიდან. ჯერ ახალი დანიშნულია ხელისუფლება და წინასწარი კომენტარებისაგან თავს ვიკავებ. მინდა ძლიერი, ჭკვიანი პოლიტიკოსებით გამოირჩეოდეს ჩემი ქვეყანა, ასევე ძალიან მინდა განვითარდეს კერძო ბიზნესი და შეიქმნას ბაზარზე დიდი მოთხოვნილება მაღალანაზღაურებად სამსახურებზე, პროფესიონალების და ზოგადად შრომის მოყვარე ადამიანების დასაქმებისა. ვისაც უყვარს მუშაობა, არ წუწუნებს ბევრი საქმის გამო. მონდომებული ადამიანი ყოველთვის შეძლებს გახდეს პროფესიონალი. დღეს თანამშრომელმა მომიყვა მისი მამიდაშვილის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო კომ

ფოთოლცვენა

    გარეთ თბილი, თბილი და კარგი ამიდია, სეირნობა რომ მოგინდება, გული სახლში რომ არ გაგიჩერდება, ფანჯრები რომ შემომიმსხვრია  ისეთია, ცივი კედლები გვაშორებს მაინც. ფანჯრიდან ვუჭვრიტინებ თბილ მზეს და ოქროსფერ დღეს და გული მწყდება გასვლის მიზეზი  რომ  არ მაქვს. ხანდახან ხომ არის ისე, შენი თავი რომ გებრალება, იდიოტური შეგრძნებაა , მაგარამ ახლა მჭირს.  შემოდგომა ლამაზი დროა. გაზაფხულივით არ მიყვარს, შემოდგომა ხომ მაინც ფოთოლცვენის დროა, ფოთოლცვენის –– ბუნებაში და ადამიანების ცხოვრებაში, ჩემს ფოთოლცვენამდე კი, ალბათ გაზაფხული უნდა დადგეს... ამიდი განწყობაზე მოქმედებს, თანაც ასეთი, შემოდგომის თბილმზიანი ამინდი, მზე რომ მათბობელაა და აღარ გწვავს, გელამუნება. მაგრამ ამიდის გამო ცუდ ხასიათზე არასოდეს ვყოფილვარ. განწყობას პრობლემები მიფუჭებს, ისე ნებისმიერ ამიდში შემიძლია ჩემი კომფორტი შევიქმნა.     თუმცა, რომ ვნახულობ, შემოდგომაზე მეტი სურათები მაქვს გადაღებული ვიდრე გაზაფხულზე. ეს ფოტოები სამი წლის წინ გადამიღია 11 ნოემბერს . წყალტუბოში დეიდაჩემის ეზოში. აი ასე ვინახავ ყველას სათაურები

იქამდე შორია

       მახსოვს  ვიწრო გასასვლელი ზღვამდე, სილიანი პლაჟი და მერე საოცარი ზღვა, მის მერე რომ ვეძებ იმ ზღვას, იმ განცდებს, რომელიც  ბავშვობაში ჩამრჩა და იმ სოხუმში. თვითონ სოხუმი არ მახსოვს, საერთოდ ვერ ვიღდგენ გონებაში, მხოლოდ ოთახი სადაც ვცხოვრობდით და ზღვისკენ ვიწრო გასასვლელიანი ადგილი.  ადგილს, სადაც ჩვენ ცვხოვრობდით, კელასური ერქვა.                                                                          ბაბუაჩემის ძმა, რომელიც გეოლოგი იყო და იქ მოღვაწეობდა ზაფხულობით გვმასპინძლობდა ხოლმე, თვითონ კი კვირაში ერთხელ თუ ჩამოირბენდა სახლში მანდარინებით და ლიმონებით დახუნძლული.   როდის დავკარგეთ სოხუმი? ამ კითხვის პასუხად სულ მახსენდება დეიდაჩემის მოყოლილი ამბავი, ხშირად იხსენებს ქართულად ვერ დაილაპარაკებდიო, რუსების გარდა იქაურებიც არ საუბრობდნენ მშობლიურ ენაზეო, ქართულად რომ მიუმართავს მაღაზიის ნოქრისათვის თავიდან ყურადღება არც მიუქცევია, შემდეგ უპასუხია, ვის უნდა თქვენი ძაღლების ენაო. აი მაშინ დაგვიკარგავს აფხაზეთი. ძველი ქართული ფილმი  მახსენდება ,,მდგმურები". მას

ერთი საღამოს ფიქრები

     მოწყენილი საღამოა.     რაღაც მჭირს, მაგრამ ვერ ვამბობ.  სათქმელი არ მაქვს, სიტყვები მეცოტავება,  ვერ ვყვები, არ ვამხელ, მსმენელიც არ მყავს და ამ ყველაფრის გამო ვიწყენ. გვერდით ოთახიდან დედაჩემის ლოცვის ბუტბუტი მესმის. სიტყვებიდან ყველაზე მეტად იკვეთება  სიტყვა- ,,წმინდაო" და მეც ძალიან მინდება  ლოცვა.  მინდა მოსაუბრე, თუმცა ზუსტად ვიცი, შენთან არ მოვალ და არ აგიხსნი მიზეზებს, რომლებიც ბევრი მაქვს და ამიტომ სათქმელსაც ვიპოვიდი,  მაგრამ მაინც არ გეტყვი. ამაყი არ ვარ, მაგრამ არ მოვალ მაინც! შენ კი მელი. მელოდე რა. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე      სხვათაშორის ბევრი რამეა, რომელიც ვერ გავიგე. ასე გაურკვეველი დავრჩი, ნამდვილი სახელი ვერ დავარქვი. ჩემი ჰოროსკოპი კი იუწყება, რომ ქალწულებს უყვართ ყველაფრის დალაგებაო და აქ  ნამდვილად არ ტყუიან ვარსკვლავები, მარტო ნივთების დალაგება კი არ ვგიყვარს, ფაქტებისა და მოვლენების... იქვე წერია დეტალებიც კი არ რჩებათ შეუმჩნეველიო, თავად გამომიცდია ეს რომ ასეა. ბევრჯერ  ყოფილა ისეთი მომენტი ჩემს გარდა არავის, რომ არ შეუმჩნევ

აი ასე

   თითქოს საკუთარ თავში რაღაცას ვკლავ, იქნებ საკუთარ ბედნიერებას?   გაუცნობიერებლად ვეწინააღმდეგები კარგს, ალბათ უფრო შიშის გამო.  მინდა ცვლილება. თუმცა აქვე ვხვდები, რომ ამის დრო უკვე აღარ არის, რადგან დიდი ვარ საკმაოდ იმისთვის, რომ ბავშვობის ბევრი ჩვევა, რომელიც აღარ მომწონს შევცვალო. იყო დრო როცა ქალს კლავდნენ ქალში, არა მოკრძალებას, არამედ სირცხვილს ნერგავდნენ მასში.  ჩვენ, ასეთ ეპოქაში გაზრდილი მშობლების შვილები ვართ. დღეს კი მიწევს ბრძოლა მისი გადმონაშთებისაგან გასათავისუფლებლად.  დრო გადის.   დრო, რომელიც ყოველთვის გვართმევს წლებს და ამავე დროს გვმატებს მის გამოცდილებას,  რომელიც თავად  დაგვიგროვა. მე რატომღაც უკან ბევრს ვიხედები. არა და გუშინ ვკითხულობდი ბედნიერების რეცეპს, სადაც მნიშვენოლავი ადგილი ეკავა პუნქტს წარსულთან დაკავიშირებით და მკითხველს ურჩევნდნენ მალე დაშორებოდნენ მას. ნეტა ვინმეს თუ გამოდგომია მსგავსი დარიგებები?   მინდა აღმოვჩნდე უფრო ძლიერი და დავშორდე ყველა იმ ჩვევას, რომელიც ასე მღლის.   როგორც ვიცი ცრუდ მორწმუნენი წყალს ატანენ ცუდ სიზმრებს, მ

დღიური

    1  ნოემბერია, ხუთშაბათი,  ღრუბლაინი დილაა, მაგარამ არ წვიმს, ძალიანაც არ ცივა. ნოემბერი, თავის მხრივ, იტყობს ზამთრის მოახლოებას. თუმცა დღეს ეს ნაკლებად გამოდის მას, რადგან 21 გრადუსს აცხადებენ საინფორმაციოები.   დილით ხატიამ მოგვიყვა თავისი უცნაური სიზმარი. პატარა გოგოსთან ერთად ლიფტში გაჩხერილა, ლიფტს ცალი კედელი არ ქონია, მერე ბავშვი ვიღაცისთვის აუწოდებია და გადაურჩენია. ბოლოს თვითონაც გამოსულა. მე კი ინტერნეტში ვიღაცის ,,დილას" ვკითხულობ, როგორ ამზადებდა ბლინებს თავისი სამი შვილისთვის, რა დროს გადიოდა მეუღლე სახლიდან, შემდეგ შვილები და ბოლოს თვითონ. ერთ-ერთი დაჟინებით ეკითხებოდა თუ რატომ უწერს მასწავლებელი მასზე მეტ ქულას ისეთ ბავშვს, რომელიც უკეთ არ სწავლობს ვიდრე ის, ამით მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ის სხვებისაგან განსხვავებულია და საცოდავად მიიჩნევს?  ჯანსაღი აზროვნება მესიამოვნა, მეც გავთბი, უცებ მათ სახლში აღმოვჩნდი, ბლინებზეც დავეწვიე. მივხვდი, რომ ძალიან მინდა თბილი ოჯახი, სამი შვილით, ჟრიამული და სიცოხლის მძაფრი შეგრძნება. ოჯახში სწორი დამოკიდებულება ერთმა

ის ჩემშია

  დავიღალე და დავიცალე მოგონებებით. ნეტა ადვილი იყოს თქვა: ეს აღარ მინდა და მორჩეს, აღარ გაჩნდეს ის აზრი თავში. ასე განცდების და ემოციების შეცვლა რომ შეიძლებოდეს ან მართვა, ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ალბათ მაშინ ნამუსიც, ასე მძიმედ აღარ შეგვაწუხებდა. ნამუსი კი ის ქუდია, რომელიც ღმერთმა დაგვახურა და არ დაკარგოთო გაგვაფრთხილა. მე მიყვარს ღმერთი. ის ჩემშია, მინდა მივსდიო მას და არ დავშორდე.     ეს განცდა, ალბათ მეხმარება, რომ სხვა რელიგიების მიმართაც ვიყო უფრო კეთილგანწყობილი, ჯერ კიდევ პატარა ბავშვებს გვაინტერესებდა ებრაელთა სინაგოგაში შესვლა, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს არის და ჩემი მეზობელი ებრაელი მამაკაცები , პატარა ქუდებით, ყოველ საღამოს დადიოდნენ. მახსოვს ბავშვები ჩავირბენდით, ეზოში შევიდოდით, გარეთ ფანტანზე წყალს დავლევდი შიგნით შესვლას კი ვერ ვბედავდი, სხვები შედიოდნენ მე კი ვერა. რაღაც შიში მქონდა ასე ქურდულად შევპარულიყავი, რომ არ ეყვირათ და გარეთ გამოვეგდე. თუმცა, იქ  ჩვენ არავინ გვიყვიროდა.      იმაზე კი სულ ვფიქრობ, რომ კომუნისტური ათეიზმის ეპოქაში, როცა ჩვენს ეკლესიე

ოქროცურვილა დღე

   დადგა ოქროსფერი შემოდგომა.    ინტერნეტ სივრცე ისეა აჭრელებული შემოდგომის ფერებით, მეც მომინდა რაღაც დამეწერა ამ ფერად, თბილ დროზე.   სამი წლის წინ, ოქტრომბის თვეში სოფელში  წავედით. ისეთი პერიოდი მქონდა, დეპრესიას ვერ ( არ) დავარქმევ და ცოტა მოწყენილი ვიყავი, იქაურმა გასაოცარმა ბუნებამ კი გამომიყვანა ამ უჟმურისაგან, ალბათ უბრალოდ დასვენებამ და ამ ჯადოსნური სილამაზის დანახვამ მომარჩინა. მამაჩემი ნამდვილ სოფლელს დაემგვანა და ტყეში წავედით სოკოს მოსაკრეფად, მერე ფეხი დაგვიცდა, დავეცით და ერთად ვიცინეთ, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო და მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა ის დღეები.    სოკო იქ არ გაგვიკეთებია, აქეთ წამოვიღეთ. გზაში შაორზე გავჩერდით და სურათები გდავიღეთ.   ეს ტბა, ხომ ყოველთვის ლამაზია, მაგრამ შემოდგომაზე საოცარი იყო, მის თავზე ტყეში მწვანე, ყვითელ, წითელ ფერებს დუღილი ჰქონდათ დაწყებული და მაჭარივით  გედებოდა მათი სილამაზე სულზე, წყალიც სხვანაირად მშვიდი ჩანდა. რაჭა ყველა დროში უნდა ნახო და შემოდეგზე განსაკუთრებით. (რაჭველები ამ სიტვას არ იყენებენ , მაგარამ მე

პოლიტიკური

   პოლიტიკამ ისე მოიცვა ჩემი ყოველდღიური ყოფა, სადაც მასზე იწყება საუბარი მე, უკვე მექანიკურად, ვდგები და გავდივარ. საკუთარ თავს ვარიდებ და მეცოდება ასეთ დღეში ჩაცვენილი ხალხიც და ჩემი თავიც.      სამსახურში იჩხუბეს კიდეც ამ თემაზე და თითქოს უნდა მოვშვებოდით მის განხილვას, მაგარამ სხვა თემით დაწყებული საუბარი მთავრდება იმით, თუ ვინ სად გადაიტანს ახალ პარლამენტს, რომელი საარჩევნო დაპირება ანუ ოცნება ახდება. შემდეგ ამ თემას მოყვება ახლად დანიშნული მინისტრების პიროვნებების განხილვა, ამავე დროს, ვის უფრო შეეფერება ესა თუ ის სამინისტრო და ასე შემდეგ. მთელი პოლიტიკური სპექტრი განხილულია უკვე ჩვენს ოფისში, თან ჩვენთან, საქართველოში ხომ ყველა ძალიან კარგად ერკვევა მაგ საკითხში.       უფროსმა ისიც კი ამოიკითხა ინტერნეტიდან ,,ნაციონალმა გააუპატიურა ქართული ოცნების წევრიო". აქაც კი პოლიტიკური კუთხით ირჩევენ ხალხს.     ჩვენი ქალაქი იმდენად უფუნქციოდ დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  საპარლამენტო ქალაქი მაინც რომ იყოს ამის წინააღმდეგი  არ ვარ.    განსხვავებული დიზაინის შენობას კრი

ბედნიერი პარასკევი

    დღეს ბედნიერი პარასკევის საღამოა.     ყველაზე მეტად შემიყვარდა პარასკევი საღამო, აუჩქარებლად მოვდივარ სამსახურიდან და სულ სხვა სიმშვიდეს ვგრძნობ. წინ შაბათი დილის სიამოვნება მელოდება. გეგმა ასეთია: რომ დილით გვიანობამდე ვიძინებ, სინამდვილე კი შემდეგი - შაბათს მეღვიძება უფრო ადრე, თუმცა არაუშავს, ვგეგმავ, რომ საწოლში დიდ ხანს ვინებივრებ, მერე ზანტად, ზლაზვნით ავდგები. სიამოვნებით ნელ-ნელა მოვადუღებ ყავას და მოვხარშავ შვრიის ფანტელებს. საათს აღარ შევხედავ. რა მნიშვნელობა აქვს რა დრო იქნება, როცა არსად მიგეჩქარება. მაგრამ შეგრძნება იმის, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი ნელა გააკეთო, დაჯდე აივანზე აუღელვებლად, აიღო წიგნი ან ძველი ჟურნალები ათვალიერო, ისევ ადრე მახტუნებს საწოლიდან, თან მიყვარს ადრე ადგომა.       კარგია როცა მუშაობ,  მიზანი და შენი საქმე გაგაჩნია, საჭირო ადამიანად გრძნობ თავს, შენი ცხოვრება გაქვს, მაშინ შაბათ-კვირას აქვს ასეთი ,,სხვა" დატვირთვა, ჩვენს ქვეყანაში ესეც კი სანატრელი მდგომარეობაა.   მძულს უაზროდ ახირებული პრინციპულობა ვერ ვხდები, რატომ გონიათ, რომ რ
    ახლა რაღაცით დაღლილი ვარ. ხანდახან ხომ არის ისე, რომ ვერ საუბრობ ამის შესახებ, ვერ არქმევ სახელს ამ დაღლილობას. სამძიმო არაფერი გიკეთებია და თითქოს უკეთაც უნდა გრძნობდე თავს, მაგრამ მაინც არ გაქვს ენერგია. ძნელია ახლა ამის ახსნა, რადგან მიზეზი უამრავია, ერთი უმადური სიტყვაც საკმარისია და პირიქით, ერთი თბილი გაღიმება  ცვლის ყველაფერს.  აი ასე ვარ ახლა.   მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, თავსხმა იყო. ხან წამოუშენდა მერე ცოტას გადაიკავებდა. ასეთ ამიდში უნდა იჯდე ფანჯარასთან სვამდე თბილ ჩაის, კითხულობდე წიგნს, პერიოდულად ხალხს უმზერდე ქუჩაში და  წაკითხულზე ფიქრობდე.    თუმცა ასე არ ყოფილა დღეს, ამაზე გული არ მწყდება, მე მაინც არ მიყვარს მარტოობა, მოწყენილიც კი მაქვს, სამსახურში უფრო სასიამოვნოთაც გავატარე დრო. წვიმამ უფრო ჩაათბო და შეკრა ჩვენი ოფისი.   ყოველთვის რომ გეფიქრება ისეთი თემებიც არსებობს. დრო და ადგილი, რომ არ მოქმედებს მასზე. ვერც ამიდს დააბრალებ, ეს ამ მზის ან ამ წვიმის ბრალიაო ვერ იტყვი. ამიტომ საკუთარ თავთან გაქვს ეს მუდამ სალაპარაკო, ხან საყვედური გამოგდის ან კიდევ
   მიყვარს- ჩამავალი მზის წითელი ზოლი.ჩემი აივანი, ჩაი - მურაბით ან თაფლით, (თუმცა ამ ბოლოს ყავა მაცდურივით შემომიჩნდა, ახლაც ისე მინდა ცხადად ვგრძნობ მის გემოსა და არომატს) მეგობრებთან ლაქლაქი და საოცრად მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, განსაკუთრებით საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, არსებობენ მოსაწყენი ტიპებიც. ყველასთან ვერ მეგობრობ, ერთ ბრძენს უთქვამს ,,ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არისო". ყველას მეგობარი ნამდვილად არ ვარ. თუ პიროვნული პატივისცემა არ მოდის ადამიანის მიმართ, ისე ძნელია მისდამი გამიჩნდეს სიმპათია.   მიყვარს  ურთიერთობები .   მეგობრებთან ერთად ყავის დალევა და გაუთავებელი ლაპარაკი, თუნდაც უკვე კარგად ნაცნობ, ათასჯერ ,,გადაღეჭილ" თემებზე თუ პირებზე.   ურთიერთობებში - ნდობა, არა ეჭვები და უნდობლობა.   კიდე: ბევრი ღიმილიანი დღეები. კარგი ხასიათები, სიკეთე ადამიანებში, გულწრფელობა და პატიების უნარი. (თუმცა თავად ძალიან მიჭირს ვინმეს რამე ვაპატიო. წყენა ადვილად დავივიწყო  და როცა  სხვას ეს უნარი გააჩნია სიგიჟემდე მომწონს.)   თქმა იციან, დ
   რამდენი რამეა,  რომელზეც გინდა ისაუბრო, თქვა, გადმოანთხიო და გადმოყარო შენში ჩაგროვილ - ჩაბუდებული სათქმელი, შენი ცხოვრება რომ ქვია და ბევრი კითხვები რომ დაგიგროვა, მაგარამ არ გყავს მოსაუბრე და ჩუმდები, შენს თავში იკეტები, ფიქრობ გაუთავებლად და ოცნებობ მოვიდოდეს ვინმე და მოგისმენდეს. მოსმენა ხომ ასე რთულია. ფოტოს ავტორი: ნათია აფხაიძე    მერე დგება დრო, რომ მარტო მოსმენა კი არა, ცოტა დახმარებაც გჭირდება. გინდა გიბიძგოს ა ნ კ ითხვას რომ სვამ პასუხი გიპოვოს ვინმემ.     დღეს აღმოვაჩინე რომ, უამრავ ძველ ნივთს ვინახავ, ზოგი მათგანი ისეთი უსარგებლოა არაფერში გმოდგება, მაინც ვერ გადავუძახე ურნაში. ვერ გადავყარე, ვერ შეველიე ძველ განცდებს, იმ წუთებს, რომელშიც ეს ნივთები  მაბრუნებენ. ვხვდები, რომ ამით ჩემს წარსულს ვუფრთხილდები, ვერ ველევი, მოგონებებს არ ვაძლევ საშუალებას (დამივიწყონ) დავივიწყო. ამიტომ არ ვყრი.   ვისაც შეუძლია თავისუფლად გადაყაროს ძველი ნივთები, ძალიან კარგი თვისება აქვს. მას არც სიახლის მიღების შეეშინდება ცოვრებაში, მე კი ამ მხრივ, უფრო რთული ვარ, არ შემიძლია ად
    ფოტოგრაფი ჩემგან ვერ დადგება , ეს ზუსტად ვიცი,  მე მაგის ხედვა არ მაქვს .  ფოტოების გადაღებით მიღებული  სიამოვნება კი რაც არის, ეს ვიგრძენი .   სოფელში, სახლის უკან, დიდ ბაღში გავედი და კადრების გადაღებით ვეღარ ,,გავძეხი", რაღაც მუღამში შევედი ისე, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა. რაც უფრო ბევრ და ლამაზ ფერებს ვუყურებდი ფოტოაპარატის ეკრანზე, მით უფრო მსიამოვნებდა გადაღება, მითრევდა ეს პროცესი.    ამ დროს კი უფრო ღრმავდები შენს თავში, ეს მარტოობაც გსიამოვნებს, არ გჭირდება ვინმე, აი მარტოობის გამართლებაც ვიპოვე. მოკლედ კარგად ყოფნას ნიშნავს, შემიყვარდა ეს საქმე, თუმცა შედეგზე საუბარი ზედმეტია, არაფერი არ  გამოვა აქედან, მაგრამ მართალი რომ ვთქვა სულაც არ მაინტერესებს ეს, აქ მთავარია ფოტოების გადაღებით მიღებული სიამოვნებაა.    მივხდი, რომ ფოტოგრაფებს ეყვარებათ  ფიქრი, საკუთარ თავში  ჩაღრმავება და ძებნაა , გამუდმებული ძებნა- კადრის საინტერესო კუთხით წარმოჩენისა...   მარტოობას ამით ვერ ავსებ, უბრალოდ იმ მომენტში აღარ გახსოვს, რომ მარტო ხარ და მოწყენილი.  მინდა დავარღვიო ჩე